1.   თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის ტერიტორიასა და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3  კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესი (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი–თბილისის მარშრუტზე M2 და M3  კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანაზე ნებართვის მაძიებელთათვის კონკურსის ჩატარების, მასში მონაწილეობის, გამარჯვებულის გამოვლენის, გადაყვანებზე ნებართვის გაცემის  პირობებს, ნებართვის მოქმედების ვადას, ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესს.

2.   წესი შემუშავებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ასევე საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისა