1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი ან მის მიერ განსაზღვრული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად.

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1354 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით, კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმებ