1.ადგილობრივი საქალაქო რეგულარული გადაყვანა ხორციელდება მხოლოდ ნებართვის საფუძველზე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულ იურიდიულ ან ფიზიკურ პირთა ან/და ინდივიდუალური მეწარმეების მიერ. ნებართვა გაიცემა თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის მერიის მიერ კონკურსის შედეგების საფუძველზე, თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ ლოტებზე.

2.ნებართვის გარეშე სამგზავრო გადაყვანის განხორციელება გამოიწვევს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3.   ერთ ლოტზე გაიცემა ერთი ნებართვა.

4. ნებართვის გაცემის ფასის შეცვლა (ნებართვის ამოქმედებიდან  3 (სამი) წლის გასვლის შემდეგ  დაიშვება მხოლოდ თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის საკრებულოს გადაწყვეტილებით, გარდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ფორსმაჟორის გამო (გარდა გაფიცვა –ლოკაუტისა)  მომსახურების გახორციელების შეუსრულებლობის  შემთხვევისა .

5. ნებართვა გაიცემა კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებელის გამარჯვებულად გამოცხადების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების, ასევე ნებართვის გამცემსა და გამარჯვებულს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

6.   თუ გამარჯვებული უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან უცხოელია, მაშინ მან ხელშეკრულების გაფორმებამდე თავისი 100%–იანი წილით საქართველოში უნდა დააფუძნოს საწარმო, რომელზეც გაიცემა ნებართვა.

7.კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 14 (თოთხმეტი) სამუშაო დღის ვადაში გამარჯვებულსა და ნებართვის გამცემს შორის ფორმდება ხელშეკრულება

8. სახელშეკრულებო პირობებს განსახღვრავს და ხელშეკრულების პროექტს აქვეყნებს წინასწარ კონკურსის გამოცხადებისას. თვითმმართველი ქალაქი - რუსთავის მერია.

9. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნებართვის მფლობელს გადაეცემა სანებართვო მოწმობა და იგი უფლებამოსილი ხდება განახორციელოს მომსახურება.

10. დადგენილ ვადაში საქართველოში საწარმოს არდაფუძნების, ხელშეკრულების გაუფორმებლობის ან ნებართვის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კონკურსის გამარჯვებულს ნებართვა არ მიეცემა.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თვითმმართველი ქალაქი - რუსთავის მერია ღებულობს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების თაობაზე, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და ინტერნეტით. განმეორებითი კონკურსი ჩატარდება იმავე წესით არა უგვიანეს ექვსი თვის ვადაშ