გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 120310018002690516-3/177-18წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27.02.2019 ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე გია ბერაია
სხდომის მდივანი ბელა მერაბიშვილი
მოსარჩელე: ა------------------------
წარმომადგენელი -ჯ---–-------------–---–-
მოპასუხე: ა---––----------–----–---------------
წარმომადგენელი -დ----------------
მესამე პირი -ჟ--------–---------
წარმომადგენელი- ი--------------–---–-
დავის საგანი: ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ა---––----------–----–-----------------ის 2017 წლის 20 აპრილის N685 07 ბრძანების ,,ბ“ ქვეპუნქტი: ა--------------------------- მიერ ( ს.კ.6--13-------) უკანონოდ აშენებულ მშენებლობასთან დაკავშირებით განხორცილდეს საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით „ გათვალისწინებული შესაბამისი საჯარიმო სანქციები.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ა---––----------–----–-----------------ის 2017 წლის 20 აპრილის N685 07 ბრძანების ,,გ“ ქვეპუნქტი-ი- წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქ/პ-ის აღსრულების შემდგომ, ა--------------------------- უძრავ ქონებაზე( ს.კ.6--13-------) განხორციელდეს ა--------------------------- მიერ უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის ნაწილის დემონტაჟი, ჟ--------–---------- კუთვნილი შენობის(ს/კ.6--13-------) გარე კედლიდან არანაკლებ 2 მეტრისა.
მოსარჩელე მხარე თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2015 წლის 18 თებერვალს ახალციხის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა ჟ--------–--------მა ა---––----------–----–-----------------ის მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი ა---––----------–----–-----------------ის 2014 წლის 14 მაისის N645/5 მიმართვა. დაევალოს ა---––----------–----–------------------- ახალციხის რაიონის სოფ.-----––ი ა--------------------------- მიერ უკანონოდ აშენებული 70. 863კვ.მ ფართის მქონე ერთიანი ნაგებობიდან უკანონოდ სახელმწიფოსა და ჟ--------–---------- კუთვნილ მიწაზე აშენებული ნაწილის დემონტაჟი. დაევალოს ა---––----------–----–------------------- გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დაავალდებულებს ა-------------------------ს თავისსავე კუთვნილ მიწის ნაკვეთზე სადგომის მშენებლობისა და ფუნქციონირებისთვის დაიცვას ასეთი ტიპის მშენებლობისათვის დადგენილი მანძილი. საქმეში მესამე პირად ჩაერთო ა-------------------------ი. მესამე პირმა და მოპასუხე მხარემ არ ცნეს იმ მოტივით, რომ ა--------------------------- მიერ წარმოებული მშენებლობა იყო გამგეობის მიერ გადაცემული თანხმობის საფუძველზე და ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დროს კანონი არ დარღვეულა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 2015 წლის 06 აპრილს ჟ--------–---------- სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ა---––----------–----–-----------------ის 2014 წლის 14 მაისის N645/5 ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი, მოპასუხე ა---––----------–----–------------------- დაევალა საქმის გარემოებებისა და შესწავლის შემდგომ გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ჩატარებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ა--------------------------- მიერ აშენებული ავტოფარეხი და პირუტყვის სადგომი მოქცეულია ერთი სახურავის ქვეშ და წარმოადგენს ერთ მთლიან შენობას, შენობა აშენებულია საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების დარღვევით; ა--------------------------- მიერ აშენებული შენობა ხელს უშლის ჟ--------–--------ს თავისი ა/ფარეხით სარგებლობაში, ვინაიდან დაცილებული არ არის ნორმით გათვალისწინებული მანძილი და შენობა ფარავს საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელ ფართს 27,7 კვ.მ-ით, ასევე ჟ--------–---------- საკუთრებაში არსებული საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ განაშენიანებულ ფართს 3.7კვ.მ-ით და ჟ--------–---------- საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს 5.5 კვ.მ-ით.
სასამართლომ ასევე მიიჩნია რომ ა---––----------–----–------------------- არ გამოიკვლია ა--------------------------- მხრიდან უკანონო მშენებლობის ფაქტი და არასწორად ჩათვალა აშენებული ავტოფარეხი ისეთ მშენებლობად, რომელსაც მშენებლობის ნებართვა არ სჭირდება. ა---––----------–----–------------------- ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2016 წლის 13 დეკემბერს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალა სადავო საკითხის სრულყოფილი გამოკვლევა. 2017 წლის 09 იანვარს სამუშაო ჯგუფმა ადგილზე დაათვალიერა სოფ. ს----––ი მდებარე ა--------------------------ის სადაო მიწის ნაკვეთი და ჟ--------–---------- სახლი.
იმის გათვალისწინებით რომ ა---––----------–----–------- არ გააჩნია საკმარისი რესურსი ინფრასტრუქტურული კუთხით და საკუთარი ძალებით ვერ უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთის კუთვნილების განსაზღვრას, კომისიის მიერ შესაბამისი უფლებამოსილი ფიზიკური/იურიდიული პირისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიმართვის საფუძველზე გამოარკვიეს სოფ.-----––ი მდებარე უძრავი ქონება რეგისტრირებული ა--------------------------- სახელზე(ს.კ 6--13-------) დაზუსტებული ფართობი 450,00 კვ. დასახლება N2 ბოსელი, არის თუ არა ა--------------------------- საკადასტრო კოდის ფარგლებში. ან ხომ არ მდებარეობს სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე. იმავე დროს სხდომის მდივანს დაევალა წერილის მომზადება სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე.
2017 წლის 13 მარტს სამუშაო ჯგუფმა ა---––----------–----–-----------------ის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურთან და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოდან მოწვეული სპეციალისტების დახმარებით, უზრუნველყვეს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ს----––ი მდებარე უძრავი ქონების (ს.კ 6--13-------) და (ს.კ 6--13-------) სიტუაციური ნახაზებისა და ფოტომასალის შესწავლა/გამოკვლევა და დაადგინა, რომ ა-------------------------ს ახალციხის რაიონის სოფ.ს----–-ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1998 წლის N98 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით გადაფორმებული აქვს სახლი ეზოთი 450 კვ.მ ოდენობით, საკუთრების უფლება რეგისტრირებული აქვს იმავე ფართობზე ფაქტობრივად კი სარგებლობს 466,3 კვ.მ -ით. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გაცემულია ნებართვა პირუტყვის სადგომზე 42,2 კვ.მ-ზე, ხოლო მიშენებული ავტოფარეხი შეადგენს 70,863 კვ.მ.
ჟ--------–--------ს ახალციხის რაიონის სოფ.ს----–-ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1995 წლის N99 მიღება -ჩაბარების აქტით გადაცემული აქვს სახლი ეზოთი 1781 კვ.მ. ფაქტობრივად კი ფლობს 1890 კვ.მ მიწის ნაკვეთს, ანუ მას უკანონოდ დაკავებული აქვს 116,47 კვ.მ ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრება და 2,89 კვ. მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრება, რომელზეც განთავსებულია მისი ავტოფარეხი. შესაბამისი შედარების საფუძველზე იმავე დღეს სამუშაო ჯგუფმა დაადგინა:
მხარეთა მიერ დაზუსტებული იქნეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, შესაბამისად გასწორდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და დღეის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი გარემოება შესაბამისობაში მოვიდეს საკუთრების უფლების რეგისტრირებულ მონაცემებთან, რომლის საერთო ოდენობაც მუნიციპალიტეტთან შეთანხმების საფუძველზე დაზუსტდეს ფაქტიური მდგომარეობის შესაბამისად.
ა--------------------------- მიერ უკანონოდ აშენებული მშენებლობასთან დაკავშირებით, განხორციელდეს საქართველოს კანონის ,,პროდუქტების უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 25-ე მუხლის 43-ე მუხლის ,,გ" ქვეპუნქტისა და 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები. ა--------------------------- უძრავ ქონებაზე განხორციელდეს უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის ნაწილის დემონტაჟი ჟ--------–---------- კუთვნილი შენობის გარე კედლიდან არანაკლებ 2 მეტრისა. წანამდებარე ოქმის დადგენილებითი ნაწილის სრული დაცვით 2017 წლის 20 აპრილის ა---––----------–----–-----------------ის მიერ გამოიცა N685 07 ბრძანება რომელიც უკანონოდ და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო.
გამოცემული ბრძანება მთლიანად შეუცვლელად ეყრდნობა სამუშაო ჯგუფის მიერ 2017 წლის 13 მარტს შედგენილ სხდომის ოქმს. აღნიშნული ოქმის თანახმად კი ერთ შემთხვევაში ა---------------------------ადმი ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ გაცემული თანხმობით მას ნება დაერთო 42.2 კვ.მ მიწის ნაკვეთის მშენებლობაზე, მან კი ააშენა 70,863 კვ.მ. ამავე ოქმის თანახმად ნახაზებისა და სიტუაციური გეგმით დგინდება , რომ პირუტყვის სადგომი შეადგენს 43,45 კვ.მ, ხოლო ავტოსადგომი 29,23 კვმ, ანუ ფაქტობრივად ა-------------------------ს დაკავებული აქვს 70,863 კვ.მ, ხოლო ნახაზებით კი დარეგისტრირებული აქვს 73,18 კვ.მ , ესე იგი ნაკლები ვიდრე ეკუთვნის. კომისიამ გამოავლინა რომ ჟ--------–--------ს სახელმწიფოს მიწა აქვს დაკავებული 116,47 კვ.მ თავისუფალ მდგომარეობაში და 2,89 კვ.მ ავტოსადგომის ქვეშ, თუმცა სამუშაო ჯგუფი ვერ ამჩნევს აღნიშნულ გარემოებას და საერთოდ არ მსჯელობს მასზე, ანუ ჟ--------–--------ს მიანიჭა გაუმართლებელი უპირატესობა და არ დაიცვა სახელმწიფოს ინტერესები. გარდა ამისა მუნიციპალიტეტის გამგეობამ საერთოდ არ შეისწავლა ოქმში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საერთოდ არ შეესაბამება საჯარო რეესტრის ჩანაწერებს და უკრიტიკოდ გაიზიარა იგი მაშინ, როცა თავად სამუშაო ჯგუფი მიუთითებს, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა გადაწყვიტონ სადაო საკითხი, თუმცა გამგეობა არ თვლის საჭიროდ დანიშნოს შესაბამისი ექსპერტიზა და ეყრდნობა ოქმით დადგენილ ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებს, რომლებიც ასევე შეუსაბამოა უკვე არსებულ სამხარაულის სახელობის საინჟინრო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა(29.12.2014წ) ანუ ბრძანება კვლავ საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარების გარეშე გამოიცა და კანონშეუსაბამოა.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ა---––----------–----–------------------- სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილების შესაბამისად, ა---––----------–----–-----------------აში შესული განცხადების საფუძველზე კანონით დადგენილი წესით დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, რომლის დროსაც სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე სადავო ქონების ფაქტობრივი მდგომარეობები, რომელთა გამოკვლევის საფუძველზეც ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 აპრილის N3/030-15წ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდა ოქმი N3, სადაც აისახა კომისიის წევრთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებანი და ყველა ის ფაქტობრივი მდგომარეობა, რომელიც დღეის მდგომარეობით არსებობს.
