თავი II — ბავშვის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები
1. ბავშვს უფლება აქვს, მოითხოვოს სწავლასა და თავისუფალ დროს შორის ბალანსის დაცვა, ხოლო მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია სათანადო ყურადღება დაუთმოს ბავშვის შესაბამის მოსაზრებებსა და საჭიროებებს. # #
2. ბავშვს უფლება აქვს, დაისვენოს, ჰქონდეს თავისუფალი დრო, ითამაშოს და მონაწილეობა მიიღოს რეკრეაციულ ღონისძიებებში თავისი ინტერესებისა და ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად.
3. ბავშვს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს კულტურულ და სპორტულ ცხოვრებასა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროში.
4. სახელმწიფო ხელს უწყობს ბავშვის მიერ თამაშისა და დასვენების უფლების რეალიზებისთვის სათანადო შესაძლებლობის შექმნას, მისი ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინები
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (20.09.2019).
წინა რედაქცია (27.09.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 18. ბავშვის თამაშისა და დასვენების უფლება 1. ბავშვს უფლება აქვს, მოითხოვოს სწავლასა და თავისუფალ დროს შორის ბალანსის დაცვა, ხოლო მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია სათანადო ყურადღება დაუთმოს ბავშვის შესაბამის მოსაზრებებსა და საჭიროებებს. # # 2. ბავშვს უფლება აქვს, დაისვენოს, ჰქონდეს თავისუფალი დრო, ითამაშოს და მონაწილეობა მიიღოს რეკრეაციულ ღონისძიებებში თავისი ინტერესებისა და ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად. 3. ბავშვს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს კულტურულ და სპორტულ ცხოვრებასა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროში. 4. სახელმწიფო ხელს უწყობს ბავშვის მიერ თამაშისა და დასვენების უფლების რეალიზებისთვის სათანადო შესაძლებლობის შექმნას, მისი ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(3)
საქმე №ას-700-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2025
…შესახებ‘’ კონვენციის მე-3, მე-9, მე-12, მე-13, მე-18 და 27-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 1197-ე- 1999-ე, 1200-ე, 1202-ე, 1203-ე, 1205-ე მუხლებსა და „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-5, მე-12, მე-18, 24-ე, 25-ე, 46-ე და 47-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ საკითხის შესწავლისა და არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის მიზნით, მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკის დასკვნა,…
საქმე №ას-159-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.01.2025
მოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1201-ე, 1202-ე, 1225-ე, 1215-ე, 1234-ე, 1212-ე და 1198-ე მუხლებსა და „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-18, 24-ე, 25-ე, 46-ე და 47-ე მუხლებზე და აღნიშნა, ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის უზრუნველყოფა და…
საქმე №ას-102-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2024
…2021 წლის 25 ივნისიდან მის სრულწლოვანებამდე. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 1197-ე, 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1234-ე, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-18, 25-ე, 46-ე, 47-ე და „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-18 და 27-ე მუხლები გამოიყენა. 4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრვ გაუქმების მოთხოვნით. 5.…
მუხლი 63. აზარტული თამაში— საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 167. აზარტული თამაში— საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