„მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესის“ დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№317
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.016991
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №317

2012 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

„მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესის“ დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე და „ნორმატიული აქ­ტე­ბის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტ­კიც­დეს თანდართული „მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობი­ექტების უწყებ­რივი რეესტრის წარმოების წესი“.

მუხლი 2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის №31 დად­გე­ნილება „მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებ­რივი რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-18 მუხლის მე-7 ნაწილით გათვა­ლის­წინებული ტექნიკური რეგლამენტის გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑მინისტრი       ი . მერაბიშვილი

 

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესი

    მუხლი 1. გამოყენების სფერო

1.მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებ­რივი რეესტრის წარმოების წესი (შემდგომში –წესი)შემუშავებულია პრო­დუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბა­მისად და ადგენს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის წესს.

2.მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყე­ბრივ რეესტრს აწარმოებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გან­ვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იური­დიული პირი–ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო (შე­მდგომში–სააგენტო), ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რეს­პუბ­ლიკებში–აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმა­სრუ­ლე­ბელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების ორგანო­ე­ბი (შემდგომში–შესაბამისი ორგანოები).

3. უწყებრივ რეესტრში მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების რეგისტრაცია ხორციელდება მათი აღრიცხვისა და სისტემა­ტიზაციის მიზნით.

 4. რეგისტრაციას ექვემდებარება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თა­ვისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-18მუხლით განსაზღვრული ყველა მო­მეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი.

    მუხლი 2. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების რეგისტრაცია

1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებ­რი­­ვი რეესტრი წარმოებს როგორც ჟურნალის სახით, ასევე ელექტრონული ფორმით.

2. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის მფლო­ბე­ლი ან უფლებამოსილი პირი რეგისტრაციის მიზნით წერილობითი განცხა­დე­ბით მიმართავს სააგენტოს ან შესაბამის ორგანოებს, რომელსაც თან უნდა და­ურთოს ქვემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაცია:

ა) ობიექტის მფლობელი;

ბ) ობიექტის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები;

გ) ობიექტის ადგილმდებარეობა;

ასევე,არსებობის შემთხვევაში,შემდეგი შინაარსის შემცველი დოკუ­მენტაცია:

დ) ობიექტის მწარმოებ ე ლი/მშენებ ე ლი;

ე) ობიექტზე განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირება;

ვ) ინფორმაცია ობიექტზე მომხდარი ავარიის შესახებ;

ზ) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექ­სის შესაბამისად,სანებართვო ობიექტის ნებართვის ნომერი ან შესაბამისი აქ­ტის ნომერი.

3. განცხადების შეტანიდან4სამუშაო დღის ვადაში სააგენტო ან შე­სა­ბამისი ორგანოები განიხილავენ განცხადებას და თუ დადგინდა, რომ ობი­ექტს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-18მუხლის მე-7ნაწილის თანახმად გააჩნია შესაბამისი ზღვრული ტექ­ნი­კური პარამეტრები, რომელთა მიხედვითაც იგი მიეკუთვნება მომეტე­ბული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს,მას ანიჭებენ სარეგისტრაციო ნო­მერს და შეაქვთ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექ­ტების უწ­ყებრივ რეესტრში.

    მუხლი 3. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა

1. სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანა სავალდებულოა,თუ შეიცვალა ამ წესის მე-2მუხლის მე-2პუ ნ ქტით გათვალისწინებული მო­ნა­ცემები.

2. მონაცემებში ცვლილებების შეტანის აუცილებლობის დადგომიდან10სამუშაო დღის ვადაში ობიექტის მფლობელი ან უფლებამოსილი პირი წარადგენს სააგენტოში ან შესაბამის ორგანოებში სათანადო განც­ხადებას, რომელშიც მიუთითებს გან­ხორ­ციე­ლებულ ცვლილებას და რომელსაც დაურთავს ცვლილების ამსახ­ველ დოკუ­მენტაციას.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული ცვლილებებისას საა­გენტო ან შესაბამისი ორგანოები3სამუშაო დღის ვადაში ახორციელებენ შე­საბამისი ცვლილების შეტანას მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცვე­ლი ობიექტების უწყებრივ რეესტრში.

4. ცვლილების შეტანის დროს ადრე რეგისტრირებული მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის სარეგისტრაციო ნომერი და რე­გისტრაციის თარიღი არ იცვლება.

    მუხლი 4. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრიდან ამოღება

1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის ექსპლუა­ტაციიდან გამოსვლისას ან როდესაც ობიექტს აღარ გააჩნია ის ზღვრული ტექნიკური პარამეტრები, რითაც იგი წარმოადგენს მომეტებული ტექნი­კუ­რი საფრთხის შემცველ ობიექტს, ობიექტის მფლობელი ან უფლება­მოსილი პირი წარადგენს შესაბამისი ინფორმაციის შემცველ დოკუმენ­ტა­ციას საა­გენტოში ან შესაბამის ორგანოებში.

2. ინფორმაციის სააგენტოში ან შესაბამის ორგანოებში წარდგენის შემ­დეგ სააგენტო ან შესაბამისი ორგანოები4სამუშაო დღის ვადაში იღებენ გა­დაწყვეტილებას ობიექტის უწყებრივი რეესტრიდან ამოღების შესახებ.

3. ობიექტის უწყებრივი რეესტრიდან ამოღების შემთხვევაში უწყებ­რივ რეესტრში შეიტანება სათანა­დო ჩანაწერი.

    მუხლი 5. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის მონაცემები

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივ რეესტრში ობიექტის რეგისტრაციისათვის შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი მო­­ნა­ცემები:

ა)საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ)რეგისტრაციის თარიღი;

გ) ობიექტის მფლობელი;

დ) ობიექტის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები;

ე) ობიექტის ადგილმდებარეობა;

ვ) ობიექტის მწარმოებ ე ლი/მშენებელი, ასეთის არსებობის შემთხვე­ვა­ში;

ზ) ობიექტზე განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირება;

თ) ინფორმაცია ობიექტზე მომხდარი ავარიის შესახებ; 

ი) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექ­სის შესაბამისად,სანებართვო ობიექტის ნებართვის ნომერი ან შესაბამისი აქ­ტის ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

კ) სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.