ყოველივე აღნიშნული პროცედურების შემდგომ კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნათა დაცვით მომზადდა შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი. რაც შეეხება ა--------------------------- აპელირებას იმასთან დაკავშირებით თუ, რატომ არ განხორციელდა ჟ--------–---------- მიმართ მის მიერ ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული ტერიტორიის საკუთრებაში არსებულის შესაბამისობაში მოყვანასთან დაკავშირებით ახალციხის მუნიციპალიტეტის მხრიდან რაიმე დამავალდებულებელი დოკუმენტის შექმნის საკითხს, ცხადია რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 აპრილის N3/030-15წ გადაწყვეტილების საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო აღნიშნული გადაწყვეტილების ფარგლებში ემსჯელა ა--------------------------- მიერ განხორციელებული მშენებლობის თაობაზე, კომისიის მიერ შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების განხორციელებისას აღმოჩენილი ხარვეზების დადგენისას, ჟ--------–--------ს ეცნობა უძრავი ნივთის დაზუსტების თაობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან მიმართებაში.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ა--------------------------- სარჩელი არის უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს ადგმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც უარი უნდა ეთქვაა მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძველობის გამო, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე (1) მუხლის დეფინიცია ცალსახად განსაზღვრავს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ წინაპირობებს, რაც მოცემულ შემთხვევაში სარჩელში არ არის მითითებული.
3. მესამე პირი
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 08 ივნისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ჟ--------–--------- (იხ.ტ.II.სფ.79-81), რომლისგანაც სასამართლოში შესაგებელი არ შემოსულა.
4.ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 ივნისის განჩინებით ახალციხის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული ადმინისტრაციული საქმეები: №1936663-3/082-17წ. (მოსარჩელე ჟ--------–---------, მოპასუხე ა---––----------–----–-----------------ა,მესამე პირი ა-------------------------ი) და N1933949-3/081-17წ (მოსარჩელე ა-------------------------ი, მოპასუხე ა---––----------–----–-----------------ა, მესამე პირი ჟ--------–---------) გაერთიანდა ერთ წარმოებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებას:
- ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 ივნისის განჩინება (იხ.ტ.III.სფ.130-132).
4.2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით ჟ---------–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
1. ბათილად იქნა ცნობილი ა---––----------–----–-----------------ის 2017 წლის 20 აპრილის N685 07 ბრძანება ნაწილობრივ:
ა. ბათილად იქნა ცნობილი ბრძანების ,,ა" პუნქტი: ,,ა-------------------------ს (პ/ნ4----------) და ჟ--------–---------- (პ/ნ 4----------) მიერ დაზუსტებულ იქნეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე. მხარეების მიერ მუნიციპალიტეტთან შეთანხმების საფუძველზე, რეგისტრირებულ მონაცემებში მოხდეს ცვლილების შეტანა და რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი გასწორდეს დღეის მდგომარეობით არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობის და მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად".
ბ. ბათილად იქნა ცნობილი ამავე ბრძანების ,,გ" ქვეპუნქტის ნაწილი ,,წინამდებარე ბრძანების პირველი პუქნტის ,,ა" ქვეპუნქტის აღსრულების შემდგომ".
გ. დაევალა ა---––----------–----–------------------- გამოსცეს ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი, რომლითაც დაავალდებულებს ა-------------------------ს თავისივე კუთვნილ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით N6--13------- პირუტყვის სადგომის ფუნქციონირებისათვის დაიცვას კანონით დადგენილი მანძილი ჟ--------–---------- საცხოვრებელ/სათავსოთა ფანჯრებიდან.
2. ჟ--------–---------- სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
3. ა------------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
ბათილად იქნეს ცნობილი ა---––----------–----–-----------------ის 2017 წლის 20 აპრილის N685 07 ბრძანება ,,ა" პუნქტი-ბათილად იქნეს ცნობილი ბრძანების ,,ა" პუნქტი ,,ა-------------------------ს (პ/ნ4----------) და ჟ--------–---------- (პ/ნ 4----------) მიერ დაზუსტებულ იქნეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე. მხარეების მიერ მუნიციპალიტეტთან შეთანხმების საფუძველზე, რეგისტრირებულ მონაცემებში მოხდეს ცვლილების შეტანა და რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი გასწორდეს დღეის მდგომარეობით არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობის და მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად".
4. ა--------------------------- სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება(იხ.ტ.4.სფ.11-41).
4.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით ა--------------------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება(იხ.ტ.4.სფ.193-215).
4.4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ჟ--------–--------- სარჩელი, მოსარჩელის მიერ სარჩელის გახმობის გამო დატოვებული იქნა განუხილველად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
-ახალციხი რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინება(იხ.ტ.5.სფ.38-41).
4.5. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით ა--------------------------- სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 აპრილის N3/030-15 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2017 წლის 13 მარტს შედგენილი N3 ოქმის დადგენილიების ბათილად ცნობის ნაწილში, აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მიერ სარჩელის გახმობის გამო დატოვებული იქნა განუხილველად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
-ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინება(ხ.ტ.5.სფ.62-64).
4.6. 2015 წლის 18 თებერვალს ჟ--------–--------მა სარჩელით მომართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს ა---––----------–----–-----------------ის მიმართ და ითხოვა: 1) ბათილად იქნეს ცნობილი ა---––----------–----–-----------------ის 2014 წლის 14 მაისის №645/5 მიმართვა; 2) დაევალოს ა---––----------–----–-------------------, ახალციხის რაიონის სოფელ ს----––ი, ა--------------------------- მიერ უკანონოდ აშენებული 70.863 კვ.მ. ფართის მქონე ერთიანი ნაგებობიდან უკანონოდ სახელმწიფოსა და ჟ--------–---------- კუთვნილ მიწაზე აშენებული ნაწილის დემონტაჟის შესახებ საქმის წარმოება; 3) დაევალოს ა---––----------–----–------------------- გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დაავალდებულებს ა-------------------------ს თავისსავე კუთვნილ მიწის ნაკვეთზე პირუტყვის სადგომის მშენებლობის ან ფუნქციონირებისას დაიცვას ასეთი ტიპის მშენებლობებისათვის დადგენილი მანძილი. საქმეში მესამე პირს წარმოადგენდა ა-------------------------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილება.(ტომი 01.ს.ფ. 17-30).
4.7. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილებით ჟ--------–---------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
ა). სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ა---––----------–----–-----------------ის 2014 წლის 14 მაისის №645/5 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
ბ). დაევალა მოპასუხე ა---––----------–----–------------------- საქმის გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ გამოცემა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილება.(ტომი 01.ს.ფ 17-30).
4.8. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილებით დადგენილია:
ა) ახალციხის რაიონის სოფელ ს----––ი მცხოვრებ ჟ--------–--------ს 1995 წლიდან საკუთრებაში აქვს 1781 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი მასზე არსებული საცხოვრებელი სახლით, მინაშენით და ბოსლით.
ბ). ახალციხის რაიონის სოფელ ს----––ი მცხოვრებ ა-------------------------ს 1998 წლიდან საკუთრებაში აქვს 450 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი მასზე არსებული საცხოვრებელი სახლით და ბოსლით.
გ). ჟ--------–---------- და ა--------------------------- საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის თავისუფალი მანძილია ერთი მეტრი.
დ). ა-------------------------ი უნებართვო მშენებლობის წარმოებისას შემოწმებული იქნა ა---––----------–----–-----------------ის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გამწვანების სამსახურის სპეციალისტის ა-–--------------–----ის მიერ, შემოწმებით დადგენილი იქნა, რომ ა-------------------------ს აშენებული ჰქონდა ობიექტი და არ გააჩნდა საპროექტო დოკუმენტაცია. შემოწმებისას არ იქნა დადგენილი რა ფართობზე განახორციელა ა-------------------------მა უნებარვო მშენებლობა.
ე). ა--------------------------- მიერ უნებართვო მშენებლობის საკითხი განხილული იქნა 2014 წლის 25 აპრილს, რა დროსაც ა-------------------------ი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენაში და დაჯარიმებული იქნა 200 ლარით და შეჩერებული იქნა უნებართვოდ მიმდინარე მშენებლობა მშენებლობის ნებართვის აღებამდე. რის შესახებაც ეცნობა ჟ--------–--------ს.
ვ). ა-------------------------ს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე დროებით შემცვლელის 2014 წლის 14 მაისის წერილით ეცნობა, რომ ა---––----------–----–-----------------ა თანახმა იყო ახალციხის რაიონი სოფელ ს----––ი მდებარე მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით 6--13------- ეწარმოებინა პირუტყვის სადგომის მშენებლობა.
ზ). ა--------------------------- მიერ აშენებული შენობა პირუტყვის სადგომის და ავტოფარეხის ფართობი შეადგენს 8.97X7.90, ანუ 70.863მ2, შენობა მოქცეულია ერთი სახურავის ქვეშ, მთლიანი ლენტური საძირკვლით და წარმოადგენს ერთ მთლიან შენობას; შენობა აშენებულია საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების დარღვევით; ა--------------------------- მიერ აშენებული შენობა ხელს უშლის ჟ--------–--------ს თავისი ა/ფარეხით სარგებლობაში, ვინაიდან დაცილებული არ არის ნორმით გათვალისწინებული მანძილი და შენობა ფარავს საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელ ფართს 27,7 კვ.მ-ით და ჟ--------–---------- საკუთრებაში არსებული საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ განაშენიანებულ ფართს 3.7კვ.მ-ით და ჟ--------–---------- საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს 5.5 კვ.მ-ით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილება.(ტომი 01.ს.ფ 17-30).
4.9. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ა--------------------------- და ა---––----------–----–-----------------ის მიერ გასაჩივრებული იქნა თბილისი სააპელაციო სასამართლოში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ, საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის განჩინებით საპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად იქნა დატოვებული ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილება, რაც შესულია კანონიერ ძალაში
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ, საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის განჩინება (იხ.ტ. I. სფ.31-46).
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინება(იხ.ტ. I. სფ.47-50).
4.10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ, საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის განჩინებით დადგენილი იქნა დამატებით, რომ მოსარჩელე ჟ--------–--------ს 1995 წლიდან საკუთრებაში აქვს 1781 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო(საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი მასზე არსებული საცხოვრებელ სახლით, მინაშენით და ბოსლით; ასევე მის მეზობლად მცხოვრებ ა-------------------------ს 1998 წლიდან საკუთრებაში აქვს 450 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო(საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი მასზე არსებული საცხოვრებელ სახლით და ბოსლით, ამასთან ჟ--------–---------- და ა--------------------------- საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის თავისუფალი მანძილი ერთი მეტრია; დადგენილია, რომ ა-------------------------მა განახორციელა ობიექტის მშენებლობა საპროექტო დოკუმენტის გარეშე; შესაბამისად, ა-------------------------ი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 43-ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენაში და დაჯარიმებულ იქნა 200 ლარით (2015 წლის 25 აპრილს) შეჩერებულ იქნა უნებართვოთ მიმდინარე მშენებლობა მშენებლობის ნებართვის აღებამდე;
ა-------------------------ს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე დროებით შემცვლელის 2014 წლის 14 მაისის წერილობით ეცნობა, რომ ა---––----------–----–-----------------ა თანახმა იყო ახალციხის რაიონი სოფელ ს----––ი მდებარე მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით 6--13------- ეწარმოებინა პირუტყვის სადგომის მშენებლობა; დადგენილია, რომ ა--------------------------- მიერ აშენებულ იქნა პირუტყვის სადგომი და ავტოფარეხი, რომლის ფართი შეადგენს 70.863კვ.მ-ს, შენობები მოქცეულია ერთი სახურავის ქვეშ, მთლიანი ლენტური საძირკვლით და წარმოადგენს ერთ მთლიან შენობას'
დადგენილი იყო, რომ ა--------------------------- მიერ აშენებული შენობა, ფარავდა საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელ ფართს 27,7 კვ.მ-ით და ჟ--------–---------- საკუთრებში არსებული საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ განაშენიანებულ ფართს 3.7 კვ.მ-ით და ჟ--------–---------- საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს 5.5 კვ.მ-ით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ, საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის განჩინება (იხ.ტ. I. 31-46).
4.11. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 აპრილის N3/030-15 წ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ა---––----------–----–-----------------ის 2016 წლის 13 დეკემბერის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 20 იანვრის მიმართვა (ტ.I. სფ.63).
-ა---––----------–----–-----------------ის სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმი N1;2;3;(ტომი I ს.ფ 51-53;92-94).
4.12. ა---––----------–----–-----------------ის 2016 წლის 13 დეკემბრის №1265 ბრძანების ,,ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის -6 აპრილის №3/030-15წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შესაბამისი სამუშაო ჯგუფის შესახებ" საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმით №1-ით დადგენილია, რომ სადაო ქონების მიწის ნაკვეთის ასაზომად და საკუთრების უფლებამოსილი პირის დასადგენად ახალციხის მუნიციპალიტეტის მხრიდან მოწვეული იქნა შესაბამისი კვლაფიკაციის მქონე მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი, რომლის დასკვნის საფუძველზეც ა---––----------–----–-----------------ის 2016 წლის 13 დეკემბრის N1265-ე ბრძანების ,,ახალციხის რაიონული სასამართლის 2015 წლის 06 აპრილის N3/030-15წ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შესაბამისი სამუშაო ჯგუფის შესახებ" მიხედვით შექმნილი სამუშაო ჯგუფი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა---––----------–----–-----------------ის 2016 წლის 13 დეკემბრის №1265 ბრძანების ,,ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის -6 აპრილის №3/030-15წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შესაბამისი სამუშაო ჯგუფის შესახებ" საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმით №1(ტომი I. ს.ფ 51-5-).
4.13. ა---––----------–----–-----------------ის 2016 წლის 13 დეკემბრის №1265 ბრძანების ,,ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის -6 აპრილის №3/030-15წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შესაბამისი სამუშაო ჯგუფის შესახებ" საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმით №2-ით დადგენილია, ა---––----------–----–------- აღნიშნული გარემოების შესასწავლად არ გააჩნია საკმარისი რესურსი ინფრასტრუქტურული კუთხით და საკუთარი ძალებით ვერ უზრუნველყოფს სადაო ქონების მიწის ნაკვეთის კუთვნილების განსაზღვრას, კომისიის მიერ შესაბამისი უფლებამოსილი ფიზიკურ/იურიდიული პირისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიმართვის საფუძველზე გამოირკვეს: სოფელ ს----––ი მდებარე უძრავი ქონება- რეგისტრირებული ა--------------------------- სახელზე (ს/კ N6--13-------) დაზუსტებული ფართობი 450.00 კვ.მ შენობა ნაგებობის დასახელება -N2 ბოსელი) არის თუ არა მოქცეული ს/კ N6--13--------ის ფარგლებში ან/და ხომ არ მდებარეობს სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთზე.
დაევალა ახაალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 13 დეკემბერს N1265-ე ბრძანების ,,ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 აპრილის N3/030-15წ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შესაბამისი სამუშაო ჯგუფი შესახებ" საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომის მდივანს, მოამზადოს შესაბამისი შინაარსის წერილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან ზემოაღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა---––----------–----–-----------------ის 2016 წლის 13 დეკემბრის №1265 ბრძანების ,,ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის -6 აპრილის №3/030-15წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შესაბამისი სამუშაო ჯგუფის შესახებ" საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმით №2(ტომი I. ს.ფ 53).
4.14. 2017 წლის 20 იანვრის წერილით ა---––----------–----–------------------- მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მისგან მუდმივ წევრად შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სპეციალისტის წარდგენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 20 იანვრის მიმართვა (ტ.I. სფ.63).
4.15. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის ცენტრის მიერ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი იქნა ამავე ცენტრის წამყვანი სპეციალისტი ვ------------------–--- და ამავე ცენტრის სპეციალისტი მ--------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის ცენტრის მიმართვა(იხ.ტ.III. სფ.16).
4.16. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ახალციხის რაიონის სოფელ ს----––ი მდებარე მიწის ნაკვეთების: ს.კ. 6--13------- მესაკუთრე ა-------------------------ი და ს.კ. 6--13------- მესაკუთრე ჟ--------–--------- საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძვლის შესახებ, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიმართვა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს(იხ.ტ.III. სფ.24).
-საჯარო რესტრის სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის უფროსის მიმართვა, (იხ.ტ.III. სფ.25).
4.17. ა---––----------–----–-----------------ის 2016 წლის 13 დეკემბრის №1265 ბრძანების ,,ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის -6 აპრილის №3/030-15წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შესაბამისი სამუშაო ჯგუფის შესახებ" საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმით №3-ით თანახმად ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილება N3/030-15წ-ით განსაზღვრული ვალდებულების -საქმის გარემოებათა გამოკვლევის შესრულების მიზნით კომისიის წევრებმა, ა---––----------–----–-----------------ის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურთან და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან მოწვეული შესაბამისი სპეციალისტების დახმარებით, უზრუნველყვეს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ს----––ი მდებარე უძრავი ქონების (ს/კN6--13-------) და (ს/კ 6--13-------) სიტუაციური ნახაზებისა და ფოტომასალის სრულყოფილად შესწავლა/გამოკვლევას, რა დროსაც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შესაბამისმა სპეციალისტებმა განახორციელეს სპეციალური მოწყობილობით GPS სადგურის საშუალებით, სოფელ ს----––ი მდებარე უძრავი ქონების (ს/კ N6--13-------) და (ს/კ 6--13-------) აზომვა და სიტუაციური ნახაზის შექმნა.
ახალციხის რაიონუის სოფელი ს----–-ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე შესწავლილი გარემოებათა და ობეიქტური გამოკვლევის სამართლებრივი შეფასების შედეგად დგინდება, რომ ჟ--------–----------ა და ა--------------------------- მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში ასახულს, არსებული გარემობების შესაბამისად ივარაუდება, რომ მხარეების მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაცია დაზუსტებული უნდა იყოს მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში ასახულის შესაბამისად.
ახლციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 14 მაისის N645/5 წერილის საფუძველზე, ა-------------------------ს მიეცა თანხმობა, ახალციხის რაიონის სოფელ ს----––ი მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კN6--13-------) მის მიერ წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად ეწარმოებიან პირველი კლასის მშენებლობა კერძოს: პირუტყვის სადგომი. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან პირუტყვის სადგომზე მშენებლობის ნაბართვა გაცემულია 42,2 კვ.მ-ზე, ხოლო მის მიერ აშენებული შენობა ნაგებობა დღის მდგომარეობით აგებულია 70, 863 კმ-ზე.
ფოტომასალისა და სიტუაციურლი ნახაძის გამოკვლევის შედეგად დგინდება რომ მოქ. ა-------------------------ს მიერ აშენებლი ობიექტი ფაქტობრივი მდგომარეობით შეადგენს 73,18 კვ-ს აღნიშნული განაშენიანების ფართიდან ავტოფარეხი შეადგენს 29.23 კვ.მ-ს ხოლო პირუტყვის სადგომი 43.45 კვ.-სს.
