ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 |
|
2020 წლის 3 თებერვალი ქ. თბილისი |
|
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
4. სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო, ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №89/24.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
4. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და შესაბამისი სამუშაო აღწერილობებით.
ა) ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზება;
ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენა;
გ) მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშება და დასაბუთება;
დ) მუნიციპლიტეტის გამგეობის ადგილობრივი სამსახურების, ერედვის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავება;
ე) საჭირო ინფორმაციის დამუშავება და წინადადებების მომზადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად;
ვ) ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შესახებ წინადადებების მომზადება;
ზ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მიზნით სახაზინო ოპერაციების განხორციელება;
თ) ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება;
ი) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირება, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
კ) კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის სახელით, სახელმწიფო შესყიდვებისა და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განხორციელება;
ლ) წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის თაობაზე;
მ) მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვა;
ნ) დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამგეობაში შემოსულ შენიშვნებსა და წინადადებებზე;
ო) საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის რედაქტირება;
პ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების გაწერა კვარტალებისა და თვეების მიხედვით;
ჟ) საფინანსო ზედამხედველობა მიღებული ბიუჯეტის შესრულებაზე;
რ) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრება და გაანალიზება, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ს) ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ანალიზი, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ტ) მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადება ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
უ) ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების შესაბამისად ხარჯების გაწევა, შესაბამისი ფინანსური ოპერაციების განხორციელება;
ფ) მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვა, ურთიერთობები ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან;
ქ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეების ხელფასების, მივლინების ხარჯებისა და სხვა გადასახდელების გაცემა;
ღ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზაციულ-ტექნიკური ხელშეწყობა;
ყ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადება;
შ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოება;
ჩ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის პროექტის მომზადება და გამოქვეყნება;
ც) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების პროექტის შემუშავება;
ძ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და მათი შესრულების კონტროლი;
წ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშების მომზადება;
ჭ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სამსახურის სხვა ფუნქციების განხორციელება.
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერი ინფორმაცია;
ბ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ;
გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტებით, სამსახურის დებულებითა და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
2. სამსახური ვალდებულია:
ა) გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელს, საკრებულოს ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს;
ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები და პასუხი აგოს თავის საქმიანობაზე. იკისროს პასუხისმგებლობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებულ ვალდებულებებზე;
გ) შემოწმების მიზნით ერედვის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისაგან გამომოითხოვოს კვარტალური და წლიური ანგარიშები;
დ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები;