1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ნებართვა შეიძლება ვადის გასვლამდე გაუქმებულ იქნეს:
ა) ნებართვის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში;
ბ) ნებართვის მფლობელის გარდაცვალების, დადგენილი წესით გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული ცნობის შემთხვევაში, გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისისა;
გ) ნებართვის მფლობელისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის ან შეწყვეტის (გაუქმების) შემთხვევაში;
დ) თუ ნებართვის მფლობელი აღარ არის იმ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე, რომელზეც გაიცა ნებართვა;
ე) სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის;
ვ) საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;
ზ) თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე გააუქმებს ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მის თანხმობას იმავე წესით, რითაც თანხმობას აცხადებს;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
3. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ნებართვის გაუქმება ფორმდება მისი გამცემის მიერ, რაც ეცნობება ნებართვის მფლობელ