მუხლი 85. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართლებრივი დახმარების გაწევის მოვალეობა
თავი VI — ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება
1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაინტერესებულ მხარეს განუმარტოს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან ადმინისტრაციული საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ.
2. ადმინისტრაციულმა ორგანომ ბავშვს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს და კონსულტაცია უნდა გაუწიოს კულტურული მგრძნობიარობის გათვალისწინებით, მისი ასაკის, სქესისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად, მისთვის გასაგები ენით ან/და კომუნიკაციის სხვა, დამხმარე საშუალებებით.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5011 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5911 – ვებგვერდი, 25.05.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.05.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
საქმე №ბს-451(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.07.2025
…არ წარუდგენს რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ამავე კოდექსის 85-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი,…
საქმე №ბს-29(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2025
…ადმინისტრაციულმა ორგანომ პირს წარუდგინოს ბუნდოვანი მოთხოვნა და უარი უთხრას წარმოებაზე მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არ იქნა წარდგენილი ის დოკუმენტი, რაც მან იგულისხმა ბუნდოვან მოთხოვნაში. კასატორს მიაჩნია, რომ აღნიშნულით დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლის დანაწესი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევის თაობაზე. საქართველოს უზენაესი…
საქმე №ბს-1237(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2025
…მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ ( სზაკ-ის 85.1 მუხლი). საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ ვინაიდან ნ.გ-მა აღიარების კომისიას არ წარუდგინა უფლებამოსილების დამადასტურებელი…
საქმე №ბს-884(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2024
…ორივე აღიარების გზით მიიღო. ამასთან, საჯარო რეესტრმა და აღიარების კომისიამ ერთმანეთისგან ვერ გამიჯნეს საკარმიდამო და ასაღირარებელი მიწის ნაკვეთები და თავიანთი უფლებამოსილებები. ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულნი არიან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე, განმცხადებელს დაეხმარონ სწორი სამართლებრივი საფუძვლების შერჩევაში და უფლებამოსილება განახორციელონ…
საქმე №ბს-1377(2კ-22). · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.02.2024
…დაბრუნებულ იქნა 1 048 932 ლარი, ხოლო ბენეფიციართა ანგარიშებზე განაწილებული თანხა შეადგენს 33 655 768 ლარს. აღნიშნული წერილზე დართულია კომპენსირებულ ბენეფიციართა სია, რომელთა შორის ფიქსირდება გ. ა-ი. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლზე, რომელიც ადგენს სახელმწიფოში საჯარო მმართველობის განმახორციელებელი ყველა დაწესებულების ვალდებულებას…
საქმე №ბს-1377(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.02.2024
საქმე №ბს-455(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.09.2023
საქმე №ბს-395(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.06.2023
საქმე №ბს-711(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2023
საქმე №ბს-899(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.12.2022
საქმე №ბს-865(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.11.2022
საქმე №ბს-874(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.11.2022
საქმე №ბს-1369(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2022
საქმე №ბს-368(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.02.2022
საქმე №ბს-991(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2022
საქმე №ბს-282(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.07.2020
საქმე №ბს-1017(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.06.2019
…საფუძველზე ვინ აგებს ამ შემთხვევაში პასუხს! - ცხადია ადმინისტრაციული ორგანო, იმიტომ რომ შემოსავლების სამსახურმა მცირეოდენი ყურადღებაც არ გამოიჩინა ------- მიერ წარდგენილი საჩივრის, თუნდაც ზედაპირული გაანალიზებისთვის მაშინ როცა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლით დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა სამართლებრივი დახმარების გაწევის თაობაზე. დაინტერესებული პირისათვის…
…გადასახადის გადამხდელს შესაძლებლობა აქვს, საგადასახადო ორგანოებიდან წინასწარ მიიღოს სპეციალური განმარტებები კონკრეტული გარიგების განხორციელებისას საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების შესახებ. საკასაციო სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ კოდექსით დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა სამართლებრივი დახმარების…