1. ნებართვის გაცემის ფასი გადაიხდევინება ყოველთვიურად, წინამდებარე წესის 24-ე მუხლის შესაბამისად, გადახდის თვის 25 რიცხვიდან 30 რიცხვამდე პერიოდში.

2. ნებართვის გაცემის ფასის ამ მუხლში მითითებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაუხდელი თანხის 0.01%-ის ოდენობით.

3. ნებართვის გაცემის ფასის/პირგასამტეხლოს გადახდა ნებართვის მფლობელის მიერ წარმოებს საბანკო დაწესებულებაში და მთლიანად ჩაირიცხება ნებართვის გამცემის მიერ მითითებული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.

4. საბანკო მომსახურების ხარჯებს გადაიხდის ნებართვის მფლობელი.

5. ნებართვის ფასი სრულად გადაიხდევინება, მიუხედავად იმისა, საანგარიშო თვის განმავლობაში ნებართვის მფლობელმა განახორციელა თუ არა მომსახურება