მუხლი 98. დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლი · სზაკ 98
თავი VI — ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება
1. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით.
2. შუამდგომლობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანო 2 დღის ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
3. ბავშვის უფლება, მოუსმინონ, არ შეიძლება შეიზღუდოს მის ასაკზე ან სხვა გარემოებაზე მითითებით. ბავშვს უნდა მიეცეს საკუთარი მოსაზრების მისთვის სასურველი ფორმით გამოხატვის შესაძლებლობა.
4. ბავშვზე მორგებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული წარმოების ყველა სტადიაზე ბავშვისთვის ხელმისაწვდომ და აღქმად პროცედურებს.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5011 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5911 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.
მთავარი მონაცემები
ვადა2 დღის ვადაში
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.05.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(118)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 118-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-483(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2026
№8 სხდომის ოქმებით შეფარდებული იქნა ერთი და იმავე ადმინისტრაციული დარღვევისთვის, რომელიც წარიმართა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის, მე-4, მე-5, მე-7, მე-13, 95-ე, 97-ე, 98-ე და მე-100 მუხლების სრული იგნორირებით, რაც დადასტურებულია სასამართლოს 25.02.2014წ. და 29.09.2017წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით.
საქმე №ბს-1237(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2025
…მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ)მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. ზემოაღნიშნული კოდექსის 98-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები,…
საქმე №ბს-756(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2024
ადმინისტრაციული წარმოების აღნიშნული წესის დარღვევა იწვევს სზაკ-ის მე-13, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლებით რეგლამენტირებული მოთხოვნების დარღვევას, ამასთან, საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მხარეთა დასწრების უფლებას ითვალისწინებს „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 87-ე მუხლი.
საქმე №ბს-1323(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.10.2023
აპელირებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 98-ე მუხლებზე და მიუთითებს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გასაჩივრებული აქტების მიღებისას არ გააცნო ის დამატებითი მტკიცებულებები რაც წარდგენილი იქნა ნებართვის მაძიებელი - დაინტერესებული პირის მიერ, 2019 წლის 27 დეკემბრის შემდეგ.
საქმე №ბს-960(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2023
ადმინისტრაციული წარმოების აღნიშნული წესის დარღვევამ გამოიწვია სზაკ-ის მე-13, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლებით რეგლამენტირებული მოთხოვნების უგულებელყოფა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების…
საქმე №ბს-1105(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.03.2023
საქმე №ბს-735(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.11.2022
საქმე №ბს-483(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.12.2021
საქმე №ბს-1165(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
საქმე №ბს-701(3კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.07.2021
საქმე №ბს-593(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.01.2021
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსი მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, 267-ე მუხლზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 97-ე და 98-ე მუხლებზე. ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტები და დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნა. დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის…
…მუხლებზე და საგადასახადო კოდექსის პირველ, მე-2, მე-3, 61-ე, 62-ე, 269-ე, 270-ე, 271-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვის დროს სრულად იქნა იგნორირებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8, 96-ე, 97-ე და 98-ე მუხლები. ითხოვს მიღებულ იქნას შესაბამისი გადაწყვეტილება საგადასახადო კოდექსის გარდამავალი დებულების 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტთან შემოსავლების…
მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 98-ე, 53-ე და 601 მუხლებზე. გადასახადის გადამხდელს წინამდებარე საჩივრით გასაჩივრებული ჰქონდა შემდეგი საკითხები: 1.
მომჩივნის არგუმენტაცია მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 98-ე, 53-ე და 601 მუხლების მოთხოვნებზე და განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №414 ბრძანება უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა მისი საჩივარი.
მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 98-ე, 53-ე და 601 მუხლებზე. ფაქტობრივი გარემოებები: საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 29 მარტის №8991 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, მუხლი 98. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16270/muxli-98/