„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 აპრილის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 |
|
2015 წლის 30 ივნისი ქ. ლანჩხუთი |
,,9. კომისია განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ნებართვის მაძიებლის განცხადების შესაბამისობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან და მოქმედებს ამავე კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად.“;
,,წ) არ დაუშვას ნებართვის გამცემის შეუტყობინებლად ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი პირობების გარეშე ნებართვის სხვა პირისათვის ნებისმიერი ფორმით გადაცემა.“;
,,1. ნებართვა გაიცემა არაუმეტეს 2-წლიანი ვადით.“;
,, 2. განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში ნებართვის გამცემი გასცემს სანებართვო მოწმობის დუბლიკატს და შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში.“;
,,თავი V. ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრა და გადახდის წესი
მუხლი 21. ნებართვის ფასის გადამხდელი
კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებელი ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებარვის მისაღებად იხდის ნებართვის გაცემის ფასს.
მუხლი 22. ნებართვის გაცემის ფასის გამოანგარიშების წესი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასი თითოეული კატეგორიების მიხედვით განისაზღვროს:
ა) M1 კატეგორიისათვის 120 ლარის ოდენობით;
ბ) M2 კატეგორიისათვის 240 ლარის ოდენობით;
გ) M3 კატეგორიისათვის 480 ლარის ოდენობით;
მუხლი 23. ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი და ვადები
1. ნებართვის გაცემის ფასის გადახდა ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოებს საბანკო დაწესებულებაში და მთლიანად ჩაირიცხება ნებართვის გამცემის მიერ, მითითებულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.
2. საბანკო მომსახურების ხარჯებს გადაიხდის ნებართვის მაძიებელი.
3. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია ნებართვის გაცემის ფასის გადახდისას დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი.“.
„დანართი 2
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M1, M 2 და M 3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობა
ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის
ნ ე ბ ა რ თ ვ ა N 0 0 0
სამარშრუტო ხაზის N---
ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორია ------
ნებართვის გაცემის თარიღი:_______________
ნებართვის მოქმედების ვადა:
20 წლის ________________დან
20 წლის ________________მდე
_________________________________________________________________________
ნებართვის მფლობელი (გადამზიდავი)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი
_________________________________________________________________________
ნებართვის გამცემი ხელმოწერა /სახელი, გვარი/ “.
4.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი N3-ის, ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის უწყებრივი სანებართვო რეესტრი (ჟურნალის ფორმა) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 3
|
|