1.
ნებართვის გაცემის ფასი გადაიხდევინება ყოველკვარტალურად, წინამდებარე წესის 22-ე მუხლის შესაბამისად, კვარტლის ბოლო თვის  25 რიცხვამდე.
2.
ნებართვის გაცემის ფასის ამ მუხლში მითითებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაუხდელი თანხის  0.1 %–ს ოდენობით.
3.
ნებართვის გაცემის ფასის/პირგასამტეხლოს გადახდა ნებართვის მფლობელის  მიერ წარმოებს საბანკო დაწესებულებაში და მთლიანად ჩაირიცხება ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.
4.
საბანკო მომსახურების ხარჯებს გადაიხდის ნებართვის მფლობელი.
5.
ნებართვის ფასი სრულად გადაიხდევინება, მიუხედავად იმისა, საანგარიშო კვარტლის განმავლობაში ნებართვის მფლობელმა განახორციელა თუ არა მომსახურება