1. კონკურსის ყველა მონაწილე სარგებლობს თანაბარი უფლებით.
2. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ნებართვის გამცემის ხელთ არსებულ, საქართველოს ნორმატიული აქტებით დაშვებულ ნებისმიერ ინფორმაციას.
3. კონკურსში მონაწილეობაზე განცხადებები მიიღება კონკურსის ჩატარების შესახებ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიღებულ აქტში მითითებულ მისამართზე და ვადებში.
4. ნებართვის მაძიებელმა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით წერილობითი განცხადება უნდა წარადგინოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის სახელზე, რომელიც დაუყონებლივ წარედგინება კომისიას. განცხადება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლითა და წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის მოთხოვნებს.
5. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის – პარტნიორების თანხმობა კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე, განცხადების წარმოდგენის დღემდე არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში განახლებული ამონაწერი სახელმწიფო რეესტრიდან და წესდების დამოწმებული ასლი, განცხადების წარმომდგენი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ინდივიდუალური მეწარმისათვის – სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი და იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლები; საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;
ბ) ცნობა სასამართლოდან იმის თაობაზე, რომ ნებართვის მაძიებლის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება;
გ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
დ) ნებართვის მაძიებლისათვის საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი საგადასახადო დავალიანების შესახებ;
ე) დოკუმენტაცია ლოტის ფარგლებში სამარშრუტო ხაზზე/ხაზებზე განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკურ-საექსპლუატაციო და სხვა მაჩვენებლების შესახებ, რომელიც წარდგენილი უნდა იყოს ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი ფორმით, როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსიით და მასში ასახული უნდა იყოს:
ე.ა) მგზავრთა გადაყვანის განსახორციელებლად აუცილებელი ავტობუსების ჩამონათვალი (რაოდენობა, კატეგორია, მარკა, მოდელი, ტევადობა); ამასთან მითითებული უნდა იყოს თითოეული ავტობუსის გამოშვების წელი, EURO სტანდარტთან შესაბამისობა და კონდიცირების სისტემის არსებობა;
ე.ბ) ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში/სარგებლობაში ავტობუსების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში/სარგებლობაში ავტობუსების მომავალში გადასვლაზე გაფორმებული ოფიციალურად დამოწმებული წინასწარი შეთანხმება ავტობუსების მწარმოებელთან ან ოფიციალურ გაყიდვების აგენტთან ან ნებისმიერ სხვა პირთან ამ უკანასკნელის საკუთრებაში ავტობუსის არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად;
ე.გ) საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ავტობუსებით მომსახურების განხორციელების დაწყების და დასრულების გრაფიკი;
ვ) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ კონკურსის მონაწილე მოქმედებს ნებართვის მაძიებლის სახელით;
ზ) ყველა სხვა დოკუმენტი, რომლებიც წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს სამართლებრივი აქტით იქნება განსაზღვრული;
თ) თუ ნებართვის მაძიებელი უცხოური კომპანიაა ან უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ამ მუხლის მე–5 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული ცნობები გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოების მიერ, ამასთან მითითებული ცნობები ნებართვის გამცემს უნდა წარედგინოს სათანადო წესით აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული სახით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.
ი) იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ნებართვის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული არ აქვს შესაბამის სანებართვო სფეროში საქმიანობის უფლება.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტები, განცხადების გარდა, წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული კონვერტით იმდაგვარად, რომ დოკუმენტების ნახვა ლუქის დაზიანების გარეშე იყოს შეუძლებელი. კომისია არ ჩაიბარებს დაულუქავი კონვერტით წარდგენილ დოკუმენტაციას და მას წარდგენისთანავე უკან დაუბრუნებს წარმომდგენს.
7. დაუშვებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოკუმენტების მიწოდება საფოსტო გზავნილის სახით. საფოსტო გზავნილის სახით მიღებული განცხადება კომისიის მიერ არ განიხილება და გამომგზავნს უბრუნდება გზავნილზე მითითებულ მისამართზე გაუხსნელად.
8. კომისია განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ნებართვის მაძიებლის განცხადების შესაბამისობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან და ამ მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებთან მიმართებაში და მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად.
9. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისიის მიერ მითითებულ ვადაში წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტი ან მიაწოდოს კომისიას მოთხოვნილი ინფორმაცია, ასევე მოახდინოს წარდგენილ განცხადებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომების გასწორება.
10. მონაწილეს უფლება აქვს წერილობითი ფორმით უარი განაცხადოს კონკურსში მონაწილეობაზე, განცხადებების მიღებისათვის ნებართვის გამცემის მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე ნებისმიერ დროს.
11. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის პირობებით დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი განცხადება ლოტზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსი ითვლება ჩაშლილად. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ, რის თაობაზეც ინფორმაცია ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, აგრეთვე ვრცელდება ინტერნეტის ქსელით. განმეორებითი კონკურსი ჩატარდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, წინამდებარე წესის შესაბამისად.
12. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია გადაავადოს განცხადების მიღების, კონკურსის ჩატარების ან/და გამარჯვებულის გამოვლენის თარიღი, რის შესახებაც ინფორმაცია ვრცელდება საჯარო