1. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით –

ტაქსით (M1 კატეგორია) მომსახურების განსახორციელებლად აუცილებელია ნებართვის მიღება  ამ  წესის შესაბამისად.

2. ნებართვა გაიცემა პირზე.

3. ნებართვის მისაღებად ელექტრონული განცხადება უნდა შეივსოს ელექტრონულ მისამართზე: www.taxi.tbilisi.gov.ge.

4. ნებართვის მაძიებელი ელექტრონული განცხადების შევსებისას ელექტრონულ მისამართზე გაივლის შემდეგ პროცედურას:

ა) სისტემაში მოცემული სარეგისტრაციო ფორმის შევსების საფუძველზე ნებართვის მაძიებელი ქმნის მომხმარებლის პირად მუნიციპალურ სივრცეს, რომელშიც ავტორიზაციას გადის მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით

ბ) ავტორიზაციის შემდეგ (ერთჯერადად) სისტემა, ნებართვის მაძიებელს სთავაზობს წესებს და პირობებს მომხმარებლის პირადი მუნიციპალური სივრცის მართვასთან დაკავშირებით, რომელსაც ნებართვის მაძიებელი საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის/საქართველოში მცხოვრები უცხოელის მუდმივი/დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობით კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, რა დროსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზიდან აისახება პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და გააქტიურდება მომხმარებლის პირადი მუნიციპალური სივრცე;

გ) ნებართვის მაძიებელი საკუთარი მომხმარებლის პირად მუნიციპალურ სივრცეში შესაბამისი ფორმის გამოყენებით უთითებს პირად ან ორგანიზაციის კუთვნილ სასურველი ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერს, რის შემდეგაც ნებართვის გამცემი აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (არსებობის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკა, ტიპი, მოდელი, გამოშვების წელი, ფერი, საწვავის ტიპი ან  ენერგიის წყარო, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი და დასაჯდომი ადგილების რაოდენობა  მძღოლის ადგილის ჩათვლით და სატრანსპორტო საშუალების მასასთან დაკავშირებული მონაცემები) და ნებართვის მაძიებლის მართვის მოწმობის შესახებ (მოქმედების ვადის მქონე მართვის მოწმობა და მართვის მოწმობის შესაბამისად კატეგორიის შესახებ ინფორმაცია, რომელზეც იგი ვრცელდება) საჭირო მონაცემებს იღებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომი –

მომსახურების სააგენტო)  ელექტრონული ბაზიდან, მომსახურების სააგენტოსა და ნებართვის გამცემს შორის გაფორმებული შესაბამისი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე;

დ) ნებართვის მაძიებელი საკუთარი მომხმარებლის პირად მუნიციპალურ სივრცეში შესაბამისი ინსტრუმენტის გამოყენებით ქმნის განაცხადს საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით –

ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, რომელზეც კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ახორციელებს საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობით/საქართველოში მცხოვრები უცხოელის მუდმივი/დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობით „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელი არ ფლობს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომლითაც სურს განახორციელოს გადაყვანა, მაშინ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მომხმარებლის პირად მუნიციპალურ სივრცეში ასახულ სატრანსპორტო საშუალებაზე განსაზღვრული ინსტრუმენტით ქმნის სპეციალურ უნიკალურ კოდს, რომელსაც გადასცემს ნებართვის მაძიებელს. ნებართვის მაძიებელი ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ქმნის მომხმარებლის პირად მუნიციპალურ სივრცეს, შემდეგ სისტემაში არსებული შესაბამისი ფორმის გამოყენებით უთითებს სპეციალურ უნიკალურ კოდს და ავტოსატრანსპორტო საშუალება აისახება სისტემაში და ამის შემდეგ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად  ქმნის განაცხადს.

6. თუ სატრანსპორტო საშუალებაზე ნებართვა უკვე გაცემულია, ყოველმა პირმა, რომელსაც სურვილი აქვს იყოს უფლებამოსილი მგზავრთა გადაყვანაზე ამ სატრანსპორტო საშუალებით, რეგისტრაცია უნდა გაიაროს ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და უკვე გაცემული ნებართვის მოქმედების ვადით შეუძლია გახდეს მგზავრთა გადაყვანაზე უფლებამოსილი პირი იმ შემთხვევაში, თუ აქვს შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა და არის ამ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან გააჩნია სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის თანხმობა.

7. ნებართვა, ამ წესის შესაბამისად გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მიმღებს გააჩნია შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა და მის მიერ დაცულია ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებ