1. კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება თითოეულ მარშუტზე ცალ-ცალკე. 2. კომისიის გადაწყვეტილება კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ ფორმდება ოქმით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა წერილობითი შეფასებები. 3. ხმის მიცემა წარმოებს ღია კენჭისყრის ფორმით. ხმის მიცემა წარმომადგენლის მეშვეობით დაუშვებელია. 4. კომისიის წევრს უფლება არ აქვს თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან ან ხმა მისცეს იმ საკითხს, რომლის განხილვაშიც არ იღებდა მონაწილეობას. 5. ოქმი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა. კომისიის თითოეულ წევრს აქვს მხოლოდ ერთი ხმის უფლება. ხმების თანაბარი გადანაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 6. ოქმში უნდა მიეთითოს: ა) კომისიის დასახელება; ბ) სხდომის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი; გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა; დ) სხდომაში მონაწილე სხვადასხვა საჯარო დაწესებულების წარმომადგენლების, ცალკეული დარგის ექსპერტების/სპეციალისტების ან/და სხვა მოწვეული, აგრეთვე დაინტერესებული პირების ვინაობა (მათი არსებობის შემთხვევაში); ე) განხილვის საგანი; ვ) სხვადასხვა საჯარო დაწესებულების წარმომადგენლების, ცალკეული დარგის ექსპერტების/სპეციალისტების ან/და სხვა მოწვეული, აგრეთვე დაინტერესებული პირების ახსნა-განმარტებების აღწერა; ზ) კენჭისყრის შედეგები; თ) მიღებული გადაწყვეტილება. 7. კომისიის ოქმი კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ ცხადდება საჯაროდ და კონკურსის შედეგების შესახებ კომისიის ოქმი ეგზავნება კონკურსის ყველა მონაწილეს. 8. კონკურსში გამარჯვებულს, ნებართვის მიღებამდე, უფლება არა აქვს განახორციელოს აღნიშნული საქმიანობა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 10. კონკურსის შედეგების შეჯამება— ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 8. კონკურსის შედეგების შეჯამება— „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისათვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ნიმუშის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) ფორმისა და მისი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“
მუხლი 10. კონკურსის შედეგების შეჯამება— ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 12. კონკურსის შედეგების შეჯამება— „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;
მუხლი 12. კონკურსის შედეგების შეჯამება— გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 12. კონკურსის შედეგების შეჯამება— ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