1.   კონკურსის ყველა მონაწილე სარგებლობს თანაბარი უფლებით და აღჭურვილია ერთნაირი მოვალეობებით.

2.   კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ პირს ეძლევა უფლება, წინასწარ გაეცნოს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას.

3.   კონკურსში მონაწილეობაზე განცხადება მიიღება დადგენილ მისამართზე და ვადაში.

4.   ნებართვის მაძიებელმა წერილობითი განცხადება უნდა წარადგინოს თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის მერის სახელზე, რომელიც დაუყოვნებლივ წარედგინება საკონკურსო კომისიას. განცხადება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78–ე მუხლით და ამ მუხლის მე–5 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

5.   განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა)   იურიდიული პირისთვის – სათანადო წესით გაფორმებული პარტნიორთა თანხმობა კონკურსში მონაწილეობის თაობაზე, სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი და წესდების დამოწმებული ასლი, განცხადების წარმომდგენი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და ინდეტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ინდივიდუალური მეწარმისთვის – ამონაწერი სახელმწიფო რეესტრიდან და იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლები;

ბ)   ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იმის თაობაზე, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;

გ)   ცნობა სასამართლოდან იმის თაობაზე, რომ ნებართვის მაძიებელის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება;

დ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;

ე)   საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ ნებართვის მაძიებელს არ აქვს საერთო სახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი საგადასახადო დავალიანება;

ვ)   დოკუმენტაცია ლოტზე განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკურ/საექსპლუატაციო თვისებების და სხვა მაჩვენებელთა შესახებ, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი ფორმით როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული ვერსიით და მასში ასახული უნდა იყოს:

ვ.ა)    მგზავრთა გადაყვანის განსახორციელებლად აუცილებელი ავტობუსების კატეგორია, მარკა, მოდელი, რაოდენობა, მგზავრთა სალონის და მასში ასასვლელ-ჩასავლელი კარის და კარის ღიობის საგდულების რაოდენობა, კარის ღიობის სიგანე და სიმაღლე; თითოეული ავტობუსის გამოშვების წელი და შესაბამისობა სტანდარტებთან: ავტობუსის გამოყენების ეფექტურობის, უსაფრთოების, მოხერხებულობის და კომფორტულობის დამახასიათებელი თვისებები და პარამეტრები.

ვ.ბ)   ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში ან იჯარით/ლიზინგით, ან სარგებლობის სხვა ფორმით სარგებლობის ხელშეკრულებით აღებული ავტობუსების საკონკურსო პირობების შესრულების ვადაში მის სარგებლობაში გადასვლაზე გაფორმებული ოფიციალურად დამოწმებული წინასწარი შეთანხმება ავტობუსების მწარმოებელთან ან ოფიციალურ გაყიდვების აგენტთან ან ნებისმიერ სხვა პირთან ამ უკანასკნელის საკუთრებაში ავტობუსის არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად;

ვ.გ)   საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ავტობუსებით მომსახურების განხორციელების დაწყების გრაფიკი;

ვ.დ)  მომსახურების მენეჯმენტის სისტემის ორგანიზაციულ ტექნიკური სტრუქტურის დახასიათება;

ზ)  საბანკო გარანტია კონკურსში მონაწილეობისთვის;

თ)  ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ კონკურსის მონაწილე მოქმედებს ნებართვის მაძიებლის სახელით;

ი) ნებართვის მაძიებლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტექნიკური და ექსპლუატაციის სამსახურების ხელმძღვანელების შესაბამისი კვალიფიკაციის და სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტები (დიპლომი, სერტიფიკატი, ამონაწერი შრომითი სტაჟის შესახებ).

6.   თუ ნებართვის მაძიებელი უცხოელი ან უცხოური კომპანიაა, ამ მუხლის მე–5  პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი ცნობები გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოთა მიერ. ამასთან, ნებართვის გამცემს ცნობები უნდა წარედგინოს აპოსტილით სათანადოდ დამოწმებული ან ლეგალიზებული სახით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

7.დოკუმენტები (განცხადების გარდა) წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული კონვერტით იმგვარად, რომ დოკუმენტების ნახვა ლუქის დაზიანების გარეშე შეუძლებელი იყოს. კომისია არ მიიღებს დაულუქავი კონვერტით წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მას მაშინვე უკან დაუბრუნებს წარმომდგენს.

8.   ნებართვის მაძიებელი განცხადებას წარადგენს მისთვის სასურველ ერთ ან მეტ ლოტზე. გამარჯვებული თითოეულ ლოტზე ცალ–ცალკე გამოვლინდება.

9.   ნებართვის მაძიებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს კონკურსში ერთზე მეტ ლოტზე, საბანკო გარანტია კონკურსში მონაწილეობისთვის უნდა წარმოადგინოს თითოეული ლოტისთვის ცალ–ცალკე.

10.    ნებართვის მაძიებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს მის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე მოთხოვნილი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ასევე, გაასწოროს წარმოდგენილ განცხადებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომებ