1. ნებართვა გაიცემა ნებართვის მაძიებელზე ელექტრონული ფორმით.
2. ნებართვა გაიცემა ნებართვის მაძიებლის საკუთარი მომხმარებლის პირად მუნიციპალურ სივრცეში რეგისტრაციისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდისთანავე დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
3. გაცემული ნებართვების ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას, განახლებას და დამუშავებას უზრუნველყოფს ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ (ს/ნ 405026877).
4. ერთიან საინფორმაციო ბაზაში შეიტანება შემდეგი ინფორმაცია:
ა) მონაცემები ნებართვის მფლობელის შესახებ – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) იმ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი, რომელზეც გაცემულია ნებართვა;
გ) სანებართვო მოწმობის ნომერი, გაცემის თარიღი, მოქმედების ვადა და სტატუსი;
დ) ნებართვის სახე;
ე) ნებართვის მფლობელის მიმართ შედგენილ საჯარიმო ქვითარში არსებული ინფორმაცია, მათ შორის, დარღვევის არსის მითითებით.
5. ერთიან საინფორმაციო ბაზაში ნებართვის შესახებ ან/და სანებართვო პირობების დარღვევისთვის ნებართვის მფლობელისთვის შედგენილი საჯარიმო ქვითრის შესახებ ინფორმაციები უნდა აისახოს დაუყონებლი