გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №203060--3/122-17წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 თებერვალი, 2018 წელი ქ. ახალციხე
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი
მოსარჩელე - შპს,,ს----------–------------''
წარმომადგენელი - მ------------–---, ნ-----–-------–--–-–---–-
მოპასუხე - ბ----------- მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი -------------
დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
ბათილად იქნეს ცნობილი ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2017 წლის 3-------ს გამოცემული N0----- ბრძანება, რომლის მიხედვითაც შპს ,,ს----------–-------------“ მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის ადმინისტრაციული საქმის წარმოება.
ბათილად იქნეს ცნობილი ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2017 წლის 2-------- გამოცემული N0- მითითება, რომლის მიხედვითაც შპს ,,ს----------–------------ს“ საჯარიმო სანქციის სახით განესაზღვრა 2000 ლარი, შეუჩერდა მშენებლობის ნებართვა და დარღვევის გამოსწორების ვადად განესაზღვრა 7 დღიანი ვადა.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები:
სარჩელის თანახმად 2016 წლის 2-----–--ს ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოიცა N0----- ბრძანება, რომლის მიხედვითაც შეთანხმდა პროექტი და შპს "ს----------–------------"–ზე გაიცა მშენებლობის ნებართვა, ქ. ბ---------ში, რ---------–-ს ქუჩაზე, შპს "ს----------–------------"-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე რეგიონალური სერვისცენტრის მშენებლობისათვის (მიწის საკადასტრო კოდი #6--2-.0-·1--)·
ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2017 წლის 3-------ს გამოგზავნილი წერილის თანახმად, შპს "ს----------–------------"-ს მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული საქმის წარმოება ქ. ბ---------ში, რ---------–-ს ქუჩაზე, შპს "ს----------–------------"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (მიწის საკადასტრო კოდი #6-·2-.0-.1--), მისივე სერვისცენტრის შენობის სანებართვო პროექტის დარღვევით წარმოებულ მშენებლობასთან დაკავშირებით.
ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შპს "ს----------–------------" –ს 2017 წლის 3-------ს გაეგზავნა 2017 წლის 2-------- გამოცემული #0- მითითება და 2017 წლის 3-------ს მის მიერვე გამოცემული #0----- ბრძანება, რომელთა მიხედვითაც შპს "ს----------–------------"–ს მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის ადმინისტრაციული საქმის წარმოება, ასევე საჯარიმო სანქციის სახით განესაზღვა 2 000 ლარი, დარღვევის გამოსწორების ვადად 7 დღე, ხოლო მშენებლობა შეჩერდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 3---------–---------- ბრძანებაში მითითებულია, რომ დაწყებულია მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შ.პ.ს. „ს----------–------------"-ს მიმართ. აღნიშნული ბრძანება არანაირად არ აყენებს ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს და არ ზღუდავს მის უფლებას, ვინაიდან ამ ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რის შედეგადაც საბოლოოდ უნდა გამოიცეს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი.
ბ----------- მუნიციპალიტეტის 23--------–---------0 წერილით კი ეცნობა იმ დოკუმენტების წარმოდგენის აუცილებლობის შესახებ, რაც საჭიროა საკითხის საფუძვლიანი გამოკვლევისა და შესწავლისათვის. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მითითებისა და ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ბრძანების გამოცემის შემდგომ უნდა მოხდეს შემოწმების აქტის შედგენა.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 17----------------- ბრძანებით დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, ქ.ბ---------ში, რ---------–-ს ქუჩაზე, შპს ,,ს----------–-------------“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, რეგიონალური სერვისცენტრის მშენებლობისათვის (ნაკვეთის N6--2-.0-.1--).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 17----------------- ბრძანება შპს ,,ს----------–-------------“ კუთვნილი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ;(ს.ფ.23-24).
