ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება (ავტომობილი) − მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც, ჩვეულებრივ, გამოიყენება გზაზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად ან/და ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის;

ბ) ერთიანი საინფორმაციო ბაზა – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა, რომელზეც წვდომა აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ნებართვის გამცემს.

გ) M1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება –
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის შიგა ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის“ შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალება (ან საშუალების კატეგორია), რომელიც განკუთვნილია არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად;

დ) მსუბუქი ავტომობილით –

ტაქსით  (M1 კატეგორია) გადაყვანა – დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი მსუბუქი ავტომობილით მგზავრის გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა;

ე) ნებართვა – ნებართვის მაძიებლისათვის ნებართვის გამცემის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული უფლება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ვადით განახორციელოს მომსახურება  საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით –

ტაქსით (M1 კატეგორია);

ვ) ნებართვის გამცემი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  მერიის სტრუქტურული ერთეული;

ზ)  ნებართვის მაძიებელი – ნებართვის მიღების მსურველი პირი;

თ) ნებართვის მფლობელი – პირი, რომელსაც ნებართვის გამცემის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული უფლებამოსილება;

ი) ნებართვის გაცემის  ფასი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ფასი მსუბუქ ავტომობილზე –

ტაქსიზე (M1 კატეგორია);

კ) პირადი მუნიციპალური სივრცე – შესაბამის ელექტრონულ მისამართზე რეგისტრაციის საფუძველზე შექმნილი პირადი სივრცე, რომლის გამოყენებით ნებართვის მაძიებელს კომუნიკაცია აქვს ნებართვის გამცემთან;

ლ) პირი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური პირი;

მ) სანებართვო მოწმობა – ნებართვის ფლობის დამადასტურებელი საბუთი;

ნ) სანებართვო პირობები – კანონით ან კანონის საფუძველზე, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას;

ო) ტაქსი – დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც ანაზღაურების სანაცვლოდ ხორციელდება მგზავრის გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა;

პ) უწყებრივი სანებართვო რეესტრი – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ნებართვების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანისა და მათი გაუქმების თაობაზ