1. კომისია განცხადების წარდგენიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ნებართვის მაძიებლის განცხადების შესაბამისობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან და ამ მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებაში მოქმედებს ამავე კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად.

2. მონაწილეს უფლება აქვს წერილობითი ფორმით უარი განაცხადოს კონკურსში მონაწილეობაზე, განცხადებების მიღებისთვის ნებართვის გამცემის მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე ნებისმიერ დროს. ასეთ შემთხვევაში მას დაუბრუნდება წარმოდგენილი საბანკო გარანტია კონკურსში მონაწილეობისთვი