1.  თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის საკრებულოს მიერ დადგენილი ნებართვის გაცემის ფასი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოძრავი ავტობუსებისათვის შეადგენს 30(ოცდაათი) ლარს, ხოლო რუსთავ-თბილისის მარშრუტზე მოძრავი  ავტობუსებისთვის – 50(ორმოცდაათი) ლარს.

2.  ნებართვის გაცემის ფასი გამოიანგარიშება ყოველთვიურად მთლიანი ლოტისთვის განსაზღვრული მარშრუტებისთვის დადგენილი ყოველდღიურად მომუშავე ავტობუსების მაქსიმალური რაოდენობის გადამრავლებით ნებართვის გაცემის ფასის განაკვეთზე.

3. ნებართვის გაცემის ფასი გადაიხდევინება ყოველთვიურად, მიმდინარე თვის 10 რიცხვამდე.

4.  მარშრუტებზე დადგენილი ავტობუსების რაოდენობის შემცირების შემთხვევაში შემცირებული ფასი იხდება ცვლილების განხორციელების მომდევნო კალენდარული თვიდან.

5. მარშრუტებზე დადგენილი ავტობუსების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში ახალი ფასი გადაიხდევინება ცვლილების განხორციელების თვეზეც სრულად, მიუხედავად ცვლილების კონკრეტული დღისა. ამასთან, სხვაობა ძველსა და ახალ ფასებს შორის გადაიხდება მომდევნო თვეში.

6. ნებართვის გაცემის ფასის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში ნებართვის მფლობელს დაეკისრება პირსაგამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაუხდელი თანხის 0,1%–ის ოდენობით.

7.პირსაგამტეხლო გადაიხდება საბანკო დაწესებულებაში და მთლიანად ჩაირიცხება ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ ანგარიშზე (თვითმმართველი ქალაქი - რუსთავის ბიუჯეტი). საბანკო მომსახურების ხარჯებს იხდის ნებართვის მფლობელი.

8.  ნებართვის ფასი იხდება სრულად, იმის მიუხედავად საანგარიშო თვის განმავლობაში ფაქტობრივად განახორციელა თუ არა მომსახურება ნებართვის მფლობელმ