პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5615-რს
სარეგისტრაციო კოდი
240110000.05.001.019698
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016708) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-18 მუხლის მე-5 ნაწილის „ყ“ ქვეპუნქტის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: ავტოგასამართი სადგურის ან ავტოგასამართი კომპლექსის (ავტოგასამართი, აირგასამართი ან აირსავსები სადგურის) ინსპექტირება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ავტომატური ვიდეოტექნიკის დამონტაჟების, ტექნიკური მახასიათებლებისა და ექსპლუატაციის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით.“.

2. 271 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 27​1. ავტოგასამართი სადგურის ან ავტოგასამართი კომპლექსის (ავტოგასამართი, აირგასამართი ან აირსავსები სადგურის)  მიერ ავტომატური ვიდეოტექნიკის დამონტაჟების, აგრეთვე მისი ტექნიკური მახასიათებლებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევა

ავტოგასამართი სადგურის ან ავტოგასამართი კომპლექსის (ავტოგასამართი, აირგასამართი ან აირსავსები სადგურის) მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ავტომატური ვიდეოტექნიკის დამონტაჟების, აგრეთვე მისი ტექნიკური მახასიათებლებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

19 დეკემბერი 2019 წ.

N5615-რს

რა შეცვალა ამ აქტმა (1 მუხლი)

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.12.2019.
როდის იქნა მიღებული „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 19.12.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5615-რს. სარეგისტრაციო კოდი — 240110000.05.001.019698.
რამდენი მუხლისგან შედგება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.12.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №5615-რს, 19.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 240110000.05.001.019698 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4738311/