1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ნებართვის გამცემი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. იგი უფლებამოსილია კალენდარული წლის ნებისმიერ დროს შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.

2. ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის.

3.თუ გონივრულ ვადაშიც არ განხორციელდა სანებართვო პირობების შესრულება, ნებართვის გამცემი ღებულობს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ. სანებართვო პირობების შეუსრულებლობის გამო,ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობის საკითხები შესაძლებელია დაზუსტდეს ხელშეკრულებაში. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებაში ნებართვის გამცემმა უნდა დაასაბუთოს ამ ფორმის გამოყენების აუცილებლობა.

4.  ნებართვა შეიძლება ვადის გასვლამდე გაუქმდეს:

ა)  ნებართვის მფლობელის მოთხოვნით;

ბ)  ნებართვის მფლობელის გარდაცვალების (ლიკვიდაციის), დადგენილი წესით პირის გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან ქმედუუნაროდ მისი ცნობის შემთხვევაში (გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისისა);

გ)   ნებართვის მფლობელის მიერ  ქ. რუსთავის თვითმმართველობასთან გაფორმებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო ორი ან მეტი პირობის ერთდროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში;

დ)  საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

ე)   ნებართვის სხვა პირზე გადაცემის შემთხვევაში;

ვ) სპეციალური მმართველის საქმიანობის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში.

5.  ნებართვის გადაცემა სხვა პირზე შესაძლებელია მხოლოდ ნებართვის გამცემთან წინასწარი შეთანხმებით, მის მიერ დადგენილი დამატებითი პირობებით ან უამისოდ.

6.  ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში   ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

7.  ნებართვის გაუქმება ფორმდება მისი გამცემის მიერ და ეცნობება ნებართვის მფლობელს

8. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან სამი დღის ვადაში სანებართვო მოწმობა ნებართვის გამცემს უბრუნდება უკან. დადგენილ ვადაში მოწმობის ჩაუბარებლობის გამო მისი მფლობელი პასუხს აგებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ნებართვის გაუქმების მიუხედავად აგრძელებს უნებართვო საქმიანობა