საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.09.2019 ბოლო ცვლილება 21.05.2020
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5011-Iს
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.019585
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/09/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32(39), 1999 წელი, მუხ. 166) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. ადმინისტრაციულმა ორგანომ ბავშვთან დაკავშირებული განცხადებისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვას პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს.“.

2. 75-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 75. ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე

1. ამ კოდექსით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უფლება აქვს:

ა) განმცხადებელს;

ბ) ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღოს;

გ) პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ენიჭება ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უფლება;

დ) სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ე) დაინტერესებულ მხარეს.

2. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი უნდა იყოს სპეციალიზებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალიზაციის სტანდარტების შესაბამისად.“.

3. 85-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 85. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართლებრივი დახმარების გაწევის მოვალეობა

1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაინტერესებულ მხარეს განუმარტოს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან ადმინისტრაციული საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ.

2. ადმინისტრაციულმა ორგანომ ბავშვს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს და კონსულტაცია უნდა გაუწიოს კულტურული მგრძნობიარობის გათვალისწინებით, მისი ასაკის, სქესისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად, მისთვის გასაგები ენით ან/და კომუნიკაციის სხვა, დამხმარე საშუალებებით.“.

4. 98-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 ნაწილები:

„3. ბავშვის უფლება, მოუსმინონ, არ შეიძლება შეიზღუდოს მის ასაკზე ან სხვა გარემოებაზე მითითებით. ბავშვს უნდა მიეცეს საკუთარი მოსაზრების მისთვის სასურველი ფორმით გამოხატვის შესაძლებლობა.

4. ბავშვზე მორგებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული წარმოების ყველა სტადიაზე ბავშვისთვის ხელმისაწვდომ და აღქმად პროცედურებს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5911 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.

საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

თბილისი,

20 სექტემბერი 2019 წ.

N5011-Iს

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან.🔗

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5911 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.

საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

თბილისი,

20 სექტემბერი 2019 წ.

N5011-Iს

რა შეცვალა ამ აქტმა (4 მუხლი)

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.05.2020.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 20.09.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5011-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 020000000.05.001.019585.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 21.05.2020-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.05.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №5011-Iს, 20.09.2019, სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.019585 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.05.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4602709/