1. ტექნიკური ინსპექტირება ეფუძნება რისკის ანალიზისა და შეფასების სისტემას.

2. ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ადგენს რისკის კატეგორიებს და განსაზღვრავს გეგმური ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობას.

3. დადგენილი პერიოდულობის გარდა, ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება:

ა) საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, შესაძლო საფრთხის შესახებ შეტყობინების საფუძველზე, ორგანოლეპტიკური შეგრძნებების საფუძველზე;

ბ) ფორსმაჟორის შემთხვევაში;

გ) ავარიის შემთხვევაში;

დ) უბედური შემთხვევის დროს, რომელსაც მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანება ან სიკვდილი;

ე) სამშენებლო საქმიანობაზე სანებართვო პირობების შესრულების შემოწმებისა