გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.03.2020
საქმის ნომერი
080310119003251916
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა აქტები
თარიღი
05.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080310119003251916

საქმე #3/629-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 მარტი, 2020 წელი ქ.ქ--------

ქ--------ს საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - მ--–--------------

სხდომის მდივანი - ნ----------–-----

მოსარჩელე - მ----------------------–---

მოპასუხე - ქ---------------–----–-------------------–--

წარმომადგენელი - ლამარა ბარკალაია; თეიმურაზ ბენიძე

დავის საგანი: ქ. ქ--------ს მ----–იპილიტეტის ს---------–ოს 2----–-–-------------------------- ბრძანების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ქ. ქ--------ს მ----–იპილიტეტის ს---------–ოს თავმჯდომარის ნ-----–---- ლ-------ას 2-----–-–----- ს-------რის N---- ბრძანების ბათილად ცნობა, მ--- ს---------ე-სანებლიძის მიმართ, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად საყვედურის შეფარდების შესახებ. დავის არსი: მოსარჩელის განმარტებით, ქ---------------–----–-------------------–--ს თავმჯდომარის 2-----–-–----- ს-------რის N3-- ბრძანება ჩემთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად საყვედურის შეფარდების შესახებ ეწინააღმდეგება კანონს, იგი გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითად დარღვევით მისი მომზადებისა და გამოცემისას და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმა მუხლის საფუძველზე ბათილად იქნას ცნობილი მისი მიღების დღიდან შემდეგ გარემოებათა გამო: ქ-------- მ----–----–----ტის ს---------–ოს თავმჯდომარის 2019 წლის 25 ს-------რის N3-- ბრძანება დაფუძნებულია იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც არ იყო გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. დადასტურებულია ის ფაქტი რომ, ხსენებული აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული წარმოება საერთოდ არ ჩატარებულა. შესაბამისად, იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. დისციპლინური პასუხიმგებლობის დაკისრების შესახებ ბრძანება და კომისიის დასკვნა წარმოადგენს სხვადასხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. შესაბამისად, ბრძანება უნდა გამოიცეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. რასაც, ჩემს მიმართ, გამოცემული აქტის შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია. შედეგად, იგი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა შეუსაბამოდ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების მონაწილეა დაინტერესებული მხარე. ასეთი მხარე ვიყავი მე, ვისთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ვის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს იგი. საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას-წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილება მიიღოს მისი მომზადების სტადიაზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. მოცემულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საკითხს, მოპასუხე ვალდებული იყო, დაინტერესებული მხარე, ჩავერთე წარმოებაში და გაეთვალისწინებინა ჩემი მოსაზრებები საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან და დისციპლინური კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, რაც არ განხორციელებულა. უფრო მეტიც, აქტის ავტორმა საერთოდ დაუმალა და დღემდე უცნობია, რა პროცედურები იქნა გავლილი აქტის გამოსაცემად. აქტის ავტორმა დისციპლინური წარმოება გააიგივა აქტის გამოსაცემად ჩასატარებელ მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებასთან, რასაც შედეგად მოჰყვა კანონდარღვევით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. გამომდინარე იქიდან, რომ დარღვეულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისთვის დადგენილი ნორმები და მე, როგორც დაინტერესებულ მხარეს, არ მომცა უფლება მესარგებლა კანონით ჩემთვის მონიჭებული ულებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ 2019 წლის 25 ს-------რის N3-- ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ქალაქ ქ---------------–----–-------------------–--ს დისციპლინური წარმოების კომისიის მიერ ჩატარდა დისციპლინური წარმოება, რომელიც წარმოებდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მარტივის ადმინისტრაციული წარმოების წესით.

 

ქალაქ ქ---------------–----–-------------------–--ს დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის მიერ მოსარჩელისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელის ზომა სრულად შეესაბამება დისციპლინური დარღვევის სახეს და ის არ არის უფრო მძიმე სახდელი. დაკისრებული დისციპლინური სახდელის ზომის თანაფარდობასთან დაკავშირებით იმსჯელა აღნიშნულმა კომისიამ და შეეცადა მიეღო რაც შეიძლება მსუბუქი დისციპლინური სახდელი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად დისკრეციული უფლებამოსილება-უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისის რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღების გადაწყვეტილება; ვინაიდან ბრძანება კანონმდებლობის სრული დაცვით არის გამოცემული შესაბამისად, ს---------–ოს თავმჯდომარის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაც არის სრულიად კანონიერი.

 

ქალაქ ქ---------------–----–-------------------–--ს დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელმა კომისიამ გამოიკვლია დისციპლინური დარღვევი ფაქტი და დაადგინა მისის არსებობა და დისციპლინური სახდელის ზემო, რის საფუძველზეც გამოიცა ქალაქ ქ--------ს მ----–----–----ტის თავმჯდომარის 2019 წლის 25 ს-------რის N3-- ბრძანება.

 

ქალაქ ქ---------------–----–-------------------–--ს დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 2019 წლის 20 ს-------რის ს-----------------.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებულ დისციპლინურ წარმოებაში ჩართული იყო თვით მოსარჩელეც. მან ქალაქ ქ---------------–----–-------------------–--ს დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელ კომისიას მისცა ზეპირი განმარტება და ასევე საქმეში არის ახსნა-განმარტებითი ბარათი, სადაც მოსარჩელე აღწერს თავის პოზიციას გარემოებასთან დაკავშირებით და აღიარებს დისციპლინური გადაცდომის ფაქტს.

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქალაქ ქ------ის მ----–----–----ტის ს---------–ოს თავმჯდომარის 2019 წლის 23 აგვიტოს N 2-- ბრძანების საფუძველზე, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებით, ქალაქ ქ---------------–----–-------------------–--ს დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის მიერ დაიწყო დისციპლინური წარმოება.

 

დისციპლინური წარმოების დროს კომისიამ მოიკვლია გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

ქ--------ს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინება, რომელიც ქ---------------–----–-------------------–--ში დარეგისტრირდა 2019 წლის 15 თებერვალს, ამავე დღეს, ქალაქ ქ---------------–----–-------------------–--ს თავმჯდომარის მიერ შესასრულებლად გადაეწერა ქ-------- მ----–----–----ტის ს---------–ოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, იურიდიული განყოფილების უფროსს მ--- ს---------ეს, 2019 წლის 28 თებერვალს გამოიცა ქ---------------–----–-------------------–--ს N69 ბრძანება და ქალაქ ქუთაის მ----–----–----ტის მერიისათვის გასაგზავნი წერილი.

 

2019 წლის 19 ივნისს ქ---------------–----–-------------------–--ში დარეგისტრირდა წერილობითი მომართვა N1107/02 იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროდან სასამართლო განჩინების საფუძველზე განაცდურის მიცემის თაობაზე, მოსამზადებლად წერილი გადაეწერა ქალაქ ქ-------- მ----–----–----ტის ს---------–ოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიულ განყოფილებას. აღნიშნული დოკუმენტი საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში ფიქსირდება შეუსრულებლად.

 

2019 წლის 11 ივლისს ქ---------------–----–-------------------–--ს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიული განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი დავით ბენიძის მიერ მომზადდა წერილი (N-------) და სასამართლო განჩინების საფუძველზე გაიგზავნა დ. ჭიჭინაძის მიმართ დავალიანების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროში.

 

2019 წლის 19 ივნისს N------2 წერილობითი მომართვის საფუძველზე, ქალაქ ქ---------------–----–-------------------–--ში დარეგისტრირდა წერილი დაკისრებული თანხის 500(ხუთასი) ლარის ერთის ვადაში გადახდასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნული დოკუმენტი საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში დაფიქსირებულია შეუსრულებლად.

 

2019 წლის 1 აგვისტოს N1------- წერილობითი მომართვით საქართველოს ფინანასთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა ქ-------- მ----–----–----ტის ს---------–ოს აცნობა დავალიანების 500 ლარის ინკასოს წესით თანხის ჩამოჭრის თაობაზე.

 

დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელმა კომისიამ დამატებით მოიძია მტკიცებულებები, გამოითხოვა ქ------ის მ----–----–----ტის ს---------–ოს აპარატიდან შესაბამისი მასალები, გამოიკითხა დოკუმენტთან დაკავშირებული ყველა პირი, მათ შორის ამ დოკუმენტის შესრულებაზე ვალდებული პირები. სრულად იქნა შესწავლილი დოკუმენტების საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში მოძრაობა, შესწავლილი დოკუმენტების საფუძველზე დასტურდება დოკუმენტების შეუსრულებლობა, რის შედეგადაც დადასტურდა გადაცდომის ფაქტის არსებობა.

 

ზემოაღნიშნულ, სავარაუდო გადაცდომებთან დაკავშირებით დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის მიერ გამოთხოვილ იქნა აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიულ განყოფილების მიერ 2019 წლის 1 თებერვლიდან 17 ს-------რამდე გაწეული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია. ასევე მოთხოვნილი იქნა-ქალაქ ქ---------------–----–-------------------–--ს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის იურიდიული განყოფილების უფროსის მ--- ს---------ისა და ამავე განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის დავით ბენიძის წერილობითი ახსნა-განმარტებები ( N---------------). კომისიის მიერ მიღებულ იქნა მათი სიტყვიერი თანხმობა ზეპირი გამოკითხვის შესახებ, რის შედეგადაც გამოვლენილ იქნენ სავარაუდო გადაცდომის ჩამდენი პირები.

 

ქალაქ ქ---------------–----–-------------------–--ს 2018 წლის 1 თებერვალს სამუშაო აღწერილობაში გაწერილია ფუნქცია მოვალეობები რაც აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიულ განყოფილების ფუნქცია მოვალეობებია: სხვადასხვა დოკუმენტების შემუშავებისა და მომზადების კოორდინაცია, ამოცანების დასახვა, მათი შესრულების ზედამხედველობა, პრიორიტეტებისა და ვადების კონტროლი. დაქვემდებარებაში მყოფ მოხელეთა მიერ მომზადებული პროცედურების, ანგარიშების სხვადასხვა სახის აქტებისა და წარმოების მასალების შეთანხმება და მათზე პასუხიმგებლობა. ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვის კონტროლი. სამსახურებრივი კორესპონდენციის გადანაწილება დაქვემდებარებაში მყოფ მოსამსახურეებზე და მისი შესრულების კონტროლი.

