1.
კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ქმნის კომისიას.
2.
კომისიის უფლებამოსილებას განეკუთვნება კონკურსში მონაწილეობაზე ნებართვის მაძიებლის წერილობითი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შემოწმება, ნებართვის მაძიებლების შეფასება დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით და კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა.
3.
კომისია დამოუკიდებელია. არავის არ აქვს უფლება მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს მის საქმიანობაში.
4.
კომისიის დებულებას და პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
5.
კომისიის მუშაობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც პასუხისმგებელია კომისიის მუშაობის ორგანიზებაზე.
6.
კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის სხვა წევრები.
7.
კომისიის წევრთა მიმართ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 და 92-ე მუხლების მოთხოვნები.
8.
კომისია უფლებამოსილია, თუ მის სხდომებს ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
9.
კომისიის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ სხვადასხვა საჯარო დაწესებულების წარმომადგენლები, ცალკეული დარგის ექსპერტები/სპეციალისტები ან/და სხვა მოწვეული პირები. კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები.
10.
დაინტერესებული პირი უფლებამოსილია დაესწროს სხდომებს და კომისიის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში მისცეს ახსნა-განმარტება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
11.
კომისიის ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში
მუხლი 5. კომისია
თავი I — ზოგადი ნაწილი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 5. დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასი თითოეული კატეგორიების მ
- მუხლი 6. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხელაძე
- მუხლი 1. რეგულირების სფერო
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 3. ნებართვის გაცემის პირობები და წესები
- მუხლი 4. კონკურსის ორგანიზება
- მუხლი 6. საკონკურსო პირობები
- მუხლი 7. საკონკურსო განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძვლები
- მუხლი 8. კონკურსის ჩატარება
- მუხლი 9. არშემდგარი კონკურსი
- მუხლი 10. კონკურსის შედეგების შეჯამება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №16, 30.04.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.112.016217 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.11.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2826552/muxli-5-2/