მუხლი 87. წარმომადგენელი ადმინისტრაციულ წარმოებაში
თავი VI — ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება
1. თუ განმცხადებელმა ან სხვა დაინტერესებულმა მხარემ დანიშნა წარმომადგენელი, ადმინისტრაციული ორგანო დაინტერესებული მხარისათვის განკუთვნილ ყველა დოკუმენტს მას უგზავნის.
2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული წარმოების ყველა საკითხზე მიმართავს წარმომადგენელს.
3. დაინტერესებული მხარე, რომელიც წარმოდგენილია სხვა პირით, უფლებამოსილია დაესწროს ყველა ზეპირ მოსმენა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(10)
საქმე №ბს-576(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2023
…ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. სააპელაციო პალატამ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86.1, 87.1 მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის იმთავითვე (განაცხადის წარდგენისას) ცნობილი იყო, რომ დ. დ-ეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით…
…– ს. ზ-შვილისა და მ. ს-შვილისა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ს. ზ-შვილს ეცნობა ქ. ქუთაისის მერიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღი, განემარტა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უფლება, ასევე სზაკ-ის 86-ე, 87-ე, 96-ე, 98-ე მუხლებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობანი, იგი მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით ჩანიშნულ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად,…
საქმე №ბს-106-88-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2007
…მიერ განხორციელებული ქმედება რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. მუხლის თანახმად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს და მისი გამოცემის დროს დაირღვა ზოგადი ადმინიტრაციული კოდექსის 52-ე, 53-ე, 87-ე, 96-ე, 97-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რის გამოც სასამართლოს მიიჩნია, რომ ლ. და ე. ს-ების რეგისტრაციიდან მოხსნა განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის…
…თაობაზე შპს « ე. პ. ჯ.იმ» საბაჟო დეპარტამენტის წერილი მიიღო 5 სექტემბერს, ამავე დღესვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ იქნა სადავო ბრძანება. ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 87-ე, 95-ე, 96-ე, 98-ე, 99-ე მუხლების მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის მითითება, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო როგორც…
…უნდა ეცნობოს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მისი მონაწილეობა საქმეში. აღნიშნული დებულებებიდან გამომდინარე, სადავო ბრძანების გამოცემისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86-ე, 87-ე მუხლები, 95-ე მუხლის მე-2 ნაწილი და ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით, იმავე კოდექსის 96-99-ე მუხლების მოთხოვნები. სადავო ბრძანება არ შეიცავს მითითებას და…
საქმე №ბს-391-518-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2004