ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2015 წლის 30 აპრილი ქ. ლანჩხუთი |
|
ვ.ა) M2 კატეგორიის – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის შიგა ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორია, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონამდეა;
ვ.ბ) M3 კატეგორიის – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის შიგა ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორია, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონაზე მეტია;
S=0.5C + 0.1L + 0.4G
სადაც:
C -არის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მონაცემების შეფასების ქულა, ხოლო 0.5 ამ ქულის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი;
L -არის ნებართვის მაძიებლის ბიზნეს-გეგმისა და პროგრამის შეფასების ქულა, ხოლო 0.1 ამ ქულის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი;
G -არის ავტოსატრანსპორტო ბაზის შეფასების ქულა, ხოლო 0.4 ამ ქულის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი;
C = ( Yp / Ypmax ) X 100
სადაც:
Yp - არის შესაფასებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოშვების წლის და ტექნიკური მდგომარეობის სტანდარტთან შესაბამისობის დონის შეფასებისას მიღებული საშუალო ქულა, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად:
Yp =( Y1 + Y2 + Y3 + . . . + Yn ) / n
Ypmax - არის ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოშვების წლის და ტექნიკური მდგომარეობის სტანდარტთან შესაბამისობის დონის შეფასებისას ნებართვის მაძიებელთა მიერ მიღებულ საშუალო ქულათა შორის მაქსიმალური ქულა;
Y1, Y2, Y3 , ა.შ. და Yn არის თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოშვების წლისა და ტექნიკური მდგომარეობის სტანდარტთან შესაბამისობის დონის შეფასებისას მიღებული ქულა;
n -არის თითოეული ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი და კომისიის მიერ შეფასებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა.
თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის Y1, Y2, Y3 , ა.შ. და Yn იანგარიშება შემდეგნაირად:
Yn = Ayear+AStandart
სადაც,
Ayear – არის თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოშვების წლის შეფასების ქულა;
Astandart – ტექნიკური მდგომარეობის სტანდარტთან შესაბამისობის დონის ქულა.
L = ( Lp / Lpmax ) X 100
სადაც Lp = Lb +Lr :
Lb -ბიზნეს-გეგმის შეფასების ქულა 5...10;
Lr - პროგრამის შეფასების ქულა 1...5.
G = ( Mp / Mpmax ) X 100
სადაც:
Mp -არის ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში/ან სარგებლობაში არსებული ბაზის შეფასების ქულა;
Mpmax-არის ნებართვის მაძიებლებლთა მიერ წარმოდგენილ ბაზების შეფასების ქულათა შორის მაქსიმალური ქულა.
Mp = 50 - ბაზა აღჭურვილია სტანდარტის შესაბამისი მაღალი დონის მოწყობილობებით;
Mp = 30 -ბაზა აღჭურვილია სტანდარტის შესაბამისი საშუალო დონის მოწყობილობებით;
Mp = 10 - ბაზა აღჭურვილია სტანდარტის შესაბამისი დამაკმაყოფილებელი დონის მოწყობილობებით.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M1, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის ფორმა
სანებართვო მოწმობის ნიმუში M1, M2 და M3 კატეგორიის
ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა
ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში M1 M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის
ნ ე ბ ა რ თ ვ ა № 0 0 0
სამარშრუტო ხაზის №---
ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორია ------
ნებართვის მოქმედების ვადა:
20 – წლის ________________დან
20 – წლის ________________მდე
_____________________________________________________________________________________
ნებართვის მფლობელი (გადამზიდველი) - - - - - - -
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი /სახელი, გვარი/
ხელმოწერა
ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში M1, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) ფორმა
|
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი დანართი N1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) სანებართვო მოწმობის ფორმა დანართი N2-ის შესაბამისად;
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) ფორმა, დანართი N3-ის შესაბამისად;
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რეგულარული სამგზავრო მარშუტის სქემა დანართი N4 შესაბამისად
მუხლი 5🔗
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასი თითოეული კატეგორიების მიხედვით და ყოველთვიურად განისაზღვროს:
ა)
M1 კატეგორიისათვის - 5 ლარის ოდენობით.ბ)
M2 კატეგორიისათვის - 10 ლარის ოდენობით;გ)
M3 კატეგორიისათვის - 15 ლარის ოდენობით.