 

თვითმმართველი ქალაქ ქ-------- ს---------–ოს თავჯდომარის 2007 წლის 1 მართის N46 ბრძანებით დამტკიცებული ,,ქალაქ ქ--------ს ს---------–ოს აპარატის შრომის შინაგანაწესის „მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის გ, დ, ვ ქვეპუნქტების შესაბამისად, საჯარო მოხელე ვალდებულია დოკუმენტებთან მუშაობისას კეთილსინდისიერად შეასრულოს და დაიცვას შრომის შინაგანაწესი, თანამდებობრივი ინსტრუქცია და საქმისწარმოების წესი. დროულად და ზუსტად შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის და ს---------–ოს თანამდებობის პირების დავალებები. თანამდებობრივი ინსტრუქციის განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობებისა და კომპეტენციის ფარგლებში მოიკვლიოს შეისწავლოს და განიხილოს საკითხი, მიიღოს შესაბამისის გადაწყვეტილება და წინადადებები და შემდგომი რეაგირებისათვის დასკვნები წარუდგინოს უშუალო ხელმძღვანელს.

 

ქ---------------–----–-------------------–--ს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის იურიდიული განყოფილების უფროსის მ--- ს---------ისა და ამაზე განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი დავით ბენიძის სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის, ჩადენის მიზეზის სამართლებრივი შეფასება არის შედეგი: ქმედება ჩადენილია გაუფრთხილებლობით, დაუდევარი დამოკიდებულებით და უმოქმედობით.

 

დისციპლინური გადაცდომა წარმოადგენს სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეულ შეუსრულებლობას და არაჯეროვან შესრულებას. სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა, რომელშიც მოიაზრება ყოველგვარი ქმედება, მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც უკავშირდება სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას.

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ ქ---------------–----–-------------------–--ს მიერ ქ-------- სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინება ვადებში ვერ იქნა აღსრულებული. კერძოდ, ქ---------------–----–-------------------–--ს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიული განყოფილების მიერ, არ იყო გამოვლენილი დროული რეაგირება და კანონის ფარგლებში შესაბამისი წერილების მომზადება. დოკუმენტის შეუსრულებლობისა და გაშვებული ვადების გამო, დაინტერესებულმა მხარემ მიმართა იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ვადების დარღვევა დაფიქსირდა შემდგომაც და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოხდა იძულების წესით ქალაქ ქ-------- მ----–----–----ტის ანგარიშის დაბლოკვა და თანხის ინკასოს წესით ჩამოჭრა.

 

დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელ კომისიაზე წარმოდგენილი მასალებით სახეზეა, ს---------–ოს აპარატის შინაგანაწესი დარღვევა, სამუშაო აღწერილობების უგულვებელყოფა, რამაც გამოიწვია სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება მხოლოდ იძულების წესით მოხდა. შედეგად, დაირღვა დაინტერესებული მხარის უფლებები, ასევე შეილახა ქ---------------–----–-------------------–--ს რეპუტაცია, რადგანაც ქუთაისს მ----–----–----ტის ს---------–ოს მიერ ვერ მოხერხდა კანონის ვადების დაცვა და სასამართლო განჩინების წესისამებრ აღსრულება.

 

დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელმა კომისიამ, ქ---------------–----–-------------------–--ს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, იურიდიული განყოფილების უფროსის მ--- ს---------ისა და ამავე განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის დავით ბენიძის მიმართ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებით თანაზომიერების პრინციპიდან, ჩადენილი გადაცდომის სიმძიმიდან გამომდინარე, ახსნა-განმარტებებითა და გამოთხოვილი დოკუმენტაციით დაადგინა საჯარო მოხელეების მიერ უშუალოდ მათზე დაკისრებული ფუნქციების შეუსრულებლობის შედეგად დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი, რაც წარმოადგენს დისციპლინური პასუხიმგებლობის შეფარდების საფუძველს.

 

დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელმა კომისიამ იმსჯელა დისციპლინური პასუხიმგებლობის ზომების შეფარდებაზე, გაითვალისწინა რა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირების სამუშაო გამოცდილება, ასევე ის პოზიცია და ვალდებულება, მოვალეობების რაც დაკისრებული აქვთ მათ ფუნქციებიდან გამომდინარე, აგრეთვე ჩადენილი გადაცდომის სიმძიმე დაადგინა ქ---------------–----–-------------------–--ს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, იურიდიული განყოფილების უფროსის მ--- ს---------ისა და ამავე განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის დავით ბენიძის მიმართ შეფარდებულ იქნეს დისციპლინური პასუხიმგებლობის ზომა საყვედური.

 

საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად, დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირებს და საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს.

მტკიცებულება: ქალაქ ქ---------------–----–-------------------–--ს დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის დასკვნა. (ტ.1.ს.ფ. 15-18).

 

3.1.2. დადგენილია, რომ ქ--------ს სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 ივნისის N---------- სააღსრულებო ფურცლის თანახმად, ქალაქ ქ---------------–----–-------------------–--ს დაეკისრა 500 ლარის ოდენობით თანხის გადახდა მოსარჩელე დავით ჭიჭინაძის სასარგებლოდ. 2019 წლის 19 ივნისს, ქალაქ ქ---------------–----–-------------------–--ში შევიდა და ს---------–ოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმღვანელს- იურიდიული განყოფილების უფროსს, მ--- ს---------ეს, დოკუმენტ ბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით დაეწერა აღსრულების ეროვნული ბიუროს სპეციალური სამსახურის 2019 წლის 19 ივნისის N------- შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა სასამართლოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით სისრულეში მოყვანას ერთი თვის ვადაში და სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის გადახდას, წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდებოდა იძულებითი აღსრულების ღონისძიებები.

 

აღნიშნული დოკუმენტი, მ/წლის 20 ივნისს, ასევე საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემდგომი რეაგირების მიზნით, მ--- ს---------ის მიერ გადაეწერა იურიდიული განყოფილების პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტს, დავით ბენიძეს. ამასთან მ/წლის 1 აგვისტოს, ქალაქ ქ---------------–----–-------------------–--ში შემოსული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის N-------- წერილობითი მომართვის თანახმად გაირკვა, რომ ქალაქ ქ---------------–----–-------------------–--ს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის-იურიდიული განყოფილების უფროსის, მ--- ს---------ისა და ამავე განყოფილების პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტის, დავით ბენიძის მიერ ქ--------ს სააპელაციო სასამართლოს განჩინების აღსრულების პროცედურები არ განხორციელებულა ერთი თვის ვადაში, რამაც განაპირობა განჩინების იძულებითი მექანიზმის ამოქმედება და საინკასო დავალების საფუძველზე, ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან, ქალაქ ქ---------------–----–-------------------–--ს დავალიანების-500 ლარის იძულების წესით ჩამოჭრა. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სახეზეა სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე დასაბუთებული ეჭვის არსებობის შემთხვევა, რაც ითვალისწინებს დისციპლინური წარმოების დაწყებას დისციპლინურ გადაცდომის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 86-ე და 87-ე მუხლების, 88-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-3 და მე-4 პუნქტების, 91-ე მუხლის, აღსრულების ეროვნული ბიუროს სპეციალური სამსახურის 2019 წლის 19 ივნისის N109/02 შეტყობინების, ქ--------ს სააპელაციო სასმართლოს 2019 წლის 4 ივნისის N---------- სააღსრულებო ფურცლის, საქართველოს ფინანასთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2019 წლის 1 აგვისტოს N-------- წერილობითი მომართვის, ქალაქ ქ--------ს მ----–----–----ტის ს---------–ოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის -იურიდიული განყოფილების, უფროსი მ--- ს---------ის 2019 წლის 8 აგვისტოს N------ ახსნა-განმარტებითი ბარათების საფუძველზე - დაიწყო დისციპლინური წარმოება ქალაქ ქუთაის მ----–----–----ტის ს---------–ოს აპარატის მეორადის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის - იურიდიული განყოფილების უფროსის, მ--- ს---------ის და ამავე განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის, დავით ბენიძის მიმართ, მათ მიერ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებით.

-დისციპლინური წარმოების განხორციელება დაევალა ქალაქ ქ--------ს მ----–----–----ტის ს---------–ოს თავმჯდომარის 2019 წლის 1 მარტის N71 ბრძანების საფუძველზე, ქალაქ ქ---------------–----–-------------------–--ში შექმნილ დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელ კომისიას.

მტკიცებულება: ბრძანება (ტ.1.ს.ფ.66-67).

 

3.1.3. დადგენილია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის 1-ლი პუნქტის გათვალისწინებით, „ქალაქ ქ---------------–----–-------------------–--ს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის-იურიდიული განყოფილების უფროსს, მ--- ს---------ეს გაეგზავნა შეტყობინება მის მიერ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებით, დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ და „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მიეცა უფლება 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოედგინა წერილობითი ახსნა-განმარტება ზემოაღნიშნულ ბრძანებაში მოყვანილ ფაქტთან დაკავშირებით.

მტკიცებულება: შეტყობინება (ტ.1.ს.ფ.73).

 

3.1.4. დადგენილია, რომ ქალაქ ქ---------------–----–-------------------–--ს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსის, მ--- ს---------ის მიერ წარდგენილი იქნა ახსნა-განმარტება.

 

ქ--------ს სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 ივნისის N---------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ქ---------------–----–-------------------–--ს დაეკისრა დავით ჭიჭინაძის სასარგებლოდ 500 ლარის ოდენობით თანხის გადახდა, ქ--------ს სააპელაციო სასამრთლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინების საფუძველზე. 2019 წლის 06 ივნისის განყოფილებაში შემოვიდა სააღსრულებო ბიუროს 17.06.2019 წლის NA19088501 წინადადება და აღსრულების ეროვნულ ბიუროს სპეციალური სამსახურის 19.06.2019 წლის N--------------- შეტყობინება.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ქ--------ს საქალაქო სასამართლოსთვის 2018 წლის 28 ს-------ერის გადაწყვეტილების (საქმე N3/99-18) აღსრულების მიზნით, შესაბამისის პროცედურების გავლის საფუძველზე, ქ---------------–----–-------------------–--ს თავმჯდომარის მიერ 2019 წლის 28 თებერვალს გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი-ბრძანება N69, განაცდური შრომითი გასამრჯელოს გაცემისათვის 2019 წლის 1 მარტამდე, სათანადო წესით უკვე გამოცემული იყო ქ--------ს მ----–----–----ტის მერიისათვის, განყოფილების მიერ აქტის 2019 წლის 06 ივნისამდე შეუსრულებლობის თაობაზე ,მოკვლეულ იქნა ინფორმაცია, რის საფუძველზეც, ქ--------ს მ----–----–----ტის მერიის მიერ 2019 წლის 11 ივლისისათვის მოხდა გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ჩარიცხვა დავით ჭიჭინაძისთვის. ხოლო, ქ--------ს სააპელაციო სასამართლოს განჩინებით გათვალისწინებული თანხის (დამატებით 500 ლარი) ჩარიცხვისთვის პროცედურების დაწყება ბატონ დავით ბენიძეს თხოვა რამდენიმე დღიანი დაყოვნებით, რათა არ მომხდარიყო სააღსრულებო ვალდებულებათა აღრევა და იგივე წესით, ნებაყოფლობით აღსრულებულიყო განჩინება.

 

ვადასტურებ იმ გარემოებას რომ იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროსთვის მომზადდა შესაბამისი შეტყობინების შესახებ წერილის პროექტი. ამასთან, ვინაიდან ამ პერიოდისათვის (27.06.2019წ) თანხის გადარიცხვის დასრულების თაობაზე, ჯერ კიდევ არ გაგვაჩნდა მტკიცებულებების (ასეთი მოვიპოვეთ 11.07.2019 წელს), ბუნებრივის, სააპელაციო სასამართლოს მიერ სხვა ვალდებულების დაკისრების თაობაზე სააღსრულებო ქმედება დავაყოვნეთ.

 

ვადასტურებ იმ გარემოებას, რომ იურიდიული განყოფილების თანამშრომლის შვებულებაში ყოფნის გამო, საქმეთა მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მითუმეტეს, ქ--------ს საქალაქო სასამართლოში სარჩლებზე დაიწყო განხილვები ივნის-ივლისში და ხსენებულ სარჩელებთან დართული მასალა რამდენიმე ასეული ფურცლის ოდენობისაა, რაც შესასწავლი იყო იმოკლეს დროში. იმავე პერიოდში, ქ--------ს მ----–----–----ტის მერის მიერ შემოტანილი რიგგარეშე თუ მორიგი სხდომების საკითხების პროექტებზე გაკეთებული შენიშვნების გათვალისწინების შედეგად, რამდეჯერმე იქნა გაექსპერტებული ჩანაცვლებული ვარიანტები, რაც, ბუნებრივია, შრომა ტევადობის გამო, მოითხოვდა განყოფილების თანამშრომელთა მთელი სამუშაო დროის მობილიზებას.

 

სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული 500 (ხუთასი) ლარი, არ შეცვლილა იძულებითი (ინკასოს ) წესით აღსრულებისას.

მტკიცებულება: ახსნა-განმარტება (ტ.1.ს.ფ.78-80).

 

3.1.5. დადგენილია, რომ ქალაქ ქ--------ს მ----–----–----ტის ს---------–ოს თავმჯდომარის 2019 წლის 23 აგვისტოს N2-- ბრძანების საფუძველზე, ქალაქ ქ---------------–----–-------------------–--ს დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის მიერ დაიწყო დისციპლინური წარმოება ქალაქ ქ-------- მ----–----–----ტის ს---------–ოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის იურიდიული განყოფილების უფროსის, მ--- ს---------ის მიმართ, მის მიერ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებით. კერძოდ, მის მიერ დარღვეულ იქნა ქ--------ს სააპელაციო სასამართლოდან მ/წლის ივნისის თვეში ს---------–ოში შემოსული განჩინების აღსრულების პროცედურების განხორციელების ვადები, რამაც განაპირობა განჩინების იძულებითი მექანიზმის ამოქმედება, დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელმა კომისიამ დისციპლინური წარმოების დროს მოპოვებული მასალების დეტალური ანალიზის შედეგად. 2019 წლის 20 ს-------ერს წარმოადგენდა წერილობითი დასკვნა, რომლის თანახმადაც დასტურდება მ--- ს---------ის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობის ფაქტის არსებობა. ამავე დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ მის მიერ მოხდა ს---------–ოს აპარატის შინაგანაწესის დარღვევას, სამუშაო აღწერილობების უგულებელყოფა, რამაც გამოიწვია სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი იძულების წესით აღსრულება. შედეგად დაირღვა დაინტერესებული მხარის უფლებები, ასევე შეილახა ქუთაისს მ----–----–----ტის ს---------–ოს რეპუტაცია, რადგანაც ქუთაის მ----–----–----ტის ს---------–ოს მიერ ვერ მოხერხდა კანონის ვადების დაცვა და სასამართლოს გადაწყვეტილების წესისამებრ აღსრულება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქალაქ ქუთაის მ----–----–----ტის ს---------–ოს დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელ კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, ქალაქ ქ---------------–----–-------------------–--ს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის იურიდიული განყოფილების უფროსის მ--- ს---------ისთვის, დისციპლინური პასუხისმგებლობისა და საყვედურის შეფარდება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის 94-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-4 და მე-5 პუნქტების, 96-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის 101-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტისა და ქალაქ ქ---------------–----–-------------------–--ს დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 2019 წლის 20 ს-------რის N622-02 დასკვნის საფუძველზე, ქალაქ ქ---------------–----–-------------------–--ს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის იურიდიული განყოფილების უფროსს, მ--- ს---------ის მიმართ, მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისათვის „სამსახურებრივ მოვალეობათა გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა“ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური.

მტკიცებულება: ბრძანება (ტ.1.ს.ფ.13-14).

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოსარჩელე ითხოვს ქ. ქ---------------–----–-------------------–--ს თავმჯდომარის ნ-----–---- ლ-------ას 2-----–-–----- ს-------რის N---- ბრძანების ბათილად ცნობას დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად საყვედურის შეფარდების შესახებ, რადგან მიაჩნია, რომ მის მიერ საქმის წარმოებისას არსებითად არ დარღვეულა ქ---------------–----–-------------------–--ს ინტერსები. მოსარჩელე უარყოფს მისი მხრიდან რაიმე გადაცდომის ჩადენის ფაქტს. გარდა ამისა, მოსარჩელეს მიჩნია, რომ მოპასუხემ ადმინისტრაციული და დისციპლინური წარმოება ერთმანეთისგან ვერ გამიჯნა, რაც ქ. ქ---------------–----–-------------------–--ს თავმჯდომარის ნ-----–---- ლ-------ას 2-----–-–----- ს-------რის N---- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველია.

 

მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და ბრძანების საფუძვლად მიუთითა მოსარჩელის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სერიოზული დარღვევების ფაქტი.

მტკიცებულება: სარჩელი. შესაგებელი. მოსარჩელის და მოპასუხის ახსნა-განმარტება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

4.1. საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ--- ს---------ე-სანებლიძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

5.1. საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. შრომის უფლება საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებული და გარანტირებული ადამიანის ძირითადი სოციალური უფლებაა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება კანონით.

 

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის საფუძველზე, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან თავისუფლად დათანხმდება ან განახორციელებენ სათანადო ღონისძიებებს ამ უფლების უზრუნველყოფისათვის.

 

ადამიანის სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვან დანაწესს ადგენს 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 ს-------რის დადგენილებით) 22-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკური, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ შრომის თავისუფლება ფართო გაგებით პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ღირსებასა და თავისუფალ განვითარებას. ზემოაღნიშნული საერთაშორისო ნორმები იძლევა დასკვნის საშუალებას დასაქმებულთა შრომის უფლების მინიმალური სტანდარტებით დაცვაზე სახელმწიფოს ვალდებულებასა და მიზანზე.

 

6.2. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით - ყველა საჯარო მოსამსახურე თანასწორია კანონის წინაშე. დაუშვებელია სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის კანონიერი უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ან საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

 

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 86-ე მუხლის თანახმად - დისციპლინური წარმოების მიზანია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის სწრაფად და სრულად გამოვლენა და დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა.

 

ამავე კანონის 87-ე მუხლით - დისციპლინური წარმოება ემყარება კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებს. არავის არ შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა ამ კანონით დადგენილი საფუძვლისა და წესის დაცვის გარეშე.2. არავის არ შეიძლება განმეორებით დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა ერთი და იმავე დისციპლინური გადაცდომისათვის. 3. მოხელე არ შეიძლება მონაწილეობდეს დისციპლინურ წარმოებაში, თუ მას აქვს პირადი ინტერესი ან/და თუ არსებობს სხვა გარემოება, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს საქმის გადაწყვეტაზე. 4. დისციპლინური წარმოება კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით უნდა მიმდინარეობდეს. 5. პირი არ ჩაითვლება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირად მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

პროცედურული დემოკრატიის ეს გამოვლინება თავისი არსით ემსახურება მიზანს, რომ დოკუმენტურად იქნეს შესწავლილი დასაქმებულის მიერ ჩადენილი გადაცდომა, მისი ხასიათი, დადგინდეს, რომელი კონკრეტული მიზეზის გამო ხდება სანქციის შეფარდება. სასამართლო განმარტავს, რომ დისციპლინური წარმოება ემყარება კანონიერების პრინციპის რეალიზებას და კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობას. შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის მხარეები შებოჭილნი არიან როგორც კანონის, ისე კანონის შესაბამისად ჩამოყალიბებული შიდა კორპორაციული აქტების, მაგალითად შინაგანაწესის, მოქმედებით, რომელიც ადგენს ფორმალურ-იურიდიულ წინაპირობებს, შეიცავს თითოეული საკითხის დეტალურ მოწესრიგებას, შესაბამისი რეგულაციების დადგენით მხარისათვის განსაზღვრავს იმ შესაძლებლობას ან ვალდებულებას, რომელმაც პროცედურული წესრიგით ხელი უნდა შეუწყოს დამსაქმებლის თუ დასაქმებულის უფლების რეალიზებას. აღნიშნული მოწესრიგების უგულვებელყოფა დაუშვებელია.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებს სანქციის შემფარდებელ ორგანოს, გაითვალისწინოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესები. სახდელის დაკისრებისას მხედველობაში უნდა მიღოს მისი პროპორციულობა და თანაზომიერება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, სახდელის შეფარდებამდე დარღვევის არარსებობა, სამართალდარღვევის სიმძიმე, სამართალდარღვევის ჩამდენის პიროვნება, სამართალდარღვევის ჩადენის პერიოდი, რაც, საბოლოო ჯამში, განაპირობებს გამოყენებული სანქციის ადეკვატურობას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები. ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი ადგენს, რომ ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

 

კონსტიტუციით გარანტირებული უფლება - კანონის წინაშე თანასწორობა, უწინარესად, ყველასთვის თანაბარი უფლებებით, პრივილეგიებითა თუ იმუნიტეტით სარგებლობის უფლებას გულისხმობს, რომლებიც თანაბრადაა დაცული კანონის საფუძველზე და, რომლებიც ასეთივე თანაბარ მოვალეობებს უკავშირდება. ყველა ადამიანი, განურჩევლად მისი კუთვნილებისა და მდგომარეობისა, ექვემდებარება ერთი და იმავე კანონს, რომ ეს კანონი თანაბრად უნდა იქნეს მათ მიმართ გამოყენებული.

 

-სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-7 მუხლზე, რომლის მიხედვით, ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და გააჩნია თანაბარი სამართლებრივი დაცვა კანონის საფუძველზე.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

6...სასამართლო მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი სათანადოდ დასაბუთებული არ არის. მასში მართალია აღწერილია ფაქტები, თუმცა სათანადო შეფასება არ მიეცა მათ. კერძოდ, სათანადოდ არ შეფასდა მ--- ს---------ე-სანებლიძის ახსნა-განმარტების ის ნაწილი სადაც ის უთითებს ს---------–ოს ინტერესების (საჯარო ინტერესი) დაცვის თაობაზე. ასევე სასამართლოს ზოგად განმარტებად მიაჩნია მითითება იმის შესახებ, რომ შეილახა ს---------–ოს რეპუტაცია, აღნიშნული განმარტება არაფრისმთქმელია და სათანადო დასაბუთებად ვერ მიიჩნევა, რადგან (გადაცდომად) ჩაითვლება სუბიექტის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლის შედეგია სამართალდარღვევის ფაქტი, სამართალდარღვევის კვალიფიკაციისათვის სუბიექტის მოქმედების ან უმოქმედობის წინმსწრები და თანმდევია პირის განზრახვა (გაუფრთხილებლობა), რომლის დადგენაც უპირველესია სამართალდამრღვევად ცნობისა და კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შეფარდებისათვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის მიერ ქმედების (უმოქმედობის) განხორციელება საკუთარ პასუხისმგებლობას გულისხმობს, რაც გამოიხატება იმაში, რომ პირი საკუთარი ნებით და გაცნობიერებულად ბატონობს ქმედებაზე (უმოქმედობაზე). შესაბამისად, პიროვნება არ შეიძლება მოქმედებდეს საკუთარი პასუხისმგებლობით, როცა არა მას, არამედ სხვა პირს აქვს ქმედებაზე რეალური ბატონობა. განზრახვა არის - პირის მიერ იმის ცოდნა, რასაც იგი აკეთებს, ნებელობა იმისა, რომ განახორციელოს ქმედება (საკუთარი პასუხისმგებლობა ქმედებაზე) და მართლწინააღმდეგობის შეგნება. ანუ, ქმედების ჩამდენმა პირმა უნდა იცოდეს (წინდახედულობის პრინციპით გაითვალისწინოს) ყველა ის გარემოება, რომელიც ქმედების ობიექტურ შემადგენლობას ეკუთვნის. მითითებული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოცემული დავის ფარგლებში უნდა იქნეს დადგენილი მ--- ს---------ე-სანებლიძის მიმართ შერაცხული სამართალდარღვევა ჩადენილი იყო თუ არა განზრახვით ან გაუფრთხილებლობით, ვინაიდან ამ პირობების არსებობის ფარგლებში გახდება შესაძლებელი სუბიექტს შეეფარდოს პასუხისმგებლობა და შესაბამისი სახდელი, რადგან პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას; დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს; ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ზაკ-ის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს მითითებას იმის შესახებ თუ რატომ იქნა გამოყენებული საყვედური მ--- ს---------ე-სანებლიძის მიმართ იმ პირობებში, როდესაც მ----------------------–---ს ათეული წელი უკავია საჯარო თანამდებობა და დაკისრებული არ აქვს არანაირი დისციპლინური სახდელი. როგორც აღინიშნა, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებს სანქციის შემფარდებელ ორგანოს, გაითვალისწინოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესები. სახდელის დაკისრებისას მხედველობაში უნდა მიღოს მისი პროპორციულობა და თანაზომიერება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, სახდელის შეფარდებამდე დარღვევის არარსებობა, სამართალდარღვევის სიმძიმე, სამართალდარღვევის ჩამდენის პიროვნება, სამართალდარღვევის ჩადენის პერიოდი, რაც, საბოლოო ჯამში, განაპირობებს გამოყენებული სანქციის ადეკვატურობას. ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.

 

6.7. სასამართლო აქავე მიუთითებს ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობის აუცილებლობაზე, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცემა კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებას მიიღოს აქტიური მონაწილეობა აქტის მომზადების სტადიაზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგებზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. სზაკ-ის 53.5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ხსენებული მუხლი ცხადჰყოფს, რომ აქტის ფორმალური კანონიერების განსაზღვრის პროცესში აუცილებელია ყურადღება მიექცეს მის დასაბუთებას. ეს ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს სამართლით შებოჭვით და თვითკონტროლის ფარგლებში შებოჭვით. სასამართლო არ იზიარებს ს---------–ოს წარმომადგენლის განმარტება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე გამოიყენა მოსარჩელის მიმართ მკაცრი ადმინისტრაციული სახდელი და არ დაასაბუთა უფრო ნაკლები სახდელის გამოყენების შეუძლებლობა. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი და ფაქტები, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია აგრეთვე ადრესატისათვის, რათა შეფასდეს მისი მართლზომიერება, ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერი ადმინისტრირება მოითხოვს საჯარო მოხელის სამსახურებრივი მოვალეობების მიმართ სუბიექტური განწყობის შეფასებას. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს შეფასების მიღმა დარჩა მ--- ს---------ე-სანებლიძის ახსნა-განმარტების ის ნაწილი, სადაც ის უთითებს ს---------–ოს ინტერესების (საჯარო ინტერესი) დაცვის თაობაზე.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ სზაკ-ის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ტარდება თუ კანონმდებლობით არ განისაზღვრება აქტის გამოცემის მიზნით ჩასატარებელი ადმინისტრაციული წარმოების სახეობა. ვინაიდან წარმოების სახე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით არ არის დადგენილი, გამოყენებული უნდა იქნეს მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. ფორმალური წარმოებისაგან განსხვავებით მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დროს დასაშვებია საკითხის გადაწყვეტა ზეპირი მოსმენის გარეშე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცეს კანონით დადგენილი პროცედურული წესების დაცვით. დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში არ არის სავალდებულო, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ჩააბას ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარე (სზაკ-ის 95.1 მუხ.). ამასთანავე, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა აცნობოს პირს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, თუ იზღუდება მისი კანონიერი ინტერესი, მას უნდა მიეცეს მისი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა (სზაკ-ის 95.2, 13 მუხ.). მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში ანიჭებს მას წარმოების მასალების გაცნობის, შუამდგომლობის დასმის, მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს კვალიფიციური და ობიექტური აქტის გამოცემას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა იწვევს სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტად, სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას და საქმის გარემოებების გამოკვლევის, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.

 

წინამდებარე შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები. სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მითითება მოსარჩელის ქმედებით მისი რეპუტაციის შელახვის შესახებ დაუსაბუთებელია და საჭიროებს სათანადო მტკიცებულებებზე მითითებას.

სასამართლო ცხადია არ იჭრება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, თუმცა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ განმეორებით საკითხის გამოკვლევისას, სათანადოდ უნდა დაასაბუთოს რატომ იქნა შერჩეული ადმინისტრაციული სახდელის სახედ და ზომად მოსარჩელის მიმართ საყვედური და რატომ არ შეიძლებოდა უფრო მსუბუქი (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) სახდელის გამოყენება.

 

როგორც აღინიშნა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა სწორ შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა ადმინისტრაციული ორგანოსადმი ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა.

 

გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, რაც თავისთავად გამორიცხავს პიროვნების კონფლიქტს კანონთან. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები, რადგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

 

განსახილველ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად. მოცემულ შემთხვევაში კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა გამოკვლეული შესაბამისი გარემოებები, რაც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად.

 

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილით - დისციპლინური წარმოება წყდება, თუ აღარ არსებობს დისციპლინური წარმოების ობიექტური საფუძველი, რის შესახებაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი წესის დარღვევით. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ვერ იქნა დამტკიცებული გასაჩივრებული აქტის კანონიერება. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადაო საკითხის გადაუწყვეტად, გამოცემის მომენტიდან ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქალაქ ქ---------------–----–-------------------–--ს თავმჯდომარის ნ-----–---- ლ-------ას 2-----–-–----- ს-------რის N---- ბრძანება, მ--- ს---------ე-სანებლიძის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად საყვედურის შეფარდების შესახებ, და დაევალოს ქალაქ ქ---------------–----–-------------------–--ს, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ--- ს---------ე-სანებლიძის მიმართ.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე სახ. ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

8.1. მოცემულ საქმეზე ქ--------ს სააპელაციო სასმართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, ქ---------------–----–-------------------–--ს თავმჯდომარის 2019 წლის 25 ს-------რის N3-- ბრძანების მოქმედება შეჩერდა ქ--------ს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.

 

ამდენად, ქ--------ს საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც ქ---------------–----–-------------------–--ს თავმჯდომარის 2019 წლის 25 ს-------რის N3-- ბრძანების მოქმედება შეჩერდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გაუქმებულია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-9, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მ----ს---------ე სანებლიძის სარჩელი.

 

2. სადაო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ ქ---------------–----–-------------------–--ს თავმჯდომარის ნ-----–---- ლ-------ას 2-----–-–----- ს-------რის N---- ბრძანება მ--- ს---------ე-სანებლიძის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად საყვედურის შეფარდების შესახებ.

 

3. დაევალოს ქ--------ს ქალაქ ქ---------------–----–-------------------–--ს, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ--- ს---------ე-სანებლიძის მიმართ.

 

4. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქ--------ს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქ--------, ნიუპორტის ქუჩა №32) ქ--------ს საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქ--------, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე მ--–--------------