ბრძანება N 13848
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13848
19 ივნისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)
(მის.: ----------, ----------)
2023 წლის 10 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 ივნისის სხდომაზე (ოქმი №64) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 2023 წლის 10 მაისის №19645/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 აპრილის №036-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადამხდელი განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები. აცხადებს, რომ ექვსივე სადავო საკითხთან მიმართებაში მიღებულია მცდარი გადაწყვეტილება. აღნიშნავს, რომ აუდიტორთან სათანადო კონსულტაციის შემდეგ წარმოადგენს დასაბუთებულ და არგუმენტირებულ პოზიციას. მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 98-ე, 53-ე და 601 მუხლებზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 29 მარტის №8991 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „----------”-ის (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ, მე-2, მე-3, და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, მ.შ. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განსაზღვრული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 29 მარტს №8991 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 5 აპრილს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 104 729 ლარი, მათ შორის: გადასახადი 70 022 ლარი, ჯარიმა 34 707 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 11 აპრილის №036-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე საკითხი შესწავლილ იქნა დამატებით გადასახადის გადამხდელთან ერთად, რის შედეგად, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, მოგების გადასახადით დაბეგრილი ღვინის ჭურების შესაძენად გადახდილი თანხა გადაანგარიშებით დაექვემდებარა შემცირებას.
● შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით განხილულ იქნა სადავო საკითხი. კერძოდ, საკალმახე მეურნეობის საქმიანობის ფარგლებში, ლიფსიტის გამოზრდასა და შემდგომში თევზის რეალიზაციასთან დაკავშირებული არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშებული შემოსავალი დარჩა უცვლელი, ხოლო აღნიშნულ შემოსავალთან მიმართებაში არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშებული ხარჯები (ლიფსიტების კვების, ზრდის ტემპისა და სხვა პრაქტიკული გათვლების გამოყენებით გასაწევი ხარჯის ოდენობა) გათვალისწინებულ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის კუთხით. ასევე, ფულის მოძრაობაში შემოსავალი შემცირებულია და გათვალისწინებულია დაკლული საქონლის რაოდენობა, რომელზეც სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურები. შესაბამისად, დაქირავებულ პირზე გაცემული სარგებელი გადაანგარიშებით დაექვემდებარა შემცირებას.
● შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გამოთხოვნილ იქნა ინფორმაცია შპს „----------“-ზე (ს/ნ ----------) რამდენი ჰექტარი იყო გამოყოფილი 2017-2020 წლებში უშუალოდ ტყეკაფისთვის (მ.შ. რა მოცულობის მიწის ნაკვეთს ფლობდა პირი ფაქტობრივად). მიღებული ინფორმაციის შედეგად დგინდება, რომ ფაქტობირი მოპოვების მიხედვით ათვისებული მიწის ფართობი შეადგენს 62.4 ჰექტარს. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალების შეფასების დასკვნა, რის საფუძველზე გაანგარიშდა ქონების გადასახადი.
● შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალების შეფასების დასკვნა. ქონების შეფასების დასკვნის საფუძველზე დადგინდა გახარჯული მასალების მოცულობა. შესაბამისად, დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემცირებას დაექვემდებარა რეალიზაციაში გათვალისწინებული ის სამშენებლო მასალები, რომელიც გაიხარჯა საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალების საწარმოებლად. დღგ-ის ნაწილში ასევე დასაბეგრი ბრუნვა შემცირებულია და გათვალისწინებულია დაკლული ცხოველების რაოდენობა და საერთო მომსახურების ღირებულება განისაზღვრა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, მოგების გადასახადით დაბეგრილი ღვინის ჭურების შესაძენად გადახდილი თანხა გადაანგარიშებით დაექვემდებარა შემცირებას. ასევე, საკალმახე მეურნეობის საქმიანობის ფარგლებში, ლიფსიტის გამოზრდასა და შემდგომში თევზის რეალიზაციასთან დაკავშირებულ შემოსავალთან მიმართებაში არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშებული ხარჯები გათვალისწინებულ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის კუთხით. ასევე, ფულის მოძრაობაში შემოსავალი შემცირებულია და გათვალისწინებულია დაკლული საქონლის რაოდენობა, რომელზეც სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შესაბამისად, დაქირავებულ პირზე გაცემული სარგებელი გადაანგარიშებით დაექვემდებარა შემცირებას. აგრეთვე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გამოთხოვნილი ინფორმაციის შედეგად დადგინდა, რომ ფაქტობრივი მოპოვების მიხედვით, ათვისებული მიწის ფართობი შეადგენს 62.4 ჰექტარს. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალების შეფასების დასკვნა, რის საფუძველზეც გაანგარიშდა ქონების გადასახადი. ასევე ქონების შეფასების დასკვნის საფუძველზე დადგინდა გახარჯული მასალების მოცულობა. შესაბამისად, დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემცირებას დაექვემდებარა რეალიზაციაში გათვალისწინებული ის სამშენებლო მასალები, რომელიც გაიხარჯა საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალების საწარმოებლად. ასევე შემცირებულია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გათვალისწინებულია დაკლული ცხოველების რაოდენობა, ხოლო საერთო მომსახურების ღირებულება განსაზღვრულია სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები საფუძველზე.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელის განცხადებით საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და აცხადებს, რომ ექვსივე სადავო საკითხთან მიმართებაში მიღებულია მცდარი გადაწყვეტილება.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე საკითხი დამატებით იქნა შესწავლილი გადასახადის გადამხდელთან ერთად, რის შედეგად, შემოწმების ფარგლებში, მოგების გადასახადით დაბეგრილი ღვინის ჭურების შესაძენად გადახდილი თანხა გადაანგარიშებით დაექვემდებარა შემცირებას.
საკალმახე მეურნეობის საქმიანობის ფარგლებში, ლიფსიტის გამოზრდასა და შემდგომში თევზის რეალიზაციასთან დაკავშირებული არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშებული შემოსავალი დარჩა უცვლელი, ხოლო აღნიშნულ შემოსავალთან მიმართებაში არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშებული ხარჯები გათვალისწინებულ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის კუთხით. ასევე, ფულის მოძრაობაში შემოსავალი შემცირებულია და გათვალისწინებულია დაკლული საქონლის რაოდენობა, რომელზეც სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შესაბამისად, დაქირავებულ პირზე გაცემული სარგებელი გადაანგარიშებით დაექვემდებარა შემცირებას.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გამოთხოვნილ იქნა ინფორმაცია ტყეკაფისთვის გამოყოფილი მიწის ფართობის შესახებ, ფაქტობრივი მოპოვების მიხედვით ათვისებული მიწის ფართობიდან გამომდინარე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.
ამასთან, მომჩივანის მიერ წარმოდგენილი საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალების შეფასების დასკვნის საფუძველზე გაანგარიშდა ქონების გადასახადი.
აღნიშნული, შეფასების დასკვნის საფუძველზე დადგინდა გახარჯული მასალების მოცულობა. შესაბამისად, დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემცირებას დაექვემდებარა რეალიზაციაში გათვალისწინებული ის სამშენებლო მასალები, რომელიც გაიხარჯა საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალების საწარმოებლად. დღგ-ის ნაწილში ასევე დასაბეგრი ბრუნვა შემცირებულია და გათვალისწინებულია დაკლული ცხოველების რაოდენობა და საერთო მომსახურების ღირებულება განისაზღვრა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები საფუძველზე.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6); 304
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601; 32; 34.