მუხლი 4. ელექტრონული მისამართით მომსახურების უზრუნველყოფა
1. ელექტრონული მისამართის (www.taxi.tbilisi.gov.ge) გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ (ს/ნ 405026877).
2. ნებართვის გაცემისთვის საჭირო სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ და ნებართვის მაძიებლის მართვის მოწმობის შესახებ შესაბამისი მონაცემების მიღებას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან ელექტრონული სისტემის მეშვეობით უზრუნველყოფს თბილისის მუნიციპალიტეტის მერია სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე. ასევე ნებართვის მაძიებლის პირადი მონაცემების მიღებას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან ელექტრონული სისტემის მეშვეობით უზრუნველყოფს თბილისის მუნიციპალიტეტის მერია სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A” კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“, მუხლი 4, №24-80, 27.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 300330000.35.101.016526 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4275377/muxli-4-2/