1.   ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნებართვის მოქმედების მთელ ვადაში უზრუნველყოს მომსახურების გაწევა დადგენილი მარშრუტებით და დადგენილი რაოდენობის ავტობუსებით;

ბ) მარშრუტის შეცვლის (სქემის შეცვლა, მარშრუტის გაუქმება ან დამატება) შემთხვევაში, თუ ეს არ იწვევს ავტობუსების საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული საერთო რაოდენობის გაზრდას, ცვლილების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის ძალაში შესვლის დღიდან უზრუნველყოს მომსახურების განხორციელება შეცვლილი მარშრუტების შესაბამისად;

გ) მარშრუტებისთვის დადგენილი ავტობუსების საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს ცვლილების შესახებ მიღებული აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, ხოლო მარშრუტების შეცვლის გარეშე მარშრუტებისთვის დადგენილი ავტობუსების საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული რაოდენობის შემცირების შემთხვევაში, მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს ცვლილების შესახებ გამოცემული აქტის -   ძალაში შესვლის დღიდან;

დ) კონკურსის გამარჯვებულის გამოცხადების და მე–12 მუხლის მე–10 პუნქტის შესრულების დღიდან, საკონკურსო განაცხადით წარმოდგენილი გრაფიკით, მაგრამ არაუგვიანეს 2 თვის განმავლობაში, მომსახურების განხორციელება დაიწყოს და ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში განაგრძოს მხოლოდ მისი საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ტექნიკური მონაცემების ავტობუსებით; საკონკურსო განცხადებით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის შენარჩუნების მიზნით, აუცილებლობის შემთხვევაში შეცვალოს ავტობუსი, მისი კატეგორიის, სახეობის, სტანდარტების, ხნოვანობის, ამ წესის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ტექნიკური მონაცემების შეუცვლელად და ეს ცვლილებები დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გამცემს.

ე) ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში საკუთრებაში ან იჯარით/ლიზინგით ან სარგებლობის სხვა ფორმის  ხელშეკრულების საფუძველზე  იყოლიოს  ლოტისთვის  განსაზღვრული ყოველდღიურად მომუშავე ავტობუსების  რაოდენობა.

ვ) დაკისრებული ვალდებულების სრულყოფილად შესრულების მიზნით, ნებართვის მფლობელს უფლება აქვს: გააფორმოს სათანადო ხელშეკრულებები გადამზიდავებთან (გადამხდელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებთან), რომლებიც დამოუკიდებლად აწარმოებენ ანგარიშსწორებას როგორც ნებრთვის მფლობელთან, ასევევ ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ზ) მომსახურების განხორციელებისას ავტობუსების შენახვა–ექსპლუატაციის წესების, უსაფრთხოების ტექნიკის და გარემოს დაცვის მოთხოვნების შესრულების მიზნით უზრუნველყოს მოქმედი სპეციალური საკანონმდებლო აქტების მოთხოვნების დაცვა;

თ)  უზრუნველყოს ხაზზე გაშვებული თითოეული ავტობუსის ტექნიკური გამართულობა და ნორმალური სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა; დაიცვას ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსების ექსპლუატაციის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ნორმები და მოთხოვნები.

ი) ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ხაზზე ავტობუსის სამუშოდ გაშვებისთვის საჭირო პროცედურების შესასრულებლად, სათანადო დოკუმენტაციის გასაცემად და წინასარეისო ტექნიკური დათვალიერებისა და მომსახურების ჩასატარებლად   სარგებლობაში იქონიოს მინიმუმ ერთი საავტობუსე პარკი;

კ)  დაიცვას მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვისთვის საქართველოს საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები;

ლ) სამუშაოზე მუშაკთა მიღებისას დაიცვას პროფესიული შესატყვისობის მოთხოვნები და დაასაქმოს კონკურსში მის გამარჯვებამდე მარშრუტზე მომუშავე მძღოლები და მხოლოდ ვაკანტური ადგილების არსებობის შემთხვევაში შესთავაზოს დასაქმება სხვა პირებს კვალიფიკაციის შესაბამისად.

მ) უზრუნველყოს მომსახურების განმახორციელებელი ყველა მძღოლის პირადი ჰიგიენის და ჩაცმულობის შესაბამისობა ნორმებთან;

ნ)   არ დაუშვას უშუალოდ მარშრუტზე მოძრაობისას მძღოლის მიერ თამბაქოს მოხმარება;

ო)  აანაზღაუროს მომსახურებისას მგზავრისთვის მიყენებული ზიანი გარდა იმ შემთხვევისა, როცა ზიანი გამოწვეულია მგზავრის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით;

პ) უზრუნველყოს მარშრუტზე მომუშავე ავტობუსების აღჭურვა დადგენილი ნიმუშების სვლაგეზის მაჩვენებელი ფირნიშნებით (ელექტრო–ტაბლოებით), მგზავრობის ფასის გადახდის თანამედროვე სალარო-აპარატით, ავტობუსში მგზავრისთვის თვალსაჩინო ადგილას განათავსოს  ტაბლო, სადაც აღნიშნული იქნება მძღოლის სახელი, გვარი, ფოტო–სურათი, ნებართვის მფლობელის დასახელება, ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრები და მგზავრობის ფასი;

ჟ)აწარმოოს ავტობუსების მუშაობის მაჩვენებელი პარამეტრების ყოველდღიური აღრიცხვა–ანალიზი და რეგულირება;

რ)  უზრუნველყოს მარშრუტის მუშაობის დაწყება–დამთავრების დროისა და ინტერვალის დაცვა;

ს)   დაიცვას საწყის და ბოლო გაჩერებებზე ავტობუსების დგომის წესები, სანიტარულ–ჰიგიენური ნორმები,  ნებართვის გამცემთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განათავსოს მძღოლთა დასვენების, კვებისა და  ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის  პუნქტები;

ტ)  უზრუნველყოს მარშრუტის მუშაობის დაწყება–დამთავრების დროისა და ინტერვალის დაცვა;

უ)  არ დაუშვას ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის მიერ დადგენილ მგზავრტევადობაზე მეტი მგზავრის გადაყვანა;

ფ) გასწიოს მომსახურება დადგენილი ტარიფის (თუ რეგულირებადი ეკონომიკური სფეროა) ან მის მიერ განსაზღვრული მგზავრობის ფასის (თუ ეს არ არის რეგულირებადი ეკონომიკური სფერო) შესაბამისად;

ქ)   მომსახურების დაწყებამდე ნებართვის გამცემს მიაწოდოს ინფორმაცია მგზავრობის ფასის შესახებ. შემდგომში ფასის შეცვლის უფლება ნებართვის მფლობელს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ მინიმუმ ერთი თვით ადრე აცნობებს ამის თაობაზე ნებართვის გამცემს;

ღ) შეასრულოს საკონკურსო პირობებით აღებული ვალდებულება, კერძოდ, შეინარჩუნოს ხელშეკრულების გაფორმებისას საბაზრო პირობებით განსაზღვრულ ლოტზე მგზავრთა გადაყვანის ფასი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა  მგზავრობის ღირებულების შეცვლა განპირობებულია ფასზე მოქმედი ფაქტორების მნიშვნელოვანი ცვლილებით.

ყ) აწარმოოს მგზავრთა საჩივრების აღრიცხვა, მოაწყოს ცხელი ხაზი;

შ)   ავტობუსზე რეკლამა განათავსოს კანონით დადგენილი წესით;

ჩ)   გადაიხადოს ნებართვის გაცემის ფასი;

ც)  მძღოლების ან სხვა ტექნიკური პერსონალის გაფიცვის, ადმინისტრაციის ლოკაუტის შემთხვევაში არ დაუშვას მომსახურების სრული შეწყვეტა რომელიმე მარშრუტზე 3 (სამი) კალენდარულ დღეზე მეტ ხანს.  ამასთან, ნებართვის გამცემს,გონივრულ  ვადაში, წინასწარ წერილობით ატყობინებს მოსალოდნელი გაფიცვის ან ლოკაუტის თაობაზე;

ძ) მოთხოვნა ნებართვის გაუქმების შესახებ ნებართვის გამცემს წარუდგინოს მინიმუმ 12  კვირით ადრე;

წ)  არ დაუშვას ნებართვის რაიმე ფორმით სხვა პირზე გადაცემა, თუკი არ არსებობს ნებართვის გამცემის წინასწარი წერილობითი თანხმობა და მის მიერვე დადგენილი პირობები;

ჭ) ყველანაირად შეუწყოს ხელი მუშაობაში უფლებამოსილ შემმოწმებელს: წარუდგინოს საჭირო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გამცემს მის ქონებაზე ან ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის წილზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) წარმოშობის შესახებ, აგრეთვე ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ;

ხ) სრულად და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

2. ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია:

ა)   ფორს–მაჟორის ან სხვა შემთხვევაში, როცა შეუძლებელია მარშრუტის დაცვა, ნებართვის გამცემის თანხმობით და მის მიერ დადგენილი სქემით, დროებით შეცვალოს მუშაობის რეჟიმი, მოძრაობის განრიგი ან გზის გარკვეულ მონაკვეთზე შეცვალოს დადგენილი მარშრუტი. თუ ნებართვის გამცემის თანხმობის მიღება შეუძლებელია, მომსახურებაში განხორციელებული ცვლილების შესახებ ნებართვის გამცემს აცნობოს დაუყოვნებლივ;

ბ)   ნებართვის გამცემს წარუდგინოს წინადადებები ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის უკეთ ორგანიზების საკითხებზე.

3.   ნებართვის გამცემი ვალდებულია:

ა)   დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით გასცეს ნებართვა, შეიტანოს მასში ცვლილება ან გააუქმოს;

ბ)   აწარმოოს უწყებრივი რეესტრი;

გ)   გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოაქვეყნოს ინფორმაცია ნებართვის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ;

დ) დადგენილი წესის მიხედვით შეინახოს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია;

ე)  კანონით და ამ წესის შესაბამისად გააკონტროლოს ნებართვის  მფლობელის მიერ სახელშეკრულებო და სანებართვო პირობების შესრულება და მიიღოს საჭირო ზომები;

ვ) ფორსმაჟორულ სიტუაციებში (მარშრუტზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუარესება, მგზავრთა ნაკადის მნიშვნელოვანი შემცირება ან გაზრდა და ა.შ.) ნებართვის მფლობელის შეტყობინების საფუძველზე განიხილოს საკითხი, მიიღოს საჭირო გადაწყვეტილება (თანხმობა მარშრუტის დროებით შეცვლაზე, ავტობუსების ოდენობის დროებით შეცვლაზე. ავტობუსების ოდენობის დროებით შემცირებაზე და სხვა) და გასცეს თანხმობა კონკრეტულ საჭიროებაზე;

ზ) განსაზღვროს საჭირო ავტობუსების მინიმალური რაოდენობა, რომლითაც ნებართვის მფლობელს ექნება მომსახურების განხორციელების საშუალება ნებართვის მოქმედების მთელ ვადაშ