გადაწყვეტილება №20134/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.08.2023
№ დოკუმენტი 20134/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№20134/2/2023

08 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს „--------“ (ს/ნ --------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს „-------“-ის 31.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20134/2/2023).

 

დავის საგანი:

საბჭოს 7.07.2022 წლის 15980/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2021 წლის №002-346 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №414 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 94 779 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 55 278

მოგების გადასახადი - 54 844

საშემოსავლო გადასახადი - 434

ჯარიმა - 27 739

საურავი - 11 762

 

პროცედურული გარემოებები/ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა საწარმოს საქმიანობის 29.10.2019 წლიდან 1.05.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 25.11.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს მინიჭებული აქვს ვირტუალური ზონის საწარმოს სტატუსი. საგადასახადო შემოწმების პროცესში დამუშავებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა და გადამხდელის წარდგენილი ინფორმაცია, რომელთა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებელზე გაცემული აქვს 95 129 ლარი, რაც არ აქვს დაბეგრილი მოგების გადასახადით და განმარტავს, რომ სარგებლობს საგადასახადო კოდექსის 99- ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეღავათით, რომლის საფუძველზეც გაცემულ დივიდენდს არ ბეგრავს მოგების გადასახადით.

საგადასახადო შემოწმებით არ დასტურდება საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ტერიტორიაზე შექმნა. შედეგად, გაცემული დივიდენდები დაიბეგრა მოგების გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისათვის.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2021 წლის №37277 ბრძანება და №002-346 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.02.2022 წლის №2595 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 7.07.2022 წლის №15980/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 7.02.2022 წლის №2595 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №414 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილით და მე-6 მუხლით, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 35-ე ნაწილით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 981 მუხლის პირველი ნაწილით, 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით და აღნიშნავს, რომ „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ ამავე სამსახურის 2022 წლის 25 მარტის №7547 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების გათვალისწინებით, იმისათვის, რომ პირის საქმიანობა ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობად და შესაბამისად, ასეთი საქმიანობის ფარგლებში შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიები (პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები) საქართველოში შექმნილად, სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად დაბეგვრის მიზნებისათვის არსებითია, რომ ვირტუალური ზონის პირი საინფორმაციო ტექნოლოგიების შესაქმნელად იყენებდეს საქართველოში დაქირავებული პირ(ებ)ის შრომას, მათ შორის, აუცილებლად შესაბამისი პროფილური განხრით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სახელფასო განაცემი არსებითად უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი პროფესიების მიხედვით, საქართველოს შრომით ბაზარზე არსებულ ხელფასს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 25 მარტის №7547 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების მიხედვით დამატებით შეესწავლა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სისწორე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 98-ე, 53-ე და 601 მუხლების მოთხოვნებზე და განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №414 ბრძანება უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა მისი საჩივარი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საბჭოს 7.07.2022 წლის 15980/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განხილვის შემდეგ, შემოსავლების სამსახურის უფროსის 25.03.2022 წლის №7547 ბრძანებით დამტკიცდა მეთოდური მითითება „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე.

ვინაიდან მომჩივანს მინიჭებული ჰქონდა ვირტუალური ზონის სტატუსი და საქართველოს ფინანსთა სამინიტროს სისტემაში დავის ეტაპზე შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით დამტკიცებულია „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითება, საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებდა საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებების დამატებით შესწავლას ხსენებული მეთოდური მითითების გათვალისწინებით. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება გაუქმდა და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №414 ბრძანებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 25 მარტის №7547 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების მიხედვით დამატებით შეესწავლა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სისწორე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №414 ბრძანებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 25 მარტის №7547 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების მიხედვით დამატებით შეესწავლა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სისწორე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს არგუმენტებს ან მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა საბჭოს 7.07.2022 წლის 15980/2/2022 გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №414 ბრძანებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის, მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №414 ბრძანებით საბჭოს 7.07.2022 წლის 15980/2/2022 გადაწყვეტილება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილებების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საბჭოს 7.07.2022 წლის 15980/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს მინიჭებული აქვს ვირტუალური ზონის საწარმოს სტატუსი. საგადასახადო შემოწმების პროცესში ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებელზე გაცემული აქვს 95 129 ლარი, რაც არ აქვს დაბეგრილი მოგების გადასახადით. საგადასახადო შემოწმებით არ დასტურდება საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ტერიტორიაზე შექმნა. შედეგად, გაცემული დივიდენდები დაიბეგრა მოგების გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისათვის.

აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.02.2022 წლის №2595 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 7.07.2022 წლის №15980/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 7.02.2022 წლის №2595 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №414 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №414 ბრძანებით საბჭოს 7.07.2022 წლის 15980/2/2022 გადაწყვეტილება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილებების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).

შემოსავლების სამსახურის უფროსის 25.03.2022 წლის N 7547 ბრძანება.