მუხლი 6🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხელაძე
დანართი №1ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი
ეს წესი განსაზღვრავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) ჩატარების, კონკურსში მონაწილეობისა და მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის გაცემის, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემის ფასის გადახდისა და სანებართვო წესების შესრულების პირობებს, აგრეთვე ნებართვის მოქმედების ვადას.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებაა)
ავტოსატრანსპორტო საშუალება (ავტომობილი) − მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც, ჩვეულებრივ, გამოიყენება გზაზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად ან/და ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის;ბ)
ავტოსატრანსპორტო საშუალების აღჭურვილი (საკუთარი) მასა – ავტოსატრანსპორტო საშუალების მასა ტვირთის (მგზავრების) გარეშე, კვების, გაგრილების, შეზეთვისა და სხვა სისტემების შევსებული მოცულობებით საექსპლუატაციო დოკუმენტაციის შესაბამისად, დამამზადებლის მიერ გათვალისწინებული მაკომპლექტებელი ინსტრუმენტებითა და აღჭურვილობით, სათადარიგო საბურავის ჩათვლით;გ)
ავტოსატრანსპორტო საშუალების სრული მასა – ტვირთით, მძღოლითა და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების მასა, რომლის ზღვარს ადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებელი (მწარმოებელი);დ)
მსუბუქი ავტომობილი – მგზავრთა გადასაყვანად და მათი ბარგის გადასატანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილით, მძღოლის ადგილის გარდა / M1 კატეგორია/;
ე)
მსუბუქი ავტომობილი-ტაქსი – დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც ხორციელდება მგზავრთა გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა;ვ)
ავტობუსი − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება (M2 და M3 კატეგორიები):ვ.ა) M2 კატეგორიის – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის შიგა ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორია, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონამდეა;
ვ.ბ) M3 კატეგორიის – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის შიგა ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორია, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონაზე მეტია;
ზ)
მძღოლი – ფიზიკური პირი, რომელიც მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას საავტომობილო გზაზე, დადგენილი წესით.თ)
მგზავრი – ფიზიკური პირი, რომელიც მგზავრობს სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებით,გადაზიდვა-გადაყვანის ხელშეკრულების საფუძველზე;ი)
ხელბარგი – მგზავრის მიერ პერსონალურად გადასატანი ნივთი, ზომით არა უმეტეს 60 სმ×40სმ×30სმ;კ)
ავტოსატრანსპორტო გადაყვანა – /გადაზიდვა საავტომობილო გზაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა/ – ტვირთის გადაზიდვა;ლ)
გადამზიდველი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფლობს ავტოსატრანსპორტო საშუალებას და ახორციელებს ავტოსატრანსპორტო გადაყვანა–გადაზიდვას;მ)
რეგულარული გადაყვანა – მგზავრთა მრავალჯერადი გადაყვანა, რომელიც სრულდება იმ განსაზღვრულ, მოძრაობის დადგენილი განრიგის შესაბამისად, რომლით სარგებლობის უფლებაც აქვს ნებისმიერ პირს.ნ)
ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – მგზავრის გადაყვანა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით /არსებობის შემთხვევაში/, თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლებში;ო)
მარშრუტი – პუნქტებს შორის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმოსვლისათვის წინასწარ დადგენილი გზასავალი;პ)
რეისი – მარშუტზე შესრულებული ან შესასრულებელი სატრანსპორტო პროცესი;ჟ)
მოძრაობის განრიგი – მარშრუტზე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დაწყება-დამთავრების დროის, მიმოსვლის ინტერვალისა და შუალედურ პუნქტებში გაჩერებების განმსაზღვრელი ცხრილი;რ)
ნებართვა- კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებლისათვის, ნებართვის გამცემის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული უფლება, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ვადით განახორციელოს რეგულარული სამგზავრო გადაყვანა საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;
ს)
სანებართვო მოწმობა – ნებართვის ფლობის დამადასტურებელი საბუთი;ტ)
ნებართვის გამცემი – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი;უ)
პირი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი;ფ)
ნებართვის მაძიებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც განცხადებით მიმართავს ნებართვის გამცემს, ნებართვის მისაღებად.ქ)
ნებართვის მფლობელი – პირი, რომელსაც ნებართვის გამცემის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული ქმედება;ღ)
ნებართვის გაცემის ფასი – M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე მგზავრთა რეგულარული გადაყვანის განხორციელებისათვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ფასი, თვეზე გაანგარიშებით;
ყ)
სანებართვო პირობები – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, წინამდებარე წესით დადგენილი მოთხოვნების და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას;შ)
უწყებრივი სანებართვო რეესტრი – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ნებართვების გაცემის, გაუქმებისა და მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე;ჩ)
ფორსმაჟორი - მოვლენები, რომლებიც ცდება მხარეთა გონივრულ კონტროლს, შეუძლებელია მისი თავიდან აცილება და ამასთან აფერხებს ან შეუძლებელს ხდის მხარის მიერ ვალდებულების შემდგომ შესრულებას და არ არის გამოწვეული იმ მხარის დაუდევარი მოქმედებით, რომლის ვალდებულების შესრულების უნარიც შეიზღუდა. ფორს–მაჟორად ჩაითვლება: ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, ქარიშხალი, მასობრივი ეპიდემიები და სხვა მასობრივი სტიქიური კატაკლიზმები, ტერორიზმი, ბლოკადა, ემბარგო, აჯანყება, სამოქალაქო არეულობა, საგანგებო მდგომარეობა, ომი, სამოქალაქო ომი, ლოკაუტი, გაფიცვა;ც)
ხელშეკრულება – დოკუმენტი, რომელიც ფორმდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და კონკურსში გამარჯვებულს შორის და რომლითაც ზუსტდება მხარეთა გარკვეული უფლებები და მოვალეობები.1.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის განსახორციელებლად აუცილებელია ნებართვის მიღება წინამდებარე წესის შესაბამისად.2.
ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გაიცემა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებულ M1 M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგულარულ მარშრუტებზე.
3.
კონკურსი ცხადდება:ა)
M1კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით (მსუბუქი ავტომობილებით) ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისათვის ნებართვის გასაცემად;
ბ)
M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით (ავტობუსებით) ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისათვის ნებართვის გასაცემად;
გ)
M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით (ავტობუსებით) სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისათვის ნებართვის გასაცემად;
4.
მარშრუტზე გაიცემა ერთი ნებართვა.თავი II
კონკურსის ორგანიზება, კომისია, კონკურსში მონაწილეობის პირობები1.
კონკურსის მიზანია ნებართვა გაიცეს ნებართვის იმ მაძიებელზე, რომელიც აკმაყოფილებს საკონკურსო პირობებს და შედეგების შეჯამების შედეგად მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას.2.
ნებართვის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ნებართვის გამცემი - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.3.
კონკურსის ორგანიზატორია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
4.
კონკურსის ჩატარების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებულ უნდა იყოს:ა)
ნებართვის სახეობა;ბ)
ნებართვის გამცემის დასახელება;გ)
ნებართვის მაძიებლის განცხადების მიღების დაწყებისა და დამთავრების თარიღი, დრო და ადგილი;დ)
კონკურსის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი;ე)
კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის ვადა;ვ)
ინფორმაცია მარშრუტების შესახებ;ზ)
მომსახურების განხორციელებისათვის აუცილებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მინიმალური რაოდენობა;თ)
ნებართვის გაცემის ფასი;ი)
განცხადების მიმღები პასუხისმგებელი პირის კოორდინატები;კ)
ყველა სხვა ინფორმაცია, რომელსაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჩათვლის მიზანშეწონილად.5.
ინფორმაციას კონკურსის ჩატარების შესახებ მის ჩატარებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა აქვეყნებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.1.
კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ქმნის კომისიას.2.
კომისიის უფლებამოსილებას განეკუთვნება კონკურსში მონაწილეობაზე ნებართვის მაძიებლის წერილობითი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შემოწმება, ნებართვის მაძიებლების შეფასება დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით და კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა.3.
კომისია დამოუკიდებელია. არავის არ აქვს უფლება მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს მის საქმიანობაში.4.
კომისიის დებულებას და პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.5.
კომისიის მუშაობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც პასუხისმგებელია კომისიის მუშაობის ორგანიზებაზე.6.
კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის სხვა წევრები.8.
კომისია უფლებამოსილია, თუ მის სხდომებს ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.9.
კომისიის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ სხვადასხვა საჯარო დაწესებულების წარმომადგენლები, ცალკეული დარგის ექსპერტები/სპეციალისტები ან/და სხვა მოწვეული პირები. კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები.10.
დაინტერესებული პირი უფლებამოსილია დაესწროს სხდომებს და კომისიის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში მისცეს ახსნა-განმარტება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.11.
კომისიის ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.1.
კონკურსის ყველა მონაწილე სარგებლობს თანაბარი უფლებით.2.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ნებართვის გამცემის ხელთ არსებულ, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულ ნებისმიერ ინფორმაციას.3.
კონკურსში მონაწილეობაზე განცხადებები მიიღება კონკურსის ჩატარების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დადგენილ მისამართზე და ვადაში.4.
ნებართვის მაძიებელმა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე წერილობითი განცხადება უნდა წარადგინოს განცხადების მიმღებ პასუხისმგებელ პირთან, რომელიც აწარმოებს განცხადებების მიღების რეესტრს და ნებართვის მაძიებელთაგან განცხადებების მიღების დამთავრებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში: განცხადებებს გადასცემს კომისიის მდივანს და აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს. განცხადება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლითა და წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის მოთხოვნებს;5.
