მუხლი 8. ბავშვის უფლება მისი აზრის მოსმენასა და მონაწილეობაზე
თავი II — ბავშვის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები
1. ბავშვს უფლება აქვს, მოუსმინონ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, რომელიც მის რომელიმე უფლებას ეხება ან გავლენას მოახდენს მის რომელიმე უფლებაზე, და გაითვალისწინონ ბავშვის მოსაზრება მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.
2. ბავშვს უფლება აქვს, მოუსმინონ ყოველთვის, როდესაც მას აზრის გამოთქმის სურვილი აქვს, უშუალოდ, მისი ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისი მხარდაჭერით, მისთვის სასურველი და შესაძლებელი კომუნიკაციის ფორმითა და საშუალებით.
3. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლების ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის ან სხვა გარემოების საფუძველზე შეზღუდვა.
4. ბავშვთან გასაუბრებისა და მისი აზრის მოსმენის პროცესი უნდა იყოს ინფორმაციული, ნებაყოფლობითი, ბავშვისადმი პატივისცემისა და ანგარიშვალდებულების გამომხატველი, ბავშვისთვის მორგებული, ინკლუზიური, უსაფრთხო, ბავშვის საკითხებზე სათანადოდ მომზადებული სპეციალისტების მიერ წარმართული. # # # # # # #
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (20.09.2019).
წინა რედაქცია (27.09.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. ბავშვის უფლება მისი აზრის მოსმენასა და მონაწილეობაზე 1. ბავშვს უფლება აქვს, მოუსმინონ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, რომელიც მის რომელიმე უფლებას ეხება ან გავლენას მოახდენს მის რომელიმე უფლებაზე, და გაითვალისწინონ ბავშვის მოსაზრება მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად. 2. ბავშვს უფლება აქვს, მოუსმინონ ყოველთვის, როდესაც მას აზრის გამოთქმის სურვილი აქვს, უშუალოდ, მისი ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისი მხარდაჭერით, მისთვის სასურველი და შესაძლებელი კომუნიკაციის ფორმითა და საშუალებით. 3. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლების ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის ან სხვა გარემოების საფუძველზე შეზღუდვა. 4. ბავშვთან გასაუბრებისა და მისი აზრის მოსმენის პროცესი უნდა იყოს ინფორმაციული, ნებაყოფლობითი, ბავშვისადმი პატივისცემისა და ანგარიშვალდებულების გამომხატველი, ბავშვისთვის მორგებული, ინკლუზიური, უსაფრთხო, ბავშვის საკითხებზე სათანადოდ მომზადებული სპეციალისტების მიერ წარმართული. # # # # # # #
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(4)
საქმე №ას-935-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.09.2024
…ღონისძიებების შემუშავებაზე, ისე სასამართლო თუ ადმინისტრაციულ ორგანოს ან საჯარო უწყების მიერ თავიანთი წარმომადგენლის საშუალებით მიღებულ ცალკეულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც შეეხება ერთ ან მეტ ბავშვს; კონვენციის მე-12 მუხლი და „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-8 მუხლი განამტკიცებს ბავშვის უფლებას იყოს მოსმენილი; 13.3. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ ბანკმა…
საქმე №ას-1558-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2023
…გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზეც მხარეებს არ მიუთითებიათ, მაგრამ აქვთ მნიშვნელობა მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დასადგენად. გარდა ამისა, სასამართლო ვალდებულია, თავად მოისმინოს არასრულწლოვანის აზრი ნებისმიერ საქმეზე, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-8 მუხლის შესაბამისად, და აღნიშნული ფუნქცია არ დააკისროს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. ინტერვიუების წესისა და პირობების, ბავშვის…
საქმე №ას-909-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.11.2022
…საუკეთესო ინტერესების შეფასებისას, ბავშვის მიერ გამოთქმული მოსაზრების შეფასებისა და მათთვის სამართლებრივი მნიშვნელობის მინიჭების პრინციპი ასახულია „ბავშვის უფლებათა კოდექსსა“ და „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციაშიც. კერძოდ, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-8 მუხლის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მოუსმინონ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, რომელიც მის რომელიმე უფლებას ეხება ან გავლენას…
საქმე №ას-1060-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2022
…საუკეთესო ინტერესების შეფასებისას, ბავშვის მიერ გამოთქმული მოსაზრების შეფასებისა და მათთვის სამართლებრივი მნიშვნელობის მინიჭების პრინციპი ასახულია „ბავშვის უფლებათა კოდექსსა“ და „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციაშიც. კერძოდ, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-8 მუხლის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მოუსმინონ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, რომელიც მის რომელიმე უფლებას ეხება ან გავლენას…