1. გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ნებართვის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი m2 და/ან m3 კატეგორიის ავტობუსების მონაცემების და დოკუმენტაციის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შედარებით(შეფასებით), შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა) ავტობუსის ტექნიკური მონაცემები;
ბ) საკუთრებაში ან იჯარით/ლიზინგით გამოსყიდვის უფლებით ან, სარგებლობის სხვა ფორმით სარგებლობაში აღებული ხელშეკრულების საფუძველზე არსებული ავტობუსების რაოდენობა;
გ) სამგზავრო გადაყვანების მომსახურების მენეჯმენტი;
დ) შემოთავაზებული მგზავრობის ფასი (არსებული მგზავრობის ღირებულების შენარჩუნების თანხმობა ან მასზე ნაკლები ფასის დასაბუთებული შესაძლებლობა).
2. საერთო შეფასებაში თითოეულ კრიტერიუმს აქვს თავისი ქულა და ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი (დანართი №2).
3. გამარჯვებულად ითვლება ის ნებართვის მაძიებელი, რომელიც შეფასების შედეგად მიიღებს ყველაზე მაღალ საბოლოო ქულათა ჯამ