პირუტყვის სადგომზე მიშენებულია ავტოფარეხი, აღნიშნული ავტოფარეხის მშენებლობის კანონიერი საფუძველის დადგენის მიზნით, მუნიციპალტეტის გამგეობია 01.03.217 წლის N593/07 წერილის საფუძველზე მიმართა ა-------------------------ს შესაბამსიი დოკუემნტების წარმოდგენის თაობაზე, სამუშაო ჯგუფის მიერ განხილუილი და ფაქტობრვი მდგომარეობის შესავალის შედეგად ასევე დგინდება, რომ ელექტორნული რეგისტრაციის შესაბამისად, ა-------------------------ს მიერ ფაქტობრივად აშენებული ავტოფარეხის 18,37 კვ.მ სცდება მის მფლობელბოაში არსებულ მიწის ნაკვეთს (ს/კ 6--1--------- აქედან 14.33 კვ.მ გადასულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, ხოლო 4,04 კვ.მ მოქცეულია ჟ--------–---------- საკუთრებაში არსებულ რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 6--13-------) საბოლოო ჯამში, ელექტრონული რეგისტრაციის შესაბამისად, ა--------------------------- მიერ უკანონოდ დაკავებულია სახელმწიფო მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი ფართით 14,33 კვ.მ და დამხამრე სათავსო 2,63 კვ.მ.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 აპრილის გადაწყვეტიელბის N3/030-15 შესრულებისას, ელექტორნული რეგისტრაციის საფუძვლით, ასევე გამოვლინდა მოქ. ჟ--------–---------- მიერ 2,89 კვ.მ-ის სახელმწიფო ქონების დაკავება, რომელზეც მდებარეობს მის მფლობელობაში არსებული ავტოფარეხის ნაწილი.
სამუშაო ჯგუფის მიერ, შესაბამისი ფაქტობრივი მდგომარეობის შესწავლის შედეგად ასევე დადგინდა, რომ ჟ--------–--------ას ელექტრონული რეგისტრაციის, თავის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ 6--13-------) მოსაზღვრედ დაკავებული აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფართიც - 116.47, კვ.მ-ის ოდენობით, ამასთან ქონების მართვის მიერ წარმოდგენილი სატუაციური ნახაზით ირკვევა, რომ ჟ--------–---------- მიერ დარღვეულია ასევე სამეზობლო საზღვარი, კერძოდ ჟ--------–--------- 6,43 კვ.მ -ის ოდნეობით შეჭრილია თავისი მეზობლის საკომლო საკუთრების (მესკუთრეები: ა-------–-------------------------–------------------–--------------------–----------–------------–--------; ს/კ 6--1-----078) მიწის ნაკვეთზე.
ა---––----------–----–-----------------ის 2016 წლის 13 დეკემბრის N1265-ე ბრძანების ,,ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 აპრილის N3/030-15წ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შესაბამისი სამუშაო ჯგუფის შესახებ" შესახებ შექმინილი სამუშაო ჯგუფის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენოტს მიერ მოძიებული იქნა ინფორმაცია ჟ--------–---------- და ა--------------------------- მიერ დარეგისტრირებული სადაო უძრავი ქონების საფუძვლების შესახებ. მოძიებული ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ ა-------------------------ს ახალციხის რაიონულის სოფელი ს----–-ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1998 წლის N98 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული აქვს ,,სახლი ეზოთი" 450,00 კვ.მ -ის ოდნეობით, საკუთრების უფლება დარეგისტრირებული აქვს ასევე 450,00 კვ.მ-ზე ფაქტობრივად კი სარგებლბოს 466, 3 კვ.-მ-ის ოდენობით მიწის ნაკვეთით.
ჟ--------–--------ს ახალციხის რაიონულის სოფელ ს----–-ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1995 წლის N99 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით გაცემული აქვს ,,სახლი ეზოთი 1800 კვ.მ -ის ოდენობით, საკუთრების უფლება დარეგისტრირებული აქვს 1781 კც.მ -ზე ფაქტობრივად კი სარგებლობს 1890 კვ.მ -ის ოდნეობის მიწის ნაკვეთს.
კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია მხარეთა მიერ დაზუსტებულ იქნეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, შესაბამისად გასწორდეს მიწის ნაკვეთის საკადატრო ამომვითი ნახაზი და მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით დღის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა შესაბამისობაში მივიდეს საკუთრების უფლების რეგისტრირებულ მონაცემებთან, რომლის საერთო ოდენობაც დაზუსტდა მიღება-ჩაბარების აქტში ასახულთან.
აღნიშნული საკუთხის ირგვლის სხდომის წევრის - ვ------------------–--ის მიერ გამოთქმული მოსაზრების შესაბამისად, ელექტორნულ ვირტუალურ ბაზაზე ფიქსირდება როგორც მოქალაქო ა--------------------------- მიერ მშენებლობის პოროცესში დარღვეული პირობები, ასევე ელექტორნული ვერსიით დგინდება ჟ--------–---------- მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 116,48 კვ.მ-ის ოდენობის ფართის დაკავება, რომელზეც ორივე მხარის მიმართ, კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმათა შესაბამისად გასატარებელია შესაბამისი ღონისძიებანი.
ასევე კომისიის სხვა წევრთა მიერ აღნიშნა, რომ მიზანშეწონიალი განხორციელდეს ა--------------------------- მიერ უკანონოდ აშენებული ქონების ნაწილის დემონტაჟი, ხოლო ჟ--------–--------ს გაეგზავნა შეტყობინება -ჟ--------–---------- მიერ ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული ტერიტორიის საკუთრებაში არსებულის შესაბამისობაშიო მოყვანა.
მხარეთა მიერ დაზუსტებულ იქნეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, შესაბამისად გასწორდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვთი ნახაზი და დღეის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა შესაბამისობაში მოვიდეს საკუთრების უფლების რეგისტრირებულ მონაცემებთან, რომლის საერთო ოდენობაც, მუნიციპალიტეტთნა შეთანხმების საფუძველზე დაზუსტდა ფაქტიურ მდგომარეობის შსაბამისად.
ა--------------------------- მიერ (ს/კ N6--13-------) უკანონოდ აშენებულ მშენებლობასთან დაკავშირებით, განხორციელდეს საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 25-ე მუხლის ნაწილის, 43-ე მუხლის ,,გ" პუნქტისა და 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებანი.
ა--------------------------- უძრავ ქონებაზე განხორციელდეს ა--------------------------- მიერ უკანონოდ აშენებული შენობა ნაგებობის ნაწილის დემონტაჟი, ჟ--------–---------- კუთვნილი შენობის (ს/კ 6--13-------) გარე კედლიდან არანაკლებ 2 მეტრისა.
წინამდებარე ოქმში ასახული სარეკომენდაციო სახის გადაწყვეტილება, გაეგზავნოს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს, შემდგომი რეაგირების მიზნით, თანდართულ დანართთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა---––----------–----–-----------------ის 2016 წლის 13 დეკემბრის №1265 ბრძანების ,,ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის -6 აპრილის №3/030-15წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შესაბამისი სამუშაო ჯგუფის შესახებ" საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმით №3(ტომი I ს.ფ 92-94).
4.18. 2017 წლის 20 აპრილს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოიცა ბრძანება N685 07, რომლის თანახმად: ა---––----------–----–-----------------ის 2016 წლის 13 დეკემბრის N1265-ე ბრძანების საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის 2017 წლის 13 მარტის N3 სხდომის ოქმში ასახული გარემოებათა გამოკვლევისა და შესწავლილი საქმის ადმინისტრაციული მასალების გათვალისწინებით:
ა) ა--------------------------- (პ/ნ 4----------) და ჟ--------–---------- (პ/ნ4----------) მიერ დაზუსტებული იქნა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე. მხარეების მიერ მუნიციპალიტეტთან შეთანხმების საფუძველზე, რეგისტრირებეულ მონაცემებში მოხდეს ცვლილების შეტანა და რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი გასწორდეს დღეის მდოგმარეობით არსებული ფაქტობრივი მდგომარეობისა და მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემულიმიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად.
ბ) ა--------------------------- მიერ (ს/კ-N6--13-------) უკანონოდ აშენებული მშენებლობასთან დაკავშირებით, განხორციელდეს საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა სდა თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"-გათვალისწინებული შესაბამისი საჯარიმო სანქციები.
გ) წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის აღსრულების შემდგომ ა--------------------------- უძრავ ქონებაზე (ს/კ 6--13-------) განხორცეილდეს ა--------------------------- მიერ უკანონოდ აშენებული შენობა ნაგებობის ნაწილის დემონტაჟი, ჟ--------–---------- კუთვნილი შენობის
(ს/კ 6--13-------) გარე კედლიდან არანაკლებ 2 მეტრისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 20 აპრილს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოიცა ბრძანება N685 07(ტომი I ს.ფ 95).
4.19. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ა---––----------–----–-----------------ის 2017 წლის 20 აპრილის N685 07 ბრძანების ,,ა" პუნქტი: ,,ა-------------------------ს (პ/ნ4----------) და ჟ--------–---------- (პ/ნ 4----------) მიერ დაზუსტებულ იქნეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე. მხარეების მიერ მუნიციპალიტეტთან შეთანხმების საფუძველზე, რეგისტრირებულ მონაცემებში მოხდეს ცვლილების შეტანა და რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი გასწორდეს დღეის მდგომარეობით არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობის და მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად".
მხარეთა მიერ ახალციხის რაიონული სასამართლო გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება(იხ.ტ.4.სფ.11-41).
-თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება(იხ.ტ.4.სფ.193-215).
4.20. ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ა-----------------------ის მიერ აშენებული პირუტყვის სადგომი და ა/ფარეხი მოქცეულია ერთი სახურავის ქვეშ, მთლიანი ლენტური საძირკველით. აქედან გამომდინარე შენობა მთლიანია, თუ რა ზიანი ადგება ალ--------ის ა/ფარეხს მოცემულია კვლევის ტესტში.
ა-----------------------ის მიერ აშენებული პირუტყვის სადგომი და ა/ფარეხი აშენებულია საქართველოში მოქმედი საშენებლო ნორმების "სეისმომედეგი მშენებლობა" პ/ნ 01.01-09 დარღვევებით. სრული სურათი მოცემულია კვლევის ტექსტში.
ა-----------------------ის მიერ აშენებული ა/ფარეხი და პირუტყვის სადგომი ხელს უშლის ჟ--------–--------ს თავისი ა/ფარეხით სარგებლობაში, ვინაიდან დაცილებული არ არის ნორმებით გათვალისწინებული მანძილი.
ა-----------------------ის მიერ აშენებული ა/ფარეხის ტორსული კედელი, რომელიც მიჯნით არის მიდგმული ამ ეტაპისთვის არ აზიანებს ჟ--------–---------- საკუთრებაში არსებული ა/ფარეხის კედელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ექსპერტიზის დასკვნა( ტომი 1 ს.ფ 101-105)
4.21. ახალციხის მუნიციპალიტეტის ინფრასდრუქტურის სამსახურის კომისიის 2014 წლის 25 აპრილის ოქმით დადგენილია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ს----––ი ა-----------------------ი აწარმოებდა ავტოფარეხის მშენებლობას. შემოწმების მომენტში აღმოჩნდა, რომ ავტოფარეხის მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობს. საქმიანობის კანონიერებაზე პასუხისმგებელი პირია ა------------------------, რომელიც ადასტურებს აღნიშნულ ფაქტს.
ა-----------------------ის მიერ წარმოებული მშენებლობა მიმდინარეობს მშენებლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე. პასუხისმგებელმა პირმა ა-----------------------მა დაადასტურა აღნიშნული ფაქტი.
ა-----------------------ი ცნობილი იქნა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის" შესახებ კოდექსის 43-ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტის გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენაში სამართალდამრღვევად.
ა-----------------------ი ჩადენილი სამართალდარღვევისთვის დაჯარიმდეს 200 (ორასი) ლარით და შეჩერებულ იქნეს უნებართვოდ მიმდინარე მშენებლობა მშენებლობის ნებართვის აღებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ახალციხის მუნიციპალიტეტის ინფრასდრუქტურის სამსახურის კომიის 2014 წლის 25 აპრილის ოქმი(იხ.ტ.5.სფ.91-92).
-ჯარიმის გადახდის ქვითარი(იხ.ტ.5.93)
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ა---––----------–----–-----------------ის 2017 წლის 20 აპრილის N685 07 ბრძანების ,,ბ" ქვეპუნქტი-ა--------------------------- მიერ უკანონოდ აშენებულ მშენებლობასთან დაკავშირებით განხორციელდეს საქართველოს კანონის,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათავლისწინებული შესაბამისი საჯარიმო სანქციები, ხოლო სხვა ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
_ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
_ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
_ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“
_ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის N57 დადგენილება
7. სამათლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის „ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.“ ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო განმარტავს, რომ ა---––----------–----–-----------------ის 2017 წლის 20 აპრილის N685 07 ბრძანება: ,,ბ“ ქვეპუნქტი: ა--------------------------- მიერ ( ს.კ.6--13-------) უკანონოდ აშენებულ მშენებლობასთან დაკავშირებით განხორცილდეს საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით „ გათვალისწინებული შესაბამისი საჯარიმო სანქციები და ამავე ბრძანების ,,გ“ ქვეპუნქტი-ი- წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქ/პ-ის აღსრულების შემდგომ, ა--------------------------- უძრავ ქონებაზე( ს.კ.6--13-------) განხორციელდეს ა--------------------------- მიერ უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის ნაწილის დემონტაჟი, ჟ--------–---------- კუთვნილი შენობის(ს/კ.6--13-------) გარე კედლიდან არანაკლებ 2 მეტრისა, წარმოადგენენენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, რომლის კანონიერება სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.
7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
დადგენილია, რომ 2015 წლის 18 თებერვალს ჟ--------–--------მა სარჩელით მომართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს ა---––----------–----–-----------------ის მიმართ და ითხოვა: 1) ბათილად იქნეს ცნობილი ა---––----------–----–-----------------ის 2014 წლის 14 მაისის №645/5 მიმართვა; 2) დაევალოს ა---––----------–----–-------------------, ახალციხის რაიონის სოფელ ს----––ი, ა--------------------------- მიერ უკანონოდ აშენებული 70.863 კვ.მ. ფართის მქონე ერთიანი ნაგებობიდან უკანონოდ სახელმწიფოსა და ჟ--------–---------- კუთვნილ მიწაზე აშენებული ნაწილის დემონტაჟის შესახებ საქმის წარმოება; 3) დაევალოს ა---––----------–----–------------------- გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დაავალდებულებს ა-------------------------ს თავისსავე კუთვნილ მიწის ნაკვეთზე პირუტყვის სადგომის მშენებლობის ან ფუნქციონირებისას დაიცვას ასეთი ტიპის მშენებლობებისათვის დადგენილი მანძილი. საქმეში მესამე პირს წარმოადგენდა ა-------------------------ი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილებით ჟ--------–---------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
ა). სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ა---––----------–----–-----------------ის 2014 წლის 14 მაისის №645/5 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
ბ). დაევალა მოპასუხე ა---––----------–----–------------------- საქმის გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ გამოცემა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
- ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილებით დადგენილია:
ა) ახალციხის რაიონის სოფელ ს----––ი მცხოვრებ ჟ--------–--------ს 1995 წლიდან საკუთრებაში აქვს 1781 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი მასზე არსებული საცხოვრებელი სახლით, მინაშენით და ბოსლით.
ბ). ახალციხის რაიონის სოფელ ს----––ი მცხოვრებ ა-------------------------ს 1998 წლიდან საკუთრებაში აქვს 450 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი მასზე არსებული საცხოვრებელი სახლით და ბოსლით.
გ). ჟ--------–---------- და ა--------------------------- საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის თავისუფალი მანძილია ერთი მეტრი.
დ). ა-------------------------ი უნებართვო მშენებლობის წარმოებისას შემოწმებული იქნა ა---––----------–----–-----------------ის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გამწვანების სამსახურის სპეციალისტის ა-–--------------–----ის მიერ, შემოწმებით დადგენილი იქნა, რომ ა-------------------------ს აშენებული ჰქონდა ობიექტი და არ გააჩნდა საპროექტო დოკუმენტაცია. შემოწმებისას არ იქნა დადგენილი რა ფართობზე განახორციელა ა-------------------------მა უნებარვო მშენებლობა.
ე). ა--------------------------- მიერ უნებართვო მშენებლობის საკითხი განხილული იქნა 2014 წლის 25 აპრილს, რა დროსაც ა-------------------------ი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენაში და დაჯარიმებული იქნა 200 ლარით და შეჩერებული იქნა უნებართვოდ მიმდინარე მშენებლობა მშენებლობის ნებართვის აღებამდე. რის შესახებაც ეცნობა ჟ--------–--------ს.
ვ). ა-------------------------ს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე დროებით შემცვლელის 2014 წლის 14 მაისის წერილით ეცნობა, რომ ა---––----------–----–-----------------ა თანახმა იყო ახალციხის რაიონი სოფელ ს----––ი მდებარე მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით 6--13------- ეწარმოებინა პირუტყვის სადგომის მშენებლობა.
ზ). ა--------------------------- მიერ აშენებული შენობა პირუტყვის სადგომის და ავტოფარეხის ფართობი შეადგენს 8.97X7.90, ანუ 70.863მ2, შენობა მოქცეულია ერთი სახურავის ქვეშ, მთლიანი ლენტური საძირკვლით და წარმოადგენს ერთ მთლიან შენობას; შენობა აშენებულია საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების დარღვევით; ა--------------------------- მიერ აშენებული შენობა ხელს უშლის ჟ--------–--------ს თავისი ა/ფარეხით სარგებლობაში, ვინაიდან დაცილებული არ არის ნორმით გათვალისწინებული მანძილი და შენობა ფარავს საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელ ფართს 27,7 კვ.მ-ით და ჟ--------–---------- საკუთრებაში არსებული საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ განაშენიანებულ ფართს 3.7კვ.მ-ით და ჟ--------–---------- საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს 5.5 კვ.მ-ით.
ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ა--------------------------- და ა---––----------–----–-----------------ის მიერ გასაჩივრებული იქნა თბილისი სააპელაციო სასამართლოში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ, საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის განჩინებით საპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად იქნა დატოვებული ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილება, რაც შესულია კანონიერ ძალაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ, საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის განჩინებით დადგენილი იქნა დამატებით, რომ მოსარჩელე ჟ--------–--------ს 1995 წლიდან საკუთრებაში აქვს 1781 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო(საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი მასზე არსებული საცხოვრებელ სახლით, მინაშენით და ბოსლით; ასევე მის მეზობლად მცხოვრებ ა-------------------------ს 1998 წლიდან საკუთრებაში აქვს 450 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო(საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი მასზე არსებული საცხოვრებელ სახლით და ბოსლით, ამასთან ჟ--------–---------- და ა--------------------------- საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის თავისუფალი მანძილი ერთი მეტრია; დადგენილია, რომ ა-------------------------მა განახორციელა ობიექტის მშენებლობა საპროექტო დოკუმენტის გარეშე; შესაბამისად, ა-------------------------ი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 43-ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენაში და დაჯარიმებულ იქნა 200 ლარით (2015 წლის 25 აპრილს) შეჩერებულ იქნა უნებართვოდ მიმდინარე მშენებლობა მშენებლობის ნებართვის აღებამდე;
ა-------------------------ს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე დროებით შემცვლელის 2014 წლის 14 მაისის წერილობით ეცნობა, რომ ა---––----------–----–-----------------ა თანახმა იყო ახალციხის რაიონი სოფელ ს----––ი მდებარე მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით 6--13------- ეწარმოებინა პირუტყვის სადგომის მშენებლობა; დადგენილია, რომ ა--------------------------- მიერ აშენებულ იქნა პირუტყვის სადგომი და ავტოფარეხი, რომლის ფართი შეადგენს 70.863კვ.მ-ს, შენობები მოქცეულია ერთი სახურავის ქვეშ, მთლიანი ლენტური საძირკვლით და წარმოადგენს ერთ მთლიან შენობას'
დადგენილია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 აპრილის N3/030-15 წ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ა---––----------–----–-----------------ის 2016 წლის 13 დეკემბერის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი.
ა---––----------–----–-----------------ის 2016 წლის 13 დეკემბრის №1265 ბრძანების ,,ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის -6 აპრილის №3/030-15წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შესაბამისი სამუშაო ჯგუფის შესახებ" საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმით №1-ით დადგენილია, რომ სადაო ქონების მისწის ნაკვეთის ასაზომად და საკუთრების უფლებამოსილი პირის დასადგენად ახალციხის მუნიციპალიტეტის მხრიდან მოწვეული იქნა შესაბამისი კვლაფიკაციის მქონე მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი, რომლის დასკვნის საფუძველზეც ა---––----------–----–-----------------ის 2016 წლის 13 დეკემბრის N1265-ე ბრძანების ,,ახალციხის რაიონული სასამართლის 2015 წლის 06 აპრილის N3/030-15წ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შესაბამისი სამუშაო ჯგუფის შესახებ" მიხედვით შექმნილი სამუშაო ჯგუფი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
-ა---––----------–----–-----------------ის 2016 წლის 13 დეკემბრის №1265 ბრძანების ,,ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის -6 აპრილის №3/030-15წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შესაბამისი სამუშაო ჯგუფის შესახებ" საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმით №2-ით დადგენილია, ა---––----------–----–------- აღნიშნული გარემოების შესასწავლად არ გააჩნია საკმარისი რესურსი ინფრასტრუქტურული კუთხით და საკუთარი ძალებით ვერ უზრუნველყოფს სადაო ქონების მიწის ნაკვეთის კუთვნილების განსაზღვრას, კომისიის მიერ შესაბამისი უფლებამოსილი ფიზიკურ/იურიდიული პირისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიმართვის საფუძველზე გამოირკვეს: სოფელ ს----––ი მდებარე უძრავი ქონება- რეგისტრირებული ა--------------------------- სახელზე (ს/კ N6--13-------) დაზუსტებული ფართობი 450.00 კვ.მ შენობა ნაგებობის დასახელება -N2 ბოსელი) არის თუ არა მოქცეული ს/კ N6--13--------ის ფარგლებში ან/და ხომ არ მდებარეობს სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთზე.
დაევალა ახაალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 13 დეკემბერს N1265-ე ბრძანების ,,ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 აპრილის N3/030-15წ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შესაბამისი სამუშაო ჯგუფი შესახებ" საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომის მდივანს, მოამზადოს შესაბამისი შინაარსის წერილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან ზემოაღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე.
დადგენილია, რომ 2017 წლის 20 იანვრის წერილით ა---––----------–----–------------------- მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მისგან მუდმივ წევრად შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სპეციალისტის წარდგენა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის ცენტრის მიერ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი იქნა ამავე ცენტრის წამყვანი სპეციალისტი ვ------------------–--- და ამავე ცენტრის სპეციალისტი მ--------------
დადგენილია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ახალციხის რაიონის სოფელ ს----––ი მდებარე მიწის ნაკვეთების: ს.კ. 6--13------- მესაკუთრე ა-------------------------ი და ს.კ. 6--13------- მესაკუთრე ჟ--------–--------- საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძვლის შესახებ, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.
ა---––----------–----–-----------------ის 2016 წლის 13 დეკემბრის №1265 ბრძანების ,,ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის -6 აპრილის №3/030-15წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შესაბამისი სამუშაო ჯგუფის შესახებ" საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმით №3-ით დადგენილია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილება N3/030-15წ-ით განსაზღვრული ვალდებულების -საქმის გარემოებათა გამოკვლევის შესრულების მიზნით კომისიის წევრებმა, ა---––----------–----–-----------------ის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურთან და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან მოწვეული შესაბამისი სპეციალისტების დახმარებით, უზრუნველყვეს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ს----––ი მდებარე უძრავი ქონების (ს/კN6--13-------) და (ს/კ 6--13-------) სიტუაციური ნახაზებისა და ფოტომასალის სრულყოფილად შესწავლა/გამოკვლევას, რა დროსაც სახელმწიფო ქონებასი ეროვნული სააგენტოს შესაბამისმა სპეციალისტებმა განახორციელეს სპეციალური მოწყობილობით GPS სადგურის საშუალებით, სოფელ ს----––ი მდებარე უძრავი ქონების (ს/კ N6--13-------) და (ს/კ 6--13-------) აზომვა და სიტუაციური ნახაზის შექმნა.
ახალციხის რაიონის სოფელი ს----–-ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე შესწავლილი გარემოებათა და ობეიქტური გამოკვლევის სამართლებრივი შეფასების შედეგად დგინდება, რომ ჟ--------–----------ა და ა--------------------------- მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში ასახულს, არსებული გარემობების შესაბამისად ივარაუდება, რომ მხარეების მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაცია დაზუსტებული უნდა იყოს მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში ასახულის შესაბამისად.
ახლციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 14 მაისის N645/5 წერილის საფუძველზე, ა-------------------------ს მიეცა თანხმობა, ახალციხის რაიონის სოფელ ს----––ი მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კN6--13-------) მის მიერ წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად ეწარმოებიან პირველი კლასის მშენებლობა კერძოდ: პირუტყვის სადგომი. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან პირუტყვის სადგომზე მშენებლობის ნაბართვა გაცემულია 42,2 კვ.მ-ზე, ხოლო მის მიერ აშენებული შენობა ნაგებობა დღის მდგომარეობით აგებულია 70, 863 კმ-ზე.
ფოტომასალისა და სიტუაციური ნახაზის გამოკვლევის შედეგად დგინდება, რომ მოქ. ა-------------------------ს მიერ აშენებული ობიექტი ფაქტობრივი მდგომარეობით შეადგენს 73,18 კვ-ს აღნიშნული განაშენიანების ფართიდან ავტოფარეხი შეადგენს 29.23 კვ.მ-ს ხოლო პირუტყვის სადგომი 43.45 კვ.-სს.
პირუტყვის სადგომზე მიშენებულია ავტოფარეხი, აღნიშნული ავტოფარეხის მშენებლობის კანონიერი საფუძველის დადგენის მიზნით, მუნიციპალტეტის გამგეობის 01.03.217 წლის N593/07 წერილის საფუძველზე მიმართა ა-------------------------ს შესაბამისი დოკუემნტების წარმოდგენის თაობაზე, სამუშაო ჯგუფის მიერ განხილუილი და ფაქტობრვი მდგომარეობის შესავალის შედეგად ასევე დგინდება, რომ ელექტორნული რეგისტრაციის შესაბამისად, ა-------------------------ს მიერ ფაქტობრივად აშენებული ავტოფარეხის 18,37 კვ.მ სცდება მის მფლობელბოაში არსებულ მიწის ნაკვეთს (ს/კ 6--1--------- აქედან 14.33 კვ.მ გადასულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, ხოლო 4,04 კვ.მ მოქცეულია ჟ--------–---------- საკუთრებაში არსებულ რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 6--13-------) საბოლოო ჯამში, ელექტრონული რეგისტრაციის შესაბამისად, ა--------------------------- მიერ უკანონოდ დაკავებულია სახელმწიფო მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი ფართით 14,33 კვ.მ და დამხამრე სათავსო 2,63 კვ.მ.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილების N3/030-15 შესრულებისას, ელექტრონული რეგისტრაციის საფუძვლით, ასევე გამოვლინდა მოქ. ჟ--------–---------- მიერ 2,89 კვ.მ-ის სახელმწიფო ქონების დაკავება, რომელზეც მდებარეობს მის მფლობელობაში არსებული ავტოფარეხის ნაწილი.
სამუშაო ჯგუფის მიერ, შესაბამისი ფაქტობრივი მდგომარეობის შესწავლის შედეგად ასევე დადგინდა, რომ ჟ--------–--------ას ელექტრონული რეგისტრაციის, თავის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ 6--13-------) მოსაზღვრედ დაკავებული აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფართიც - 116.47, კვ.მ-ის ოდენობით, ამასთან ქონების მართვის მიერ წარმოდგენილი სატუაციური ნახაზით ირკვევა, რომ ჟ--------–---------- მიერ დარღვეულია ასევე სამეზობლო საზღვარი, კერძოდ ჟ--------–--------- 6,43 კვ.მ -ის ოდენობით შეჭრილია თავისი მეზობლის საკომლო საკუთრების (მესკუთრეები: ა-------–-------------------------–------------------–--------------------–----------–------------–--------; ს/კ 6--1-----078) მიწის ნაკვეთზე.
ა---––----------–----–-----------------ის 2016 წლის 13 დეკემბრის N1265-ე ბრძანების ,,ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 აპრილის N3/030-15წ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შესაბამისი სამუშაო ჯგუფის შესახებ" შესახებ შექმინილი სამუშაო ჯგუფის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენოტს მიერ მოძიებული იქნა ინფორმაცია ჟ--------–---------- და ა--------------------------- მიერ დარეგისტრირებული სადაო უძრავი ქონების საფუძვლების შესახებ. მოძიებული ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ ა-------------------------ს ახალციხის რაიონულის სოფელი ს----–-ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1998 წლის N98 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული აქვს ,,სახლი ეზოთი" 450,00 კვ.მ -ის ოდნეობით, საკუთრების უფლება დარეგისტრირებული აქვს ასევე 450,00 კვ.მ-ზე ფაქტობრივად კი სარგებლობს 466, 3 კვ.-მ-ის ოდენობით მიწის ნაკვეთით.
ჟ--------–--------ს ახალციხის რაიონულის სოფელ ს----–-ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1995 წლის N99 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით გაცემული აქვს ,,სახლი ეზოთი 1800 კვ.მ -ის ოდენობით, საკუთრების უფლება დარეგისტრირებული აქვს 1781 კც.მ -ზე ფაქტობრივად კი სარგებლობს 1890 კვ.მ -ის ოდნეობის მიწის ნაკვეთს.
კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია მხარეთა მიერ დაზუსტებულ იქნეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, შესაბამისად გასწორდეს მიწის ნაკვეთის საკადატრო ამომვითი ნახაზი და მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით დღის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა შესაბამისობაში მივიდეს საკუთრების უფლების რეგისტრირებულ მონაცემებთან, რომლის საერთო ოდენობაც დაზუსტდა მიღება-ჩაბარების აქტში ასახულთან.
აღნიშნული საკითხის ირგვლივ სხდომის წევრის - ვ------------------–--ის მიერ გამოთქმული მოსაზრების შესაბამისად, ელექტრონულ ვირტუალურ ბაზაზე ფიქსირდება როგორც მოქალაქო ა--------------------------- მიერ მშენებლობის პოროცესში დარღვეული პირობები, ასევე ელექტორნული ვერსიით დგინდება ჟ--------–---------- მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 116,48 კვ.მ-ის ოდენობის ფართის დაკავება, რომელზეც ორივე მხარის მიმართ, კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმათა შესაბამისად გასატარებელია შესაბამისი ღონისძიებანი.
ასევე კომისიის სხვა წევრთა მიერ აღნიშნა, რომ მიზანშეწონილია განხორციელდეს ა--------------------------- მიერ უკანონოდ აშენებული ქონების ნაწილის დემონტაჟი, ხოლო ჟ--------–--------ს გაეგზავნა შეტყობინება -ჟ--------–---------- მიერ ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული ტერიტორიის საკუთრებაში არსებულის შესაბამისობაშიო მოყვანა.
მხარეთა მიერ დაზუსტებულ იქნეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, შესაბამისად გასწორდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვთი ნახაზი და დღეის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა შესაბამისობაში მოვიდეს საკუთრების უფლების რეგისტრირებულ მონაცემებთან, რომლის საერთო ოდენობაც, მუნიციპალიტეტთან შეთანხმების საფუძველზე დაზუსტდა ფაქტიურ მდგომარეობის შესაბამისად.
ა--------------------------- მიერ (ს/კ N6--13-------) უკანონოდ აშენებულ მშენებლობასთან დაკავშირებით, განხორციელდეს საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 25-ე მუხლის ნაწილის, 43-ე მუხლის ,,გ" პუნქტისა და 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" პუნქტით გათვალისიწნებული ღონისძიებანი.
ა--------------------------- უძრავ ქონებაზე განხორციელდეს ა--------------------------- მიერ უკანონოდ აშენებული შენობა ნაგებობის ნაწილის დემონტაჟი, ჟ--------–---------- კუთვნილი შენობის (ს/კ 6--13-------) გარე კედლიდან არანაკლებ 2 მეტრისა.
წინამდებარე ოქმში ასახული სარეკომენდაციო სახის გადაწყვეტილება, გაეგზავნოს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს, შემდგომი რეაგირების მიზნით, თანდართულ დანართთან ერთად.
2017 წლის 20 აპრილს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოიცა ბრძანება N685 07, რომლის თანახმად: ა---––----------–----–-----------------ის 2016 წლის 13 დეკემბრის N1265-ე ბრძანების საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის 2017 წლის 13 მარტის N3 სხდომის ოქმში ასახული გარემოებათა გამოკვლევისა და შესწავლილი საქმის ადმინისტრაციული მასალების გათვალისწინებით:
ა) ა--------------------------- (პ/ნ 4----------) და ჟ--------–---------- (პ/ნ4----------) მიერ დაზუსტებული იქნა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე. მხარეების მიერ მუნიციპალიტეტთან შეთანხმების საფუძველზე, რეგისტრირებეულ მონაცემებში მოხდეს ცვლილების შეტანა და რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი გასწორდეს დღეის მდოგმარეობით არსებული ფაქტობრივი მდგომარეობისა და მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად.
ბ) ა--------------------------- მიერ (ს/კ-N6--13-------) უკანონოდ აშენებული მშენებლობასთან დაკავშირებით, განხორციელდეს საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"-გათვალისწინებული შესაბამისი საჯარიმო სანქციები.
გ) წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუინქტის აღსრულების შემდგომ ა--------------------------- უძრავ ქონებაზე (ს/კ 6--13-------) განხორციელდეს ა--------------------------- მიერ უკანონოდ აშენებული შენობა ნაგებობის ნაწილის დემონტაჟი, ჟ--------–---------- კუთვნილი შენობის
(ს/კ 6--13-------) გარე კედლიდან არანაკლებ 2 მეტრისა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ა---––----------–----–-----------------ის 2017 წლის 20 აპრილის N685 07 ბრძანების ,,ა" პუნქტი: ,,ა-------------------------ს (პ/ნ4----------) და ჟ--------–---------- (პ/ნ 4----------) მიერ დაზუსტებულ იქნეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე. მხარეების მიერ მუნიციპალიტეტთან შეთანხმების საფუძველზე, რეგისტრირებულ მონაცემებში მოხდეს ცვლილების შეტანა და რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი გასწორდეს დღეის მდგომარეობით არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობის და მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად".
მხარეთა მიერ ახალციხის რაიონული სასამართლო გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
დადგენილია, რომ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ა-----------------------ის მიერ აშენებული პირუტყვის სადგომი და ა/ფარეხი მოქცეულია ერთი სახურავის ქვეშ, მთლიანი ლენტური საძირკველით. აქედან გამომდინარე შენობა მთლიანია, თუ რა ზიანი ადგება ალ--------ის ა/ფარეხს მოცემულია კვლევის ტესტში.
ა-----------------------ის მიერ აშენებული პირუტყვის სადგომი და ა/ფარეხი აშენებულია საქართველოში მოქმედი საშენებლო ნორმების "სეისმომედეგი მშენებლობა" პ/ნ 01.01-09 დარღვევებით.
ა-----------------------ის მიერ აშენებული ა/ფარეხი და პირუტყვის სადგომი ხელს უშლის ჟ--------–--------ს თავისი ა/ფარეხით სარგებლობაში, ვინაიდან დაცილებული არ არის ნორმებით გათვალისწინებული მანძილი.
ა-----------------------ის მიერ აშენებული ა/ფარეხის ტორსული კედელი, რომელიც მიჯნით არის მიდგმული ამ ეტაპისთვის არ აზიანებს ჟ--------–---------- საკუთრებაში არსებული ა/ფარეხის კედელს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის კომიის 2014 წლის 25 აპრილის ოქმით დადგენილია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ს----––ი ა-----------------------ი აწარმოებდა ავტოფარეხის მშენებლობას. შემოწმების მომენტში აღმოჩნდა, რომ ავტოფარეხის მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობს. საქმიანობის კანონიერებაზე პასუხისმგებელი პირია ა----------------------- რომელიც ადასტურებს აღნიშნულ ფაქტს.
ა-----------------------ის მიერ წარმოებული მშენებლობა მიმდინარეობს მშენებლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე. პასუხისმგებელმა პირმა ა-----------------------მა დაადასტურა აღნიშნული ფაქტი.
ა-----------------------ი ცნობილი იქნა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის" შესახებ კოდექსის 43-ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტის გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენაში სამართალდამრღვევად.
ა-----------------------ი ჩადენილი სამართალდარღვევისთვის დაჯარიმდეს 200 (ორასი) ლარით და შეჩერებულ იქნეს უნებართვოდ მიმდინარე მშენებლობა მშენებლობის ნებართვის აღებამდე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 601-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32ე ან 34ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" მე-4 თავით (მუხლი 14-54 მუხლები) რეგულირდება მშენებლობის საქმიანობაზე ზედამხედველობის სფერო. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ამ თავით არ რეგულირდება ა) სამშენებლო საქმიანობა, რომელიც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას; ბ) საშიშ ობიექტებთან დაკავშირებული ის ობიექტები და საქმიანობა, რომელთა კონტროლს არ ითვალისწინებს ეს თავი.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მე-16 მუხლის მე-2-მე-6- ნაწილების თანახმად, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო:
ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გასცემს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვას;
ბ) გასცემს სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვას;
გ) ახორციელებს ობიექტის რეგისტრაციას ობიექტების უწყებრივ რეესტრში;
დ) ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამოუკიდებლად ან აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მეშვეობით ახორციელებს ობიექტის ინსპექტირებას;
ე) დამრღვევს აკისრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, გარდა ამ კოდექსის 421−425 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებისა;
ვ) ახორციელებს ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების დოკუმენტურ კონტროლს ტექნიკური ინსპექტირების ოქმებისა და ინსპექტირების ორგანოების ანგარიშების ანალიზის მეშვეობით;
ზ) გასცემს მითითებას ან/და განსაზღვრავს გონივრულ ვადას შეუსაბამობის გამოსწორებისათვის;
თ) ხელს უწყობს ამ თავით განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას;
ი) ახორციელებს დასახლებათა და სხვა ტერიტორიულ ერთეულთა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების დოკუმენტების შემუშავების ხელშეწყობას, მათი განხილვის ორგანიზებას, მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
კ) აწარმოებს მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებას;
ლ) შეიმუშავებს სამშენებლო-საპროექტო ნორმებს, წესებს, ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროებში;
მ) ახორციელებს პერსონალის გადამზადებას, სწავლებას და ამ მიზნით ატარებს ტრენინგებსა და კურსებს.
3. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის მისაღებად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების გარდა, ნებართვის მაძიებელი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დამატებით წარუდგენს:
ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენებისას სამუშაოთა წარმოების სიტუაციურ გეგმას, პროექტს ან პასპორტს;
ბ) მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების შესახებ.
4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი დაწესებულებები ახორციელებენ ობიექტების ზედამხედველობას, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემისადმი დაქვემდებარებული ობიექტებისა.
5. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ზედამხედველობის დროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციებია:
ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განახორციელოს სახელმწიფო ზედამხედველობა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე, აგრეთვე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში
ბ) უზრუნველყოს მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების პროცესში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ჩართვა;
გ) განახორციელოს უფლებამოსილი ორგანოების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა;
დ) ამ კოდექსის 25-ე და 26-ე მუხლებით დადგენილი წესით შეაჩეროს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების საფუძველი შეიძლება იყოს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა, მშენებლობის მონაწილეთა მიერ მშენებლობის უსაფრთხოებისა და შენობა-ნაგებობის საექსპლუატაციო საიმედოობის დაცვა;
ე) გააკონტროლოს მშენებლობის მონაწილეთა მიერ მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო და ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის მოთხოვნების დაცვა.
6. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ზედამხედველობის დროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია:
ა) შეამოწმოს მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული სამშენებლო ობიექტები;
ბ) მშენებლობის მონაწილეებს მოსთხოვოს ყველა აუცილებელი საპროექტო, ნორმატიული, საშემსრულებლო და სამშენებლო მასალის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
გ) სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში მშენებლობის მონაწილეთა მიმართ გასცეს მითითება მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ. მითითება გაიცემა იმ შემთხვევაშიც, როდესაც სამშენებლო ობიექტზე არსებული (შემოტანილი) სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ უპასუხებს დადგენილ მოთხოვნებს და მათი გამოყენება უნდა აიკრძალოს. მითითება გაიცემა აგრეთვე სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევის შემთხვევაში;
დ) ამ კოდექსის 25-ე და 26-ე მუხლებით დადგენილი წესით შეაჩეროს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების საფუძველი შეიძლება იყოს:
დ.ა) მშენებლობის ან დემონტაჟის სათანადო ნებართვის გარეშე განხორციელება;
დ.ბ) მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობა, რომლის გამოსწორება მშენებლობის შეჩერების გარეშე შეუძლებელია;
დ.გ) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მითითების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა;
ე) დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში დამკვეთს ან სამშენებლო ორგანიზაციას მოსთხოვოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდებისა და გაზომვების ჩატარება. თუ დარღვევა დადასტურდა, ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევების ხარჯებს გაიღებს დამრღვევი; წინააღმდეგ შემთხვევაში ხარჯებს გაიღებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო;
ვ) მიიღოს დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ. დადგენილების მიღების საფუძველი შეიძლება იყოს:
ვ.ა) უნებართვო მშენებლობის თაობაზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მითითების შეუსრულებლობა;
ვ.ბ) მშენებლობის პროექტის მნიშვნელოვანი დარღვევით განხორციელება, რის გამოც არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა და საიმედოობა;
ვ.გ) შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობებს, არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა და საიმედოობა და ამ დარღვევების გამოსწორება ტექნიკურად შეუძლებელია.
ამავე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად ამ მუხლით, ამ კოდექსის 25-ე, 251, 26-ე და 43-ე–54-ე მუხლებით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებებს სხვა ობიექტების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოები.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის N57 დადგენილების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად: ა) I კლასი – შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს; ბ) II კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით გ) III კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის საშუალო ფაქტორით; დ) IV კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მაღალი ფაქტორით; ე) V კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით (განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობები).
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად „შენობა-ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხორციელდება ასაშენებელი ან სადემონტაჟო შენობა-ნაგებობის პარამეტრების მიხედვით, რეკონსტრუქციისას, იმ შემთხვევაში, როდესაც შენობა-ნაგებობის კლასი იზრდება, კლასი განისაზღვრება შენობა-ნაგებობის საბოლოო (სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული) პარამეტრების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ რეკონსტრუქციისას შენობა-ნაგებობის კლასი მცირდება, მაშინ შენობა-ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხორციელდება არსებული სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობის პარამეტრების მიხედვით“. ხოლო მესამე პუნქტის თანახმად „თუ ერთ კონკრეტულ შენობა-ნაგებობას აქვს სხვადასხვა კლასის განმსაზღვრელი მახასიათებლები, მაშინ შენობა-ნაგებობის კლასს განსაზღვრავს მისი ყველაზე მაღალი მახასიათებელი“.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის N57 დადგენილების 65-ე მუხლით, რომელშიც ჩამოთვლილია იმ შენობა ნაგებობების სახეობები, რომლებიც განეკუთვნება პირველ კლასს და არ საჭიროებს ნებართვას დგინდება, რომ ა-----------------------ის მიერ აშენებული შენობა არ განეკუთვნება პირველი კლასის შენობა ნაგებობას და შესაბამისად საჭიროებდა ნებართვას. რაც ამავე დადგენილების 95-ე მუხლის შესაბამისად საჭიროებდა ექსპლუატაციაში მიღებასაც, მოქ. ა-------------------------ს მიერ აშენებლი ობიექტი ფაქტობრივი მდგომარეობით შეადგენს 73,18 კვ-ს აღნიშნული განაშენიანების ფართიდან ავტოფარეხი შეადგენს 29.23 კვ.მ-ს ხოლო პირუტყვის სადგომი 43.45 კვ.-სს, ე.ი ა--------------------------- მიერ ადგილი ჰქონდა უკანონო მშენებლობას, რადგან ობიექტის მშენებლობა განახორციელა საპროექტო დოკუმენტის გარეშე, რაც დადასტურებულია ასევე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილებით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2016 წლის 15 ივლისის განჩინებით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ ,,სამოქალაქო" საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა ,,სამოქალაქო" საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ; ამასთან მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 2015 წლის 06 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ ა---------- ა-------------- შენობა-ნაგებობების მიმართებაში ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეცვლილა და შესაბამისად ა-----------------------ის მხრიდან სახეზეა უკანონო მშენებლობა სამშნებლო დოკუმენტაციის გარეშე, შესაბამისად ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილი იყო გამოეცა ბრძანება და მოეთხოვა ა--------------------------- უძრავ ქონებაზე (ს/კ 6--13-------) განხორციელდეს ა--------------------------- მიერ უკანონოდ აშენებული შენობა ნაგებობის ნაწილის დემონტაჟი, ჟ--------–---------- კუთვნილიშენობის (ს/კ 6--13-------) გარე კედლიდან არანაკლებ 2 მეტრისა, შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი, რის გამოც ა--------------------------- სარჩელი მითითებულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7.3. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ა---––----------–----–-----------------ის 2017 წლის 20 აპრილის N685 07 ბრძანების ,,ბ“ ქვეპუნქტის, რომლითაც ა--------------------------- მიერ ( ს.კ.6--13-------) უკანონოდ აშენებულ მშენებლობასთან დაკავშირებით განხორცილდეს საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით „ გათვალისწინებული შესაბამისი საჯარიმო სანქციების ბათილად ცნობა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ინფრასდრუქტურის სამსახურის კომიის 2014 წლის 25 აპრილის ოქმით დადგენილია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ს----––ი ა-----------------------ი აწარმოებდა ავტოფარეხის მშენებლობას. შემოწმების მომენტში აღმოჩნდა, რომ ავტოფარეხის მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობს. საქმიანობის კანონიერებაზე პასუხისმგებელი პირია ა----------------------- რომელიც ადასტურებს აღნიშნულ ფაქტს.
ა-----------------------ის მიერ წარმოებული მშენებლობა მიმდინარეობს მშენებლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე. პასუხისმგებელმა პირმა ა-----------------------მა დაადასტურა აღნიშნული ფაქტი.
ა-----------------------ი ცნობილი იქნა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის" შესახებ კოდექსის 43-ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტის გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენაში სამართალდამრღვევად.
ა-----------------------ი ჩადენილი სამართალდარღვევისთვის დაჯარიმდეს 200 (ორასი) ლარით.
ასევე დადგენილია, რომ ა-------------------------ს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე დროებით შემცვლელის 2014 წლის 14 მაისის წერილით ეცნობა, რომ ა---––----------–----–-----------------ა თანახმა იყო ახალციხის რაიონის სოფელ ს----––ი მდებარე მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით 6--13------- ეწარმოებინა პირუტყვის სადგომის მშენებლობა, რომელიც ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი, შესაბამისად სასამართლო განმარტავს, რომ სანამ სასამართლო აღნიშნულ აქტს ცნობდა ბათილად უკანონო მშენებლობა სახეზე არ იყო.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 4-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება.
ამავე კოდექსის მეხუთე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1 პუნქტის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის, იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნას შემოწმებული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
ამავე კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი-ა---––----------–----–-----------------ის 2017 წლის 20 აპრილის N685 07 ბრძანების ,,ბ“ ქვეპუნქტის, რომლითაც ა--------------------------- მიერ ( ს.კ.6--13-------) უკანონოდ აშენებულ მშენებლობასთან დაკავშირებით განხორცილდეს საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით „ გათვალისწინებული შესაბამისი საჯარიმო სანქციები, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, უკანონოდ ზღუდავს მათ უფლებას, რადგან ა-------------------------ს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე დროებით შემცვლელის 2014 წლის 14 მაისის წერილით ეცნობა, რომ ა---––----------–----–-----------------ა თანახმა იყო ახალციხის რაიონი სოფელ ს----––ი მდებარე მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით 6--13------- ეწარმოებინა პირუტყვის სადგომის მშენებლობა, რომელიც ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი, შესაბამისად სასამართლო განმარტავს, რომ სანამ სასამართლო აღნიშნულ აქტს ცნობდა ბათილად უკანონო მშენებლობა სახეზე არ იყო, ამასთან ახალციხის მუნიციპალიტეტის ინფრასდრუქტურის სამსახურის კომისიის 2014 წლის 25 აპრილის ოქმით დადგენილია, რომ ა-----------------------ი ცნობილი იქნა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის" შესახებ კოდექსის 43-ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტის გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენაში სამართალდამრღვევადდა დაჯარიმდა 200 (ორასი) ლარით, შესაბამისად სახეზეა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი, ამიტომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ა---––----------–----–-----------------ის 2017 წლის 20 აპრილის N685 07 ბრძანების ,,ბ" ქვეპუნქტი-ა--------------------------- მიერ უკანონოდ აშენებულ მშენებლობასთან დაკავშირებით განხორციელდეს საქართველოს კანონის,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათავლისწინებული შესაბამისი საჯარიმო საანქციები.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები”.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები”.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ,,იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლბული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრვ, მაშინ მოსარჩელს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა’’.
რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამიტომ მოპასუხე ა---––----------–----–---------------ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257- 258-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.ა--------------------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ
1.1.ბათილად იქნეს ცნობილი ა---––----------–----–-----------------ის 2017 წლის 20 აპრილის N685 07 ბრძანების ,,ბ" ქვეპუნქტი-ა--------------------------- მიერ უკანონოდ აშენებულ მშენებლობასთან დაკავშირებით განხორციელდეს საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი საჯარიმო სანქციები.
1.2. ა--------------------------- სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ა---––----------–----–---------------ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით;
მოსამართლე გია ბერაია