ნებართვის მფლობელი, ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში, ვალდებულია დაიცვას შემდეგი სანებართვო პირობები:
ა) უზრუნველყოს მომსახურების გაწევა ნებართვაში მითითებული მსუბუქი ავტომობილით –
ტაქსით (M1 კატეგორია);
ბ) მომსახურების გაწევისას, თუ იყენებს ტაქსის აღმნიშვნელ ყვითელ მანათობელ ნიშანს ან ავტომობილს გააჩნია ტაქსის მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი საშუალება, მძღოლი ვალდებულია ტაქსის აღმნიშვნელი ყვითელი მანათობელი ნიშანი განათავსოს სატრანსპორტო საშუალების ძარის ზედა ნაწილის (სახურავის) შუა ადგილზე;
გ) უზრუნველყოს ნებართვის განთავსება სატრანსპორტო საშუალებაში თვალსაჩინო ადგილას ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი წაკითხვა მგზავრის მიე
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A” კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“, მუხლი 8, №24-80, 27.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 300330000.35.101.016526 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4275377/muxli-8/