1. ობიექტის მფლობელი ვალდებულია:

ა) ობიექტების უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის მიზნით წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია;

ბ) უზრუნველყოს ობიექტის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა;

გ) უზრუნველყოს შრომის უსაფრთხო პირობები;

დ) უზრუნველყოს ობიექტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება;

ე) არ განახორციელოს შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის არმქონე ობიექტის ექსპლუატაცია;

ვ) ინსპექტირების დოკუმენტები შეინახოს 6 წლის განმავლობაში, თუ ტექნიკური რეგლამენტით სხვა ვადა არ არის დადგენილი;

ზ) შეასრულოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მითითებები;

თ) განსაზღვროს ობიექტის უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირი/ორგანო;

ი) განახორციელოს ღონისძიებები ავარიის/უბედური შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით;

კ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მომხდარი ავარიის შესახებ და მიიღოს ყველა ზომა ავარიის შედეგების აღმოსაფხვრელად.

2. ობიექტის მფლობელი ვალდებულია ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. შეტყობინება დასაშვებია კომუნიკაციის ყველა საშუალები