1. ნებართვის გამცემი ვალდებულია კონკურსში გამარჯვებულის  მიერ წინამდებარე წესით  დადგენილი ყველა პირობის შესრულების შემთხვევაში გასცეს შესაბამისი სანებართვო მოწმობა.

2. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, 1 (ერთი) წლის ვადით. ნებართვა ძალაშია მის გაუქმებამდე.

3. ნებართვის მაძიებელს შეუძლია განახორციელოს ნებართვით გათვალისწინებული ქმედება მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმებისა და სანებართვო მოწმობის მიღების შემდეგ.

4. ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მოწმობის აღდგენამდე განახორციელოს სანებართვო ქმედება შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზ