მუხლი 14. ბავშვის აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და ინტერნეტით სარგებლობის თავისუფლების უფლებები
თავი II — ბავშვის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები
1. ბავშვს უფლება აქვს, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი. ბავშვს ასევე უფლება აქვს, მოუსმინონ მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას და გაითვალისწინონ ბავშვის მოსაზრება მისი ასაკისა და გონებრივი და ფიზიკური განვითარების შესაბამისად. # # #
2. ბავშვს უფლება აქვს, თავისუფლად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია სხვადასხვა საშუალებითა და ფორმით.
3. ბავშვს აქვს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (20.09.2019).
წინა რედაქცია (27.09.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 14. ბავშვის აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და ინტერნეტით სარგებლობის თავისუფლების უფლებები 1. ბავშვს უფლება აქვს, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი. ბავშვს ასევე უფლება აქვს, მოუსმინონ მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას და გაითვალისწინონ ბავშვის მოსაზრება მისი ასაკისა და გონებრივი და ფიზიკური განვითარების შესაბამისად. # # # 2. ბავშვს უფლება აქვს, თავისუფლად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია სხვადასხვა საშუალებითა და ფორმით. 3. ბავშვს აქვს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება.