1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ობიექტების ზედამხედველობის წესი და მახასიათებლები/პარამეტრები, რომელთა მიხედვითაც ისინი მიეკუთვნება ობიექტებს.
2. ობიექტები ექვემდებარება ზედამხედველობას.
3. ობიექტების ზედამხედველობა ხორციელდება ორი სახით:
ა) ნებართვის გაცემითა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლით;
ბ) პერიოდული ინსპექტირებით.
4. ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება შემდეგ ობიექტებზე:
ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენება;
ბ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების) მშენებლობა.
5. ობიექტებია:
ა) კარიერი − სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში. კარიერი არის წიაღისეულის მოპოვების მიზნით ნიადაგის ზედაპირზე გაკეთებული თხრილი ან ჭრილი, რომლის ზედაპირი ღიაა კარიერის ექსპლუატაციის მთელ პერიოდში და რომელსაც აქვს დატერასებული მისადგომი გზები მომსახურე ტრანსპორტის გადაადგილებისათვის;
ბ) მაღარო − სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში. მაღარო არის სამთო საწარმო, სადაც მიწისქვეშა დამუშავების ხერხით მოიპოვება მადანი, სამთო-ქიმიური ნედლეული, საშენი მასალა;
გ) შახტი − სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში. შახტი არის სამთო საწარმო, სადაც მიწისქვეშა სამთო სამუშაოებით მოიპოვება ფენოვანი სასარგებლო წიაღისეული;
დ) ბუნებრივი გამოქვაბული და მღვიმე, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება;
ე) (ამოღებულია - 26.12.2014, №3004);
ვ) (ამოღებულია - 26.12.2014, №3004);
ზ) ჟანგბადის წარმოება და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესი;
თ) თხევადი ჟანგბადის წარმოება;
ი) რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნა;
კ) სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარი;
ლ) ნავთობბაზა;
მ) მაგისტრალური ნავთობსადენი;
ნ) მაგისტრალური გაზსადენი;
ო) ამწე მოწყობილობა;
პ) ლიფტი;
ჟ) ესკალატორი;
რ) ფუნიკულიორი;
ს) საბაგირო გზა;
ტ) ატრაქციონი;
უ) საქვაბე დანადგარი;
ფ) წნევაზე მომუშავე ჭურჭელი;
ქ) ჰიდროენერგეტიკული ნაგებობების (ხელოვნური წყალსატევები, კაშხლები, სარეგულაციო ნაგებობები, ჰიდრო ტექნიკური ნაგებობები) კონსტრუქციული მდგრადობა;
ღ) (ამოღებულია - 29.06.2018, №2757);
ყ) ავტოგასამართი სადგური და ავტოგასამართი კომპლექსი (ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები სადგურები).
შენიშვნა: ავტოგასამართი სადგურის ან ავტოგასამართი კომპლექსის (ავტოგასამართი, აირგასამართი ან აირსავსები სადგურის) ინსპექტირება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ავტომატური ვიდეოტექნიკის დამონტაჟების, ტექნიკური მახასიათებლებისა და ექსპლუატაციის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით.
6. ამ თავის მიზნებისათვის ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ობიექტები არის რეგულირებული სფერო და მათ ზედამხედველობას ახორციელებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტექნიკური რეგლამენტი ზედამხედველად სხვა ორგანოს ან/და პირს განსაზღვრავს.
7. ზღვრული ტექნიკური პარამეტრები, რომელთა მიხედვითაც ობიექტები ჩაითვლებიან მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველად, დგინდება ტექნიკური რეგლამენტით.
8. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ობიექტის პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს იმ სფეროში, სადაც არ არის ინსპექტირების ორგანო. ინსპექტირების ორგანოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებისა და ამოქმედებისთანავე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო წყვეტს შესაბამის სფეროში ობიექტის პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას. სამშენებლო საქმიანობის ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6606- ვებგვერდი, 10.07.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3004 – ვებგვერდი, 12.01.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 29 აპრილის კანონი №3484 – ვებგვერდი, 14.05.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2757 – ვებგვერდი, 19.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3690 – ვებგვერდი, 07.11.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4622 – ვებგვერდი, 05.06.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5615 – ვებგვერდი, 24.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 19.12.2019-ის აქტით. ცვლილება შევიდა 7-ჯერ.
- 19.12.2019 კანონი №5615
- 29.05.2019 კანონი №4622
- 31.10.2018 კანონი №3690
- 29.06.2018 კანონი №2757
- 29.04.2015 კანონი №3484
- 26.12.2014 კანონი №3004
- 29.06.2012 კანონი №6606
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 18. ობიექტები და მათი ზედამხედველობა 1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ობიექტების ზედამხედველობის წესი და მახასიათებლები/პარამეტრები, რომელთა მიხედვითაც ისინი მიეკუთვნება ობიექტებს. 2. ობიექტები ექვემდებარება ზედამხედველობას. 3. ობიექტების ზედამხედველობა ხორციელდება ორი სახით: ა) ნებართვის გაცემითა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლით; ბ) პერიოდული ინსპექტირებით. 4. ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება შემდეგ ობიექტებზე: ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენება; ბ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების) მშენებლობა. 5. ობიექტებია: ა) კარიერი − სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში. კარიერი არის წიაღისეულის მოპოვების მიზნით ნიადაგის ზედაპირზე გაკეთებული თხრილი ან ჭრილი, რომლის ზედაპირი ღიაა კარიერის ექსპლუატაციის მთელ პერიოდში და რომელსაც აქვს დატერასებული მისადგომი გზები მომსახურე ტრანსპორტის გადაადგილებისათვის; ბ) მაღარო − სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში. მაღარო არის სამთო საწარმო, სადაც მიწისქვეშა დამუშავების ხერხით მოიპოვება მადანი, სამთო-ქიმიური ნედლეული, საშენი მასალა; გ) შახტი − სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში. შახტი არის სამთო საწარმო, სადაც მიწისქვეშა სამთო სამუშაოებით მოიპოვება ფენოვანი სასარგებლო წიაღისეული; დ) ბუნებრივი გამოქვაბული და მღვიმე, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება; ე) ს(აშიში ნარჩმოღენების ნაგავსაყრეულიან/და ტერაკონი - 26.12.2014, №3004); ვ) ს(ამრეწველო და საყოფაცხოვრღებო ნარჩენების ნაგავსაყრეულია - 26.12.2014, №3004); ზ) ჟანგბადის წარმოება და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესი; თ) თხევადი ჟანგბადის წარმოება; ი) რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნა; კ) სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარი; ლ) ნავთობბაზა; მ) მაგისტრალური ნავთობსადენი; ნ) მაგისტრალური გაზსადენი; ო) ამწე მოწყობილობა; პ) ლიფტი; ჟ) ესკალატორი; რ) ფუნიკულიორი; ს) საბაგირო გზა; ტ) ატრაქციონი; უ) საქვაბე დანადგარი; ფ) წნევაზე მომუშავე ჭურჭელი; ქ) ჰიდროენერგეტიკული ნაგებობების (ხელოვნური წყალსატევები, კაშხლები, სარეგულაციო ნაგებობები, ჰიდრო ტექნიკური ნაგებობები) კონსტრუქციული მდგრადობა; ღ) (ახმოღებულია - 29.06.2018, №2757); ყ) ავტოგასამართი სადგური და ავტოგასამართი კომპლექსი (ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები სადგურები). შენიშვნა: ავტოგასამართი სადგურის ან ავტოგასამართი კომპლექსის (ავტოგასამართი, აირგასამართი ან აიკრსავსები სადგურის) ინსპექტირეგბა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის დადგენ ტილებით განსაზღვრული ავტომატური ვიდეოტექნიკის დამონტაჟების, ტექნიკური მახასიათებლებისა და ექსპლუატაციის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით. 6. ამ თავის მიზნებისათვის ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ობიექტები არის რეგულირებული სფერო და მათ ზედამხედველობას ახორციელებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტექნიკური რეგლამენტი ზედამხედველად სხვა ორგანოს ან/და პირს განსაზღვრავს. 7. ზღვრული ტექნიკური პარამეტრები, რომელთა მიხედვითაც ობიექტები ჩაითვლებიან მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველად, დგინდება ტექნიკური რეგლამენტით. 8. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ობიექტების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს იმ სფეროებში, სადაც არ არის ინსპექტირების ორგანო. ინსპექტირების ორგანოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებისა და ამოქმედებისთანავე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო წყვეტს შესაბამის სფეროში ობიექტების ტექნიკურ ინსპექტირებას. იკრძალება ერთი და იმავე ობიექტის პარალელდური ინსპექლ ტირება ტექნიკურ ი და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და ინსპექტირების ორგანოს მიერ. სამშენებლო საქმიანობაზეის ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.