განცხადებას თან უნდა დაერთოს:ა)
კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის – პარტნიორების სათანადო წესით გაფორმებული თანხმობა კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე, სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი და წესდების დამოწმებული ასლი, განცხადების წარმომდგენი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ინდივიდუალური მეწარმისათვის – სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი და იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლები; საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის–სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;ბ)
ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;გ)
ცნობა სასამართლოდან იმის თაობაზე, რომ ნებართვის მაძიებლის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება;დ)
ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;ე)
ნებართვის მაძიებლისათვის საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი საგადასახადო დავალიანების შესახებ;ვ)
დოკუმენტაცია მარშრუტზე განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკურ-საექსპლუატაციო და სხვა მაჩვენებლების შესახებ, რომელიც წარდგენილი უნდა იყოს ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი ფორმით, როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსიით და მასში ასახული უნდა იყოს:ზ)
ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ კონკურსის მონაწილე მოქმედებს ნებართვის მაძიებლის სახელით.თ)
ყველა სხვა დოკუმენტი, რომლებიც წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის `კ~ ქვეპუნქტის შესაბამისად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქნება განსაზღვრული.6.
თუ ნებართვის მაძიებელი უცხოური კომპანია ან უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ამ მუხლის მე–5 პუნქტის ,,ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში მითითებული ცნობები, ქართულ ენაზე დამოწმებულ თარგმანთან ერთად, წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოებიდან.7.
ნებართვის მაძიებელი განცხადებას წარადგენს მისთვის სასურველ ერთ ან მეტ მარშრუტზე, ხოლო გამარჯვებული გამოვლინდება თითოეულ მარშრუტზე ცალ-ცალკე.8.
დაუშვებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოკუმენტების მიწოდება საფოსტო გზავნილის სახით. საფოსტო გზავნილის სახით მიღებული განცხადება კომისიის მიერ არ განიხილება და გამომგზავნს უბრუნდება გზავნილზე მითითებულ მისამართზე გაუხსნელად.9.
კომისია განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ნებართვის მაძიებლის განცხადების შესაბამისობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან და ამ მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებთან მიმართებაში მოქმედებს იმავე კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად.10.
ნებართვის მაძიებელი ვალდებულია ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისიის მიერ მითითებულ ვადაში წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტი ან მიაწოდოს კომისიას მოთხოვნილი ინფორმაცია, ასევე მოახდინოს წარდგენილ განცხადებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომების გასწორება.11.
ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს წერილობითი ფორმით უარი განაცხადოს კონკურსში მონაწილეობაზე, განცხადებების მიღებისათვის ნებართვის გამცემის მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე ნებისმიერ დროს.12.
იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის პირობებით დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი განცხადება მარშრუტზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსი ითვლება ჩაშლილად. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ასეთ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ, რის თაობაზეც ინფორმაცია ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. განმეორებითი კონკურსი ჩატარდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, წინამდებარე წესის შესაბამისად.13.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია გადაავადოს განცხადების მიღების, კონკურსის ჩატარების ან/და გამარჯვებულის გამოვლენის თარიღი, რის შესახებაც ინფორმაცია ვრცელდება საჯაროდ.ა)
ნებართვის მაძიებლის მიერ წინამდებარე წესის მე-6 მუხლის მე-3, მე-8, მე-10 პუნქტების მოთხოვნების შეუსრულებლობა;ბ)
ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი მონაცემების და/ან მათი დამადასტურებელი დოკუმენტაციის სიყალბე.თავი III
კონკურსის ჩატარება1.
გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ქულობრივი შეფასებით, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:ა)
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მონაცემებით;ბ)
ნებართვის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი ბიზნეს-გეგმებისა და პროგრამების მონაცემებით;გ)
ნებართვის მაძიებლების საკუთრებაში/ან სარგებლობაში მყოფი ავტოსატრანსპორტო ბაზის მონაცემებით.2.
საერთო შეფასებაში თითეულ კრიტერიუმს აქვს თავისი ქულა და ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი.3.
გამარჯვებულად ითვლება ის ნებართვის მაძიებელი, რომელიც შეფასების შედეგად მიიღებს ყველაზე მაღალ საბოლოო ქულათა ჯამს.4.
საბოლოო ქულათა ჯამი იანგარიშება ფორმულით:5.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მონაცემების შეფასების ქულა იანგარიშება შემდეგნაირად:C = ( Yp / Ypmax ) X 100
სადაც:Yp - არის შესაფასებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოშვების წლის და ტექნიკური მდგომარეობის სტანდარტთან შესაბამისობის დონის შეფასებისას მიღებული საშუალო ქულა, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად:
Yp =( Y1 + Y2 + Y3 + . . . + Yn ) / n
Ypmax - არის ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოშვების წლის და ტექნიკური მდგომარეობის სტანდარტთან შესაბამისობის დონის შეფასებისას ნებართვის მაძიებელთა მიერ მიღებულ საშუალო ქულათა შორის მაქსიმალური ქულა;
Y1, Y2, Y3 , ა.შ. და Yn არის თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოშვების წლისა და ტექნიკური მდგომარეობის სტანდარტთან შესაბამისობის დონის შეფასებისას მიღებული ქულა;
n -არის თითოეული ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი და კომისიის მიერ შეფასებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა.თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის Y1, Y2, Y3 , ა.შ. და Yn იანგარიშება შემდეგნაირად:
Yn = Ayear+AStandart
სადაც,Ayear – არის თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოშვების წლის შეფასების ქულა;
Astandart – ტექნიკური მდგომარეობის სტანდარტთან შესაბამისობის დონის ქულა.
6.
თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოშვების წლის შეფასება ხდება შემდეგი ქულებით:ა)
2010 წლის და მეტი – 50 ქულა;ბ)
2005-დან 2010 წლამდე – 30 ქულა;გ)
2000-დან 2005 წლამდე – 10 ქულა;დ)
2000 წლის ქვემოთ – 0 ქულა;7.
თითეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის სტანდარტთან შესაბამისობის დონის შეფასება ხდება შემდეგი კრიტერიუმებით და ქულებით:ა)
ძარას მდგომარეობა 1...5;ბ)
ძარას საფარველის მდგომარეობა 1...5;გ)
სალონის მდგომარეობა 1...5;დ)
საბურავების ცვეთა 1...5;ე)
კარებების, ფანჯრების და მინების მდგომარეობა 1...5;ვ)
სავარძლების მდგომარეობა 1...5;ზ)
სალონში გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების მუშაობის ხარისხი 1...10;თ)
სალონის განათების ხარისხი 1...5.8.
ყოველი ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის სტანდარტთან შესაბამისობის დონის შეფასება ხდება თითოეულ კრიტერიუმის მიხედვით მინიჭებულ ქულათა ჯამით.9.
ნებართვის მაძიებლის ბიზნეს-გეგმის და პროგრამის შეფასების ქულა იანგარიშება შემდეგნაირად:L = ( Lp / Lpmax ) X 100
სადაც Lp = Lb +Lr :
Lb -ბიზნეს-გეგმის შეფასების ქულა 5...10;
Lr - პროგრამის შეფასების ქულა 1...5.10.
იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში მონაწილეობს მხოლოდ ერთი ნებართვის მაძიებლი, მაშინ მისი Lp = Lpmax .
11.
ავტოსატრანსპორტო ბაზის შეფასების ქულა იანგარიშება შემდეგნაირად:G = ( Mp / Mpmax ) X 100
სადაც:Mp -არის ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში/ან სარგებლობაში არსებული ბაზის შეფასების ქულა;
Mpmax-არის ნებართვის მაძიებლებლთა მიერ წარმოდგენილ ბაზების შეფასების ქულათა შორის მაქსიმალური ქულა.
12.
ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში მყოფი ავტოსატრანსპორტო ბაზის შეფასება ხდება შემდეგი ქულებით:Mp = 50 - ბაზა აღჭურვილია სტანდარტის შესაბამისი მაღალი დონის მოწყობილობებით;
Mp = 30 -ბაზა აღჭურვილია სტანდარტის შესაბამისი საშუალო დონის მოწყობილობებით;
Mp = 10 - ბაზა აღჭურვილია სტანდარტის შესაბამისი დამაკმაყოფილებელი დონის მოწყობილობებით.
13.
თუ ორი ან მეტი ნებართვის მაძიებელი შეფასების შედეგად მიიღებს თანაბარ საბოლოო ქულათა ჯამს, უპირატესობა მიენიჭება და გამარჯვებულად გამოვლინდება ის ნებართვის მაძიებელი, რომელმაც მიიღო უფრო მაღალი ქულა მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი კრიტერიუმების შეფასებისას, ხოლო თუ ამ შეფასებათა ქულათა ჯამიც თანაბარია, უპირატესობა მიენიჭება და გამარჯვებულად გამოვლინდება ის ნებართვის მაძიებელი, რომელმაც მეტი ქულა მიიღო მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი კრიტერიუმის შეფასებისას.