1. ობიექტების უწყებრივ რეესტრს აწარმოებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.
2. იმ ობიექტების ჩამონათვალს, რომლებიც შეიტანება ობიექტების უწყებრივ რეესტრში, და რეესტრის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
3. ობიექტების უწყებრივ რეესტრში ინფორმაცია შეიტანება ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაციის მიხედვით.
4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემისადმი დაქვემდებარებული ობიექტებისა, უწყებრივ რეესტრებს აწარმოებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების ორგანოებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (08.05.2012).
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 17. ობიექტების უწყებრივი რეესტრი 1. ობიექტების უწყებრივ რეესტრს აწარმოებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო. 2. იმ ობიექტების ჩამონათვალს, რომლებიც შეიტანება ობიექტების უწყებრივ რეესტრში, და რეესტრის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 3. ობიექტების უწყებრივ რეესტრში ინფორმაცია შეიტანება ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაციის მიხედვით. 4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემისადმი დაქვემდებარებული ობიექტებისა, უწყებრივ რეესტრებს აწარმოებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების ორგანოები.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(2)
საქმე №ბს-1297(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2025
…„ა“ ქვეპუნქტზე, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის #477 დადგენილებით დამტკიცებული „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მე-5 მუხლზე, მე-10 მუხლის პირველ პუნქტზე, ასევე, მე-15 და მე-17 მუხლებზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლზე, 34-ე მუხლზე, ასევე, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ საქალაქო…
…საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ“. 6.16. მოცემული კანონის მე-17 და 22-ე მუხლების თანახმად აღნიშნული დადგენილება (მშენებლობის შეჩერების შესახებ) მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა გაეცნოს დადგენილებაში მითითებულ მხარეს და ის…
…დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი – „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ“. მუხლი 2 დადგენილება, გარდა დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლისა, მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-17 მუხლისა, ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან. მუხლი 3 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1…
…წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტურმა ორგანომ, სააგენტოს მიერ დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, ფერმის, წარმოშობის ან გაგზავნის საწარმოსთან დაკავშირებით, უნდა გაატაროს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით, ასევე მე-17, მე-18 და მე-19 მუხლებით განსაზღვრული ზომები. მუხლი 16 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლით განსაზღვრული ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევისას, დადებითი…
მუხლი 31. უწყებრივი სანებართვო რეესტრი. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა— გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 31. უწყებრივი სანებართვო რეესტრი. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა— „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;
მუხლი 41. უწყებრივი კავშირების დამყარება— ხელშეკრულება საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ
მუხლი 29. უწყებრივი სანებართვო რეესტრი. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა— ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, მუხლი 17, №6157-Iს, 08.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 240110000.05.001.016708 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1659419/muxli-17/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია