1. უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტის ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას:
ა) სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 30 000 ლარით;
ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 25 000 ლარით.
2. უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტის შეუცვლელად, ან საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია −
გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარით.
შენიშვნა:
1. უნებართვო მშენებლობის წარმოება უძრავ ქონებაზე, რომელიც კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის თანასაკუთრების ობიექტია, გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
2. შენობა-ნაგებობის გაბარიტის ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციის ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და სხვა), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ან/და მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე.
საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1447 – ვებგვერდი, 03.04.2026
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.04.2026-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 01.04.2026 კანონი №1447
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(65)
- საქმე №ბს-540(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.06.2025
…17 მაისის, კერძოდ, სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენის შემდეგ, მშენებელს საკმარისი დრო ჰქონდა კანონის შესაბამისად მოეთხოვა და მიეღო სამშენებლო ნებართვა, თუმცა მან იქამდე არ ჩათვალა საჭიროდ დოკუმენტაციის მოწესრიგება, ვიდრე „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის „ა“ პუნქტით არ დაჯარიმდა 3000 ლარით. კასატორმა აღნიშნა, რომ ნებართვა მშენებლობის მწარმოებელს…
- საქმე №ბს-1016(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.04.2025
…ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა; გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება…
- საქმე №ბს-491(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2024
…დაკისრებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდება პირი თუ სამშენებლო სამართალდამრღვევს 2021 წლის 1 იანვრამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა ამ კოდექსის 130-ე−132-ე მუხლებითა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე და 44-ე მუხლებით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა მის მიერ საზოგადოებრივ ტერიტორიაზე ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე…
- საქმე №ბს-328(2კ-23).. · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2024
…გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება…
- საქმე №ბს-181(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.11.2024
…2018 წლის 19 თებერვლის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. ადრესატმა უწყება არ ჩაიბარა (ს.ფ. 83-84); გ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 19 მარტის №ბ.10.02180782 ბრძანებით პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე თ.მ-ი დაჯარიმდა 3000 (სამი ათასი) ლარით, ქ. ქუთაისში,...ის ქ. №191-ში…
- საქმე №ბს-457(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2023
- საქმე №ბს-54(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2023
- საქმე №ბს-30(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.02.2023
- საქმე №ბს-249(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2022
- საქმე №ბს-276(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.04.2022
- საქმე №ბს-174(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.04.2022
- საქმე №ბს-98(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.04.2022
- საქმე №ბს-656(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2021
- საქმე №ბს-175(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.09.2021
- საქმე №ბს-1123(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2021
- საქმე №ბს-1485(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.04.2019
- საქმე №ბს-1333(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.01.2019
- საქმე №ბს-555-555(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2018
- საქმე №ბს-641-641(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.09.2018
- საქმე №ბს-1045-1039(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.06.2018
- საქმე №ბს-625-621(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.10.2017
- საქმე №ბს-221-219(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.06.2017
- საქმე №ბს-166-164(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.05.2017
- საქმე №ბს-149-146(3კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.12.2015
- საქმე №ბს-704-690(2კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.07.2015
- საქმე №330310015001080587 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 20.12.2019
- საქმე №010310118002542492 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 24.07.2019
- საქმე №010310118002518632 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 11.07.2019
- საქმე №020310517002026686 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 24.04.2019
- საქმე №010310116001617037 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 20.03.2019
- საქმე №010310116001499166 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 05.03.2019
- საქმე №110310018002427935 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 27.02.2019
- საქმე №010310117001874436 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 22.01.2019
- საქმე №050310017001949466 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 24.09.2018
- საქმე №010310017002003757 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 11.09.2018
- საქმე №050310017001979224 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 24.05.2018
- საქმე №030310017002062385 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 10.05.2018
- საქმე №010310016001472318 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 08.05.2018
- საქმე №010310117001925533 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 17.04.2018
- საქმე №010310017001972260 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 65-დან.