3.1.2. 2016 წლის 2-----–--ს ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოიცა N------ ბრძანება, რომლის მიხედვითაც შეთანხმდა პროექტი და შპს "ს----------–------------"–ზე გაიცა მშენებლობის ნებართვა, ქ. ბ---------ში, რ---------–-ს ქუჩაზე, შპს "ს----------–------------"-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე რეგიონალური სერვისცენტრის მშენებლობისათვის (მიწის საკადასტრო კოდი #6--2-.0-·1--)·
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა განმარტება;
-ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2017 წლის 2-----–--ს გამოცემული N------ ბრძანება(ს.ფ. 17-18);
-ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2016 წლის 2-----–--ს გამოცემული მშენებლობის ნებართვა N--.(ს.ფ. 19-20);
3.1.3. შპს ,,ს----------–-------------“ კუთვნილი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების 2016 წლის 17 ივნისის პირობების რეკომენდაციის თანახმად, ობიექტი უნდა დაპროექტდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში და განთავსდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N59 დადგენილების ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე'' V თავის 26 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-შპს ,,ს----------–-------------“ კუთვნილი მიწის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები №6-(ს.ფ. 25-27);
3.1.4. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2016 წლის 2-------- მიმართვის მიხედვით, იგი არ არის წინააღმდეგი „ს----------–------------“–ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №6--2-.0-.1--), რომელიც მდებარეობს, ქალაქ ბ---------ში, რ---------–-ს ქუჩაზე, საერთაშორისო მნიშვნელობის ხ-–----------––-------–-ს (თ---------- რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ2-----–-------–----------------------------–-------------------------------------ა, მოეწყოს ს----------–------------- რეგიონალური სერვისცენტრი და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ტიპის ნაგებობა, გარკვეული ტექნიკური პირობების დაცვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2016 წლის 2-------- საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავჯდომარის პირველი მოადგილის ნ-----------------ს N2-------- მიმართვა ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგებელს დ----------------ს(ს.ფ.21-22).
3.1.5. 2017 წლის 17 მაისს შპს ,,ს------------–----------------„ მიმართა ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგებელს და აცნობა, რომ ქ.ბ---------ში რ---------–-ს ქუჩის მიმდებარედ ,,ს----------–-------------“ მშენებარე სერვისცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს დარღვევით. ბანერზე მითითებული საპროექტო შენობის ფოტომონტაჟები და მშენებარე კომპანიის მიერ მოწოდებული საპროექტო შენობა უნდა იყოს საავტომობილო გზის უფრო სიღრმეში, ვიდრე იმ ადგილას, სადაც შენდება, აღნიშნული პრობლემას უქმნის საპროექტო ტერიტორიის გვერდით მდებარე შპს ,,ს------------–---------------ს“ კუთვნილ არსებულ ავტოგასამართ სადგურის ფასების მაჩვენებელი აბრის თვალთახედვას, ხოლო კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით ბანერზე წარმოდგენილია დაკორექტირებული ნახაზი, რომელიც შეთანხმებულია ქალაქ ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობასთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ს------------–---------------ს“ 2017 წლის 1--------------- მიმართვა ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგებელს დ----------------ს, თანდართული მასალებით( ს.ფ.223-227);
3.1.6. 2017 წლის 05 ივნისს შპს ,,ს------------–---------------ს“ ეცნობა, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობამ შპს ,,ს--------–------------ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სერვისცენტრის მშენებლობის ნებართვა გასცა 2016 წლის 2-----–--ს N------- ბრძანების საფუძველზე. რაც შეეხება კორექტირებულ სამშენებლო დოკუმენტაციას, აღნიშნულის თაობაზე შპს ,,ს----------–------------ს“ კორექტირებული სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმების მიზნით ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის არ მიუმართავს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ბ----------- მუნიციპალიტეტის 2017 წლის 0------------------ მიმართვა შპს,,ს------------–---------------ს“ (ს.ფ.228));
3.1.7. ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 3-------ის №------- ბრძანებით დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, ქ. ბ---------ში, რ---------–-ს ქუჩაზე, შპს "ს----------–------------"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (მიწის საკადასტრო კოდი #6-·2-.0-.1--), მისივე სერვისცენტრის შენობის სანებართვო პროექტის დარღვევით წარმოებულ მშენებლობასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 3-------ის №------- ბრძანება შპს ,,ს----------–-------------„ მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყების შესახებ. (ს.ფ.16);
3.1.8. ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2017 წლის 3-------ს გამოგზავნილი შეტყობინების თანახმად, შპს "ს----------–------------"-ს მიმართ დაწყებულია საქმის წარმოება ქ. ბ---------ში, რ---------–-ს ქუჩაზე, შპს "ს----------–------------"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (მიწის საკადასტრო კოდი #6-·2-.0-.1--), მისივე სერვისცენტრის შენობის სანებართვო პროექტის დარღვევით წარმოებულ მშენებლობასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2017 წლის 3-------ს შპს ,,ს----------–-------------ათვის“ გაგზავნილი შეტყობინება.(ს.ფ.14);
3.1.9. ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 2------------- მითითების თანახმად, შპს ,,ს----------–------------“ დაჯარიმდა ქ.ბ---------ში, რ---------–-ს ქუჩაზე, შპს ,,ს----------–-------------“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, რეგიონალური სერვისცენტრის მშენებლობისათვის (ნაკვეთის N6--2-.0-.1--) სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობისათვის 2000 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 2--------- მითითება N0-;
3.1.10. ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შპს "ს----------–------------" –ს 2017 წლის 3-------ს გაეგზავნა 2017 წლის 2-------- გამოცემული #0- მითითება და 2017 წლის 3-------ს მის მიერვე გამოცემული #0----- ბრძანება, რომელთა მიხედვითაც შპს "ს----------–------------"–ს მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის ადმინისტრაციული საქმის წარმოება, ასევე საჯარიმო სანქციის სახით განესაზღვა 2 000 ლარი, დარღვევის გამოსწორების ვადად 7 დღე, ხოლო მშენებლობა შეჩერდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2017 წლის 3-------ს გამოცემული N0----- ბრძანება (ს.ფ.16);
-ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 2--------- მითითება N0-.(ს.ფ.15);
3.1.11. 2017 წლის 2017 წლის 0------------ შპს,,ს----------–------------მ“ განცხადებით მიმართა ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობას და წარუდგინა კორექტირებული სამშენებლო პროექტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-შპს,,ს----------–-------------“ 2017 წლის 0------------ განცხადება N---------- თანდართული ნახაზებით(ს.ფ.54-75);
3.1.12. 2016 წლის 29 თებერვალს შპს,,ს----------–------------ს“ გენერალური დირექტორის პირველ მოადგილის გ-------–--------–---–-ს სახით და მეორე მხრივ ი/მ ზ--------–---–-–---–- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის და მიმწოდებლის სატენდერო წინადადების საფუძველზე S----------- ერთეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად გააფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2016 წლის 1-------- მიღება ჩაბარების აქტი, გადახდის ქვითარი, ანგარიშფაქტურა( ს.ფ. 96-98)
- 2016 წლის 2-----------–-- ხელშეკრულება N T-------; თანდართული ნახაზები( ს.ფ.99-107).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,ს----------–-------------“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის „ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.“
ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1-ლი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების სახეებია ა) მარტივი ადმინისტრაციული წარმოება; ბ) ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება; გ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოება; ამავე კოდექსის 107-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას) ცალკე ადმინისტრაციული წარმოება არ დაიწყება, თუ კანონით სხვა რა არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 1-ლი მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის მიზანია: სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით;
ამავე კანონის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით. დამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა.
ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 2--------- N0- მითითების თანახმად, შპს,,ს----------–-------------“ მიერ დარღვეულია საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 45-ე მუხლი, რომლის თანახმადაც ჯარიმის სახით განესაზღვრა 2000 ლარი, ხოლო გამოსწორების ვადად-7 დღე.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 45-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 2 000 ლარით;
დადგენილია, რომ მითითების გაცემის დროს შპს,,ს----------–------------ს“ მშენებლობის ეტაპი იყო დასრულებული სართულის რკინაბეტონის კარკასი.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მე-16 მუხლის მე-2-მე-6- ნაწილების თანახმად, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო:
ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გასცემს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვას;
ბ) გასცემს სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვას;
გ) ახორციელებს ობიექტის რეგისტრაციას ობიექტების უწყებრივ რეესტრში;
დ) ახორციელებს ობიექტის სავალდებულო ინსპექტირებას აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მეშვეობით ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ე) დამრღვევს აკისრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას;
ვ) ახორციელებს ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების ოქმების დოკუმენტურ კონტროლს ტექნიკური ინსპექტირების ოქმებისა და ინსპექტირების ორგანოების ანგარიშების ანალიზის მეშვეობით;
ზ) გასცემს მითითებას ან/და განსაზღვრავს გონივრულ ვადას შეუსაბამობის გამოსწორებისათვის;
თ) ხელს უწყობს ამ თავით განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას;
ი) ახორციელებს დასახლებათა და სხვა ტერიტორიულ ერთეულთა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების დოკუმენტების შემუშავების ხელშეწყობას, მათი განხილვის ორგანიზებას, მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
კ) აწარმოებს მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებას;
ლ) შეიმუშავებს სამშენებლო-საპროექტო ნორმებს, წესებს, ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროებში;
მ) ახორციელებს პერსონალის გადამზადებას, სწავლებას და ამ მიზნით ატარებს ტრენინგებსა და კურსებს.
3. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის მისაღებად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების გარდა, ნებართვის მაძიებელი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დამატებით წარუდგენს:
ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენებისას სამუშაოთა წარმოების სიტუაციურ გეგმას, პროექტს ან პასპორტს;
ბ) მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების შესახებ.
4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი დაწესებულებები ახორციელებენ ობიექტების ზედამხედველობას, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემისადმი დაქვემდებარებული ობიექტებისა.
5. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ზედამხედველობის დროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციებია:
ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განახორციელოს სახელმწიფო ზედამხედველობა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე, აგრეთვე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში – განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში; (06.09.2013. N1041 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
ბ) უზრუნველყოს მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების პროცესში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ჩართვა;
გ) განახორციელოს უფლებამოსილი ორგანოების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა;
დ) ამ კოდექსის 25-ე და 26-ე მუხლებით დადგენილი წესით შეაჩეროს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების საფუძველი შეიძლება იყოს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა, მშენებლობის მონაწილეთა მიერ მშენებლობის უსაფრთხოებისა და შენობა-ნაგებობის საექსპლუატაციო საიმედოობის დაცვა;
ე) გააკონტროლოს მშენებლობის მონაწილეთა მიერ მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო და ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის მოთხოვნების დაცვა.
6. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ზედამხედველობის დროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია:
ა) შეამოწმოს მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული სამშენებლო ობიექტები;
ბ) მშენებლობის მონაწილეებს მოსთხოვოს ყველა აუცილებელი საპროექტო, ნორმატიული, საშემსრულებლო და სამშენებლო მასალის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
გ) სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში მშენებლობის მონაწილეთა მიმართ გასცეს მითითება მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ. მითითება გაიცემა იმ შემთხვევაშიც, როდესაც სამშენებლო ობიექტზე არსებული (შემოტანილი) სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ უპასუხებს დადგენილ მოთხოვნებს და მათი გამოყენება უნდა აიკრძალოს. მითითება გაიცემა აგრეთვე სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევის შემთხვევაში;
დ) ამ კოდექსის 25-ე და 26-ე მუხლებით დადგენილი წესით შეაჩეროს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების საფუძველი შეიძლება იყოს:
დ.ა) მშენებლობის ან დემონტაჟის სათანადო ნებართვის გარეშე განხორციელება;
დ.ბ) მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობა, რომლის გამოსწორება მშენებლობის შეჩერების გარეშე შეუძლებელია;
დ.გ) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მითითების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა;
ე) დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში დამკვეთს ან სამშენებლო ორგანიზაციას მოსთხოვოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდებისა და გაზომვების ჩატარება. თუ დარღვევა დადასტურდა, ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევების ხარჯებს გაიღებს დამრღვევი; წინააღმდეგ შემთხვევაში ხარჯებს გაიღებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო;
ვ) მიიღოს დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ. დადგენილების მიღების საფუძველი შეიძლება იყოს:
ვ.ა) უნებართვო მშენებლობის თაობაზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მითითების შეუსრულებლობა;
ვ.ბ) მშენებლობის პროექტის მნიშვნელოვანი დარღვევით განხორციელება, რის გამოც არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა და საიმედოობა;
ვ.გ) შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობებს, არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა და საიმედოობა და ამ დარღვევების გამოსწორება ტექნიკურად შეუძლებელია.
ამავე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, ამ მუხლით, ამ კოდექსის 25-ე, 251, 26-ე და 43-ე–54-ე მუხლებით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებებს სხვა ობიექტების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2016 წლის 2-----–--ს ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოიცა N------ ბრძანება, რომლის მიხედვითაც შეთანხმდა პროექტი და შპს "ს----------–------------"–ზე გაიცა მშენებლობის ნებართვა, ქ. ბ---------ში, რ---------–-ს ქუჩაზე, შპს "ს----------–------------"-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე რეგიონალური სერვისცენტრის მშენებლობისათვის (მიწის საკადასტრო კოდი #6--2-.0-·1--)·
ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შპს "ს----------–------------" –ს 2017 წლის 2017 წლის 2-------- გამოცემული #0- მითითების მიხედვით შპს "ს----------–------------"–ს მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის ადმინისტრაციული საქმის წარმოება, ასევე საჯარიმო სანქციის სახით განესაზღვა 2 000 ლარი, დარღვევის გამოსწორების ვადად 7 დღე, ხოლო მშენებლობა შეჩერდა. დარღვევის სახეობის შინაარსია სანებართვო პირობების დარღვევა, მშენებლობის სანებართვო პროექტის დარღვევით მშენებლობის წარმოება. გამოსწორების მიზნით მისაღები ზომებია მშენებლობის შეჩერება, წარმოებული მშენებლობის გათვალისწინებით შედგენილი პროექტის წარდგენა ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ მითითებაში არ არის აღწერილი სანებართვო პირობების კონკრეტულად რომელი მუხლები და პირობები დაარღვევია შპს "ს----------–------------"–მ, კონკრეტულად რაში გამოიხატება მშენებლობის სანებართვო პროექტის დარღვევით მშენებლობის წარმოება, სანებართვო პირობები რას ითვალისწინებდა და რა არ შეასრულა, შენებლობის სანებართვო პროექტი რას ითვალისწინებდა და რა დარღვევით აწარმოა მშენებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ბ----------- მუნიციპალიტეტის მერია, როგორც ადმინისტრაციულ ორგანო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 98-ე მუხლების შესაბამისად ვალდებულია შესაბამისი ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ჩაატაროს შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება, სათანადოდ შეისწავლოს და გამოიკვლიოს საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, მისცეს დაინტერესებულ მხარეს საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა და გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ ამ გარემოებების შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი შესაბამისი დასაბუთებით.
ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების სწორი, სრულყოფილი ჩატარება, ანუ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. ამასთან, დაინტერესებული მხარის უფლების დარღვევა, მონაწილეობა მიეღო ადმინისტრაციულ წარმოებაში, წარედგინა თავისი მოსაზრებები, თავისთავად გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და სათანადო შეფასება არ მისცა მათ.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 3-------ის N0------ ბრძანება შპს ,,ს----------–-------------“ მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 2------------- მითითება შპს ,,ს----------–------------ს“ მიმართ სანებართვო პირობების დარღვევის, მშენებლობის სანებართვო პროექტის დარღვევით მშენებლობის წარმოების გამოსწორების მიზნით მისაღები ზომების შესახებ.
უნდა დაევალოს ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი შპს ,,ს----------–------------ს“ მიმართ ქ.ბ---------ში, რ---------–-ს ქუჩის მიმდებარედ, შპს ,,ს----------–------------ს“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე(ნაკვეთის ს/კ 6--2-.0-.1--) მშენებლობის სანებართვო პროექტის დარღვევით წარმოებულ მშენებლობასთან დაკავშირებით სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის თაობაზე მარტივი ადმინისტარციული წარმოების დაწყების და მისი გამოსწორების მიზნით მისაღები ზომების შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: ,,თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც”.
გამომდინარე აღნიშნულიდან, რადგან ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ამიტომ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაეკისროს შპს,,ს----------–-------------“ სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა (მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, 22-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 36--ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,ს----------–-------------“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 3-------ის N0----- ბრძანება შპს ,,ს----------–-------------“ მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 2------------- მითითება შპს ,,ს----------–------------ს“ მიმართ სანებართვო პირობების დარღვევის, მშენებლობის სანებართვო პროექტის დარღვევით მშენებლობის წარმოების გამოსწორების მიზნით მისაღები ზომების შესახებ.
4. დაევალოს ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი შპს ,,ს----------–------------ს“ მიმართ ქ.ბ---------ში, რ---------–-ს ქუჩის მიმდებარედ, შპს ,,ს----------–------------ს“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე(ნაკვეთის ს/კ 6--2-.0-.1--) მშენებლობის სანებართვო პროექტის დარღვევით წარმოებულ მშენებლობასთან დაკავშირებით სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის თაობაზე მარტივი ადმინისტარციული წარმოების დაწყების და მისი გამოსწორების მიზნით მისაღები ზომების შესახებ.
5. დაეკისროს ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა შპს ,,ს----------–-------------“ სასარგებლოდ.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის ქ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით.
მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი