1. უწყებრივ სანებართვო რეესტრს აწარმოებს ნებართვის გამცემი.

2. ნებართვის გამცემს ნებართვის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის, მისი გაუქმების შესახებ მონაცემები გადაწყვეტილების მიღებიდან მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში.

3. უწყებრივ სანებართვო რეესტრში ასევე შეიტანება:

ა) მონაცემები ნებართვის მფლობელის შესახებ – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) იმ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი, რომელზეც გაცემულია ნებართვა;

გ) სანებართვო მოწმობის ნომერი, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა;

დ) ნებართვის სახე.

4. ყველას აქვს უფლება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გაეცნოს სანებართვო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს ნებართვებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცი