ა) აკრძალვას მარჯვენასაჭიან და სამკარიან სატრანსპორტო საშუალებებზე მსუბუქი ავტომობილით –

ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის  ნებართვის გაცემის შესახებ;

ბ) აკრძალვას შესაბამისი ფერისა და ვიზუალის გარდა სხვა ფერისა და ვიზუალის მქონე სატრანსპორტო საშუალებებზე მსუბუქი ავტომობილით –

ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის  ნებართვის გაცემის შესახებ;

გ) ავტომობილებზე ვიზუალური კუთხით ტაქსის მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი საშუალების არსებობის და ასეთის არ არსებობის შემთხვევებისათვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2019 წლის პირველი ოქტომბერი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად გაცემული ნებართვა მოქმედებს 2019 წლის 1 ოქტომბრიდან.

4. ნებართვის მაძიებელი, რომელიც ნებართვას აიღებს 2018 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ, უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მოქმედების პერიოდში დადგენილ სანებართვო პირობებს.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ნებართვის გამცემმა ნებართვის გაცემა ნებართვის მაძიებლებზე უზრუნველყოს 2019 წლის პირველი სექტემბრიდა