მუხლი 19. ბავშვის საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება
თავი II — ბავშვის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები
1. ბავშვს აქვს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება. #
2. ბავშვს უფლება აქვს, თავისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად, მისი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით დადოს გარიგება და ისარგებლოს საკუთრებასთან დაკავშირებული სხვა უფლებებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ბავშვს უფლება აქვს, მშობლისგან მიიღოს ნაღდი ფული ან პლასტიკური ბარათი ლიმიტის შესაბამისი თანხით სარგებლობისთვის, მისი თავისუფალი დროისა და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, ყოველდღიური გამოყენებისთვის. თანხის ოდენობა ინდივიდუალურად, ბავშვის ასაკის შესაბამისად, მშობლების კეთილი ნების საფუძველზე განისაზღვრება.
4. ბავშვის ქონების განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. #
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (20.09.2019).
წინა რედაქცია (27.09.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 19. ბავშვის საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება 1. ბავშვს აქვს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება. # 2. ბავშვს უფლება აქვს, თავისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად, მისი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით დადოს გარიგება და ისარგებლოს საკუთრებასთან დაკავშირებული სხვა უფლებებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ბავშვს უფლება აქვს, მშობლისგან მიიღოს ნაღდი ფული ან პლასტიკური ბარათი ლიმიტის შესაბამისი თანხით სარგებლობისთვის, მისი თავისუფალი დროისა და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, ყოველდღიური გამოყენებისთვის. თანხის ოდენობა ინდივიდუალურად, ბავშვის ასაკის შესაბამისად, მშობლების კეთილი ნების საფუძველზე განისაზღვრება. 4. ბავშვის ქონების განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. #
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(4)
საქმე №ას-1639-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2024
…განხორციელებისას. 26. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას სასამართლომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. 27. მითითებული კოდექსის მე-19 მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილების თანახმად, ბავშვს აქვს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება. ბავშვის ქონების განკარგვა დასაშვებია ბავშვის…
საქმე №ას-1558-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2023
…დაკავშირებული საკითხების გადჭრაზე სხვადასხვა კუთხით, ბავშვის საუკეთესო ინტერსები ვერ იქნება გათვალისწინებული (იხ. სოფო კილაძე, პაატა ტურავა, ბავშვის უფლებათა კოდექსის სახელმძღვანელო კომენტარი, თბილისი, 2021, გვერდი 65.). 52. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-19 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს აქვს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბავშვის…
საქმე №ას-1114-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2022
…უფლებათა კოდექსის“, როგორც „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციით აღიარებული საუკეთესო ინტერესებისა და ამ უფლებების რეალიზების ზოგადი სამართლებრივი საფუძვლის შექმნის მიზანიც არ ყოფილა არასრულწლოვნის ქონების განკარგვის აკრძალვა. ამ კოდექსის მე-19 მუხლის მე-4 ნაწილი სწორედ იმას განსაზღვრავს, რომ „ბავშვის ქონების განკარგვა შესაძლებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, საქართველოს…
საქმე №ას-944-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2021
…უფლებათა კოდექსის“, როგორც „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციით აღიარებული საუკეთესო ინტერესებისა და ამ უფლებების რეალიზების ზოგადი სამართლებრივი საფუძვლის შექმნის მიზანიც არ ყოფილა არასრულწლოვანის ქონების განკარგვის აკრძალვა. ამ კოდექსის მე-19 მუხლის მე-4 ნაწილი სწორედ იმას განსაზღვრავს, რომ „ბავშვის ქონების განკარგვა შესაძლებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, საქართველოს…