„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 აპრილის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№59
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.112.016395
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №59

2018 წლის 30 ნოემბერი

ქ. ლანჩხუთი

 

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 აპრილის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 აპრილის №16 დადგენილების (ვებგვერდი 06/05/2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.112.016217) პირველი მუხლით დამტკიცებული დანართ N1-ში „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლის „ტ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) ნებართვის გამცემი – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი;“;

ბ) მე-2 მუხლისპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) ხელშეკრულება – დოკუმენტი, რომელიც ფორმდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერისა და კონკურსში გამარჯვებულს შორის და რომლითაც ზუსტდება მხარეთა გარკვეული უფლებები და მოვალეობები.“;

გ) მე -4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი 4. კონკურსის ორგანიზება

1. კონკურსის მიზანია ნებართვა გაიცეს ნებართვის იმ მაძიებელზე, რომელიც აკმაყოფილებს საკონკურსო პირობებს და შედეგების შეჯამების შედეგად მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას.

2. ნებართვის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ნებართვის გამცემი - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი.

3. კონკურსის ორგანიზატორია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი.

4. კონკურსის ჩატარების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს:

ა) ნებართვის სახეობა;

ბ) ნებართვის გამცემის დასახელება;

გ) ნებართვის მაძიებლის განცხადების მიღების დაწყებისა და დამთავრების თარიღი, დრო და ადგილი;

დ) კონკურსის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი;

ე) კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის ვადა;

ვ) ინფორმაცია მარშრუტების შესახებ;

ზ) მომსახურების განხორციელებისთვის აუცილებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მინიმალური რაოდენობა;

თ) ნებართვის გაცემის ფასი;

ი) განცხადების მიმღები პასუხისმგებელი პირის კოორდინატები;

კ) ყველა სხვა ინფორმაცია, რომელსაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ჩათვლის მიზანშეწონილად.

5. ინფორმაციას კონკურსის ჩატარების შესახებ მის ჩატარებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია აქვეყნებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.“;

დ) მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ქმნის კომისიას.“;

ე) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომისიის დებულებას და პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი.“;

ვ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ნებართვის გამცემის ხელთ არსებულ, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულ ნებისმიერ ინფორმაციას.“;

ზ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კონკურსში მონაწილეობაზე განცხადებები მიიღება კონკურსის ჩატარების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დადგენილ მისამართზე და ვადაში.“;

თ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ნებართვის მაძიებელმა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე წერილობითი განცხადება უნდა წარადგინოს განცხადების მიმღებ პასუხისმგებელ პირთან, რომელიც აწარმოებს განცხადებების მიღების რეესტრს და ნებართვის მაძიებელთაგან განცხადებების მიღების დამთავრებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში: განცხადებებს გადასცემს კომისიის მდივანს და აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს. განცხადება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 78-ე მუხლითა და წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის მოთხოვნებს.“;

ი) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ყველა სხვა დოკუმენტი, რომლებიც წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „კ“  ქვეპუნქტის შესაბამისად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით იქნება განსაზღვრული.“;

კ) მე -6 მუხლის მე -12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„12. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის პირობებით დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი განცხადება მარშრუტზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსი ითვლება ჩაშლილად. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ასეთ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ, რის თაობაზეც ინფორმაცია ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. განმეორებითი კონკურსი ჩატარდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, წინამდებარე წესის შესაბამისად.“;

ლ) მე-6 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია გადაავადოს განცხადების მიღების, კონკურსის ჩატარების ან/და გამარჯვებულის გამოვლენის თარიღი, რის შესახებაც ინფორმაცია ვრცელდება საჯაროდ.“;

მ) მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ნიშნავს განმეორებით კონკურსს იმ შემთხვევაში, თუ პირველი კონკურსის დროს არ მოხდება მარშრუტზე გამარჯვებულის გამოვლენა წინამდებარე წესის შესაბამისად.“;

ნ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. ნებართვის გაცემა

1. ნებართვა გაიცემა კონკურსში გამარჯვებულ ნებართვის მაძიებელზე, თითოეულ მარშრუტზე ცალ-ცალკე, კონკურსში გამარჯვებულებად გამოცხადების თაობაზე შესაბამისი კომისიის მიერ შემდგარი ოქმის საფუძველზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ბრძანებისა და ნებართვის გამცემსა და კონკურსში გამარჯვებულს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

2. კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ შესაბამისი კომისიის ოქმის საფუძველზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების მიღებიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებულს ან ამ მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად საქართველოში დაფუძნებულ საწარმოსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს შორის ფორმდება ხელშეკრულება.

3. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნებართვის მფლობელს გადაეცემა სანებართვო მოწმობა და იგი უფლებამოსილია განახორციელოს მომსახურება.

4. დადგენილ ვადაში საქართველოში საწარმოს არდაფუძნების, ხელშეკრულების გაუფორმებლობის ან ნებართვის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კონკურსში გამარჯვებულს არ მიეცემა ნებართვა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში კონკურსი ითვლება ჩაშლილად. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ასეთ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ, რის თაობაზეც ინფორმაცია ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. განმეორებითი კონკურსი ჩატარდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, წინამდებარე წესის შესაბამისად, არაუგვიანეს 6 თვის ვადაში.“;

ო) მე-17 მუხლისპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ნებართვის მფლობელის განცხადებით ან/და ნებართვის გამცემის ინიციატივით სანებართვო მოწმობების ჩანაწერებში ცვლილებების შეტანას ახორციელებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.“;

პ) 29- მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უწყებრივ სანებართვო რეესტრს აწარმოებს ნებართვის გამცემის მიერ განსაზღვრული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.

2. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს ნებართვის გაცემის, მისი გაუქმების ან/და დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები უწყებრივ სანებართვო რეესტრში შეაქვს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.“.

მუხლი 2
შევიდეს ცვლილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 აპრილის №16 დადგენილების (ვებგვერდი 06/05/2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.112.016217) მეორე მუხლით დამტკიცებული დანართ №2-ში „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობა“ და ჩამოყალიბდეს თანდართული დანართი №2-ის რედაქციით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე



დანართი №2

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობა
ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის

№ 0 0 0

 

სამარშრუტო ხაზის №---

 

ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორია ------

 

ნებართვის გაცემის თარიღი:_______________

 

ნებართვის მოქმედების ვადა:

20       წლის ________________დან

20       წლის ________________მდე

 

_________________________________________________________________________

ნებართვის მფლობელი (გადამზიდავი)

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი

_________________________________________________________________________

ნებართვის გამცემი                                   ხელმოწერა               /სახელი, გვარი/