1. კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება თითოეულ ლოტზე.
2. კომისიის გადაწყვეტილება კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ აისახება ოქმში, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა წერილობითი შეფასებები.
3. ხმის მიცემა წარმოებს ღია კენჭისყრის ფორმით. ხმის მიცემა წარმომადგენლის მეშვეობით დაუშვებელია.
4. კომისიის წევრს უფლება არ აქვს თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან ან ხმა მისცეს იმ საკითხს, რომლის განხილვაშიც არ იღებდა მონაწილეობას.
5. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა. კომისიის თითოეულ წევრს აქვს მხოლოდ ერთი ხმის უფლება. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის (სხდომის თავმჯდომარის) ხმა.
6. ოქმში უნდა მიეთითოს:
ა) კომისიის დასახელება;
ბ) სხდომის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი;
გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა;
დ) სხდომაში მონაწილე სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ცალკეული დარგის ექსპერტების/სპეციალისტების ან/და სხვა მოწვეული, აგრეთვე დაინტერესებული პირების ვინაობა (მათი არსებობის შემთხვევაში);
ე) განხილვის საგანი;
ვ) სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ცალკეული დარგის ექსპერტების/სპეციალისტების ან/და სხვა მოწვეული, აგრეთვე დაინტერესებული პირების ახსნა-განმარტებების აღწერა;
ზ) კენჭისყრის შედეგები;
თ) მიღებული გადაწყვეტილება.
7. კომისიის ოქმი კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ ცხადდება საჯაროდ.
8. კონკურსში გამარჯვებულს, ნებართვის მიღებამდე, უფლება არა აქვს განახორციელოს აღნიშნული საქმიანობა.
9. კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ყველა სადავო საკითხი რეგულირდება საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად.
10. კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი