განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310116001284353
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3ბ/70-17 14 ნოემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლე: ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი: თეა გობეჯიშვილი
აპელანტი - მ-----ა ნ-----–--–---–ი;
წარმომადგენელი - ვ----–----------ე;
მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია;
წარმომადგენელი - ლ-–---------–-ძე, გ-------------ძე;
მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - ს---–-----------ე, შ--–--------–-–---–ი;
მესამე პირი - შპს ,,სა---------–--------------–-----------------ი ,,ს---“;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ-----ა ნ-----–--–---–ის სარჩელი მოპასუხეების- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის, მესამე პირის- შპს ,,სა---------–--------------–-----------------ი ს---”-ს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში წარმოდგენილია 2014 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ქუჩა ძ---- ზ-----–-–---–--ი №--/---–-- ქუჩა №1, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0---------------, თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია მ-----ა ნ-----–--–---–ის და შპს ,,სა---------–--------------–-----------------ი ს---” -ს სახელზე. საიდანაც, მ-----ა ნ-----–--–---–ის საკუთრებას წარმოადგენს შენობა ნაგებობა №1-ში 93.75 კვ.მ საერთო ფართობიდან (ლიტ ,,გ” - დან) - 6---- ნაწილი, ხოლო შპს,,საქ--------–----------------–------------------ი ს---” -ს საკუთრებას წარმოადგენს ამჟამად დანგრეული შენობა -ნაგებობა №1,2,5 საერთო ფართობით 1211.52 კვ.მ; შენობა -ნაგებობა №3 საერთო ფართობით 1546.15 კვ.მ; ნაგებობა №4 საერთო ფართობით 22.83 კვ.მ; და ნაგებობა№7 -ის შესაბამისი წილი მიწის ნაკვეთი.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მ-----ა ნ-----–--–---–ის მიმართ 2015 წლის 03 სექტემბერს შედგენილი იქნა მითითება №0-----, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ მ-----ა ნ-----–--–---–ის მიერ ქ.თბილისში, ზ-----–-–---–--ის ქუჩა №--/---–-- ქ------- მიმდებარედ განხორციელებული იქნა არსებული საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ამავე მითითებით მხარეს დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა დემონტაჟის განხორციელება ან შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარმოდგენა, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 30(ოცდაათი) კალენდარული დღის ვადა.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 16 ოქტომბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №0----- მ-----ა ნ-----–--–---–ის მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ მ-----ა ნ-----–--–---–ის მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 16 დეკემბერს მიღებული იქნა დადგენილება №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც მ-----ა ნ-----–--–---–ი ქ.თბილისში, ზ-----–-–---–--ის ქ.№--/---–-- ქ------- მიმდებარედ უნებართვოდ განხორციელებული მიშენებისათვის დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით და მასვე დაევალა ქ.თბილისში, ზ-----–-–---–--ის ქ.№--/---–-- ქ------- მიმდებარედ უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ , მ-----ა ნ-----–--–---–ის წარმომადგენელს მ-----ე ტ-–-–--ეს უშუალოდ ხელზე ჩაბარდა 2015 წლის 29 დეკემბერს.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის დეკემბრის №0----- დადგენილება, 2016 წლის 18 იანვარს ადმინისტრაციული საჩივრით იქნა გასაჩივრებული მ-----ა ნ-----–--–---–ის წარმომადგენლის მ-----ე ტ-–-–--ის მიერ.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 25 თებერვლის №3-- ბრძანებით მ-----ა ნ-----–--–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველი დარჩა.
საქმეში წარმოდგენილია 2014 წლის 07 მაისსს მ-----ა ნ-----–--–---–ის (,,მინდობილობის გამცემი’’) მიერ მ-----ე ტ-–-–--ეზე (,,მინდობილობის მიმღები’’) გაცემული მინდობილობა, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ მ-----ა ნ-----–--–---–ი წინამდებარე მინდობილობით მ-----ე ტ-–-–--ეს ანიჭებს შემდეგ უფლებამოსილებას: წარმოადგინოს მისი ინტერესი ყველა ორგანიზაციასა და დაწესებულებაში, მერიაში, გამგეობაში, საკრებულოში, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სამსახურებში, ყველა არქივში და სხვა. აწარმოოს მოლაპარაკებები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, შეიტანოს ცვლილება სააქტო ჩანაწერში, დაადგინოს იურიდიული ფაქტი, აიღოს საჭირო ცნობები, მოწმობები, დოკუმენტები, წარადგინოს მოთხოვნის ადგილზე, გააკეთოს, შეიტანოს მისი სახელით განცხადება, გადაიხადოს გადასახადები, მოაწეროს ხელი მის მაგივრად და ასევე შეასრულოს ყველა ის მოქმედება, რაც დაკავშირებულია ამ დავალების შესრულებასთან. ასევე წარმოადგინს მისი ინტერესები ყველა სასამართლო ინსტანციაში, სამოქალაქო, სისხლის და ადმინისტრაციული საქმესთან დკავშირებით, მათ შორის სააღსრულებლო ბიუროში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში, კერძო არბიტრაჟში. გამოითხოვოს დოკუმენტაცია ნებისმიერი საჯარო და კერძო ორგანიზაციიდან, გაანხორციელოს ყოველგვარი მოქმედება, რაც დაკავშირებული იქნება ამ დავალების შესრულებასთან, ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრების უფლებით. . . მინდობილობა გაცემულია ორი წლის ვადით.
საქმეში წარმოდგენილია შპს ს------–------–------ი ,,მ---------ს’’ მიერ 2016 წლის 28 იანვარს გაცემული ცნობა პაციენტ მ-----ე ტ-–-–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ პაციენტის ექიმთან მიმართვის თარიღია -13-------- წელი, დიაგნოზი -ზემო სასუნთქი გზების ინფექციური გართ. შუა ყურის მწვავე ანთებით.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 16 დეკემბრის №0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 25 თებერვლის №3-- ბრძანება ,,მოქალაქე მ-----ა ნ-----–--–---–ის წარმომადგენლის მ-----ე ტ-–-–--ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად- მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) არის – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებელობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 19.15 მუხლის თანახმად, მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად. დასახელებული კანონის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ,–ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მ-----ა ნ-----–--–---–ის მიმართ 2015 წლის 03 სექტემბერს შედგენილი იქნა მითითება №0----- რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ მ-----ა ნ-----–--–---–ის მიერ ქ.თბილისში, ზ-----–-–---–--ის ქ.№--/---–-- ქ------- მიმდებარედ განხორციელებული იქნა მიშენების მშენებლობა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ამავე მითითებით მხარეს დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა დემონტაჟის განხორციელება ან შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარმოდგენა, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 30(ოცდაათი) კალენდარული დღის ვადა.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ,– დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ-----ა ნ-----–--–---–ის მიმართ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 16 ოქტომბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №0-----, რომლითაც დადგინდა, რომ მ-----ა ნ-----–--–---–ის მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ 44.1 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო- სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა- ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით.
დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 16 დეკემბერს მიღებული იქნა დადგენილება №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც მ-----ა ნ-----–--–---–ი ქ.თბილისში, ძმ.ზ-----–-–---–--ის ქუჩა №--/---–-- ქ--------ში უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისათვის დაჯარიმდა 8 000(რვა ათასი) ლარით და მასვე დაევალა ქ.თბილისში, ძმ.ზ-----–-–---–--ის ქუჩა №--/ რიწის ქ--------ში უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი.
ასევე დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 16 დეკემბრის №0----- დაადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, ერთჯერადად, ადმინისტრაციული საჩივრით იქნა გასაჩივრებული მ-----ა ნ-----–--–---–ის წარმომადგენლის მ-----ე ტ-–-–--ის მიერ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომლის 2016 წლის 25 თებერვლის №3-- ბრძანებით მ-----ა ნ-----–--–---–ის წარმომადგენლის მ-----ე ტ-–-–--ის ადმინისტრაციული საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველი.
მოსარჩელე მხარის ერთი-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 25 თებერვლის №3-- ბრძანების ბათილად ცნობა, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ირკვევა, რომ მ-----ა ნ-----–--–---–ის წარმომადგენლის მ-----ე ტ-–-–--ის ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ გასული იყო სადავო დადგენილების(ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 16 დეკემბრის №0----- დაადგენილება) გასაჩივრების 15 დღიანი ვადა.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ 25.22 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება (ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი) შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში. ამასთანავე, გასაჩივრება არ აჩერებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში.
განსახილველ შემთხვევაში როგორც აღინიშნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მ-----ა ნ-----–--–---–ის მიმართ სამშენებლო სამართლადარღვევის საქმეზე დადგენილება №0----- მიღებული იქნა 2015 წლის 16 დეკემბერს, აღნიშნული დადგენილება წარმომადგენელმა მ-----ე ტ-–-–--ემ ხელზე ჩაიბარა 2015 წლის 29 დეკემბერს.
დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 16 დეკემბრის №0----- დადგენილება ,,სამშნებელო სამართალდარღვევის საქმეზე, მ-----ა ნ-----–--–---–ის წარმომადგენლის მ-----ე ტ-–-–--ის მიერ გასაჩივრებული იქნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2016 წლის 18 იანვარს.
გასაჩივრებული- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 25 თებერვლის №3-- ბრძანებით მ-----ა ნ-----–--–---–ის(წარმომადგენელი მ-----ე ტ-–-–--ე) ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველი დარჩა იმ საფუძვლით, რომ სადავო დადგენილება მ-----ა ნ-----–--–---–ის წარმომადგენელს მ-----ე ტ-–-–--ეს პირადად ჩაბარდა 2015 წლის 29 დეკემბერს და მისი გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის ათვლა ამ თარიღიდან უნდა განხხორციელდეს, ხოლო ადმინისტრაციული საჩივარი კი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შეტანილია 2016 წლის 18 იანვარს, რის გამოც გასულია სადავო დადგენილების გასაჩივრების 15 დღიანი ვადა.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93.1 მუხლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს - იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. ამავე კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. . . ხოლო ამავე კოდექსის 98.1 მუხლის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86.1 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან წარმომადგენლის მეშვეობით, აგრეთვე ისარგებლოს დამცველის დახმარებით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წარმომადგენელს მოსთხოვოს მისი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი. ხოლო ამავე კოდექსის 87.1 მუხლის თანახმად კი, თუ განმცხადებელმა ან სხვა დაინტერესებულმა მხარემ დანიშნა წარმომადგენელი, ადმინისტრაციული ორგანო დაინტერესებული მხარისათვის განკუთვნილ ყველა დოკუმენტს მას უგზავნის.
როგორც აღინიშნა 2014 წლის 07 მაისს, მ-----ა ნ-----–--–---–ის (,,მინდობილობის გამცემი’’) მიერ მ-----ე ტ-–-–--ეზე (,,მინდობილობის მიმღები’’) გაცემული მინდობილობა, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ მ-----ა ნ-----–--–---–ი წინამდებარე მინდობილობით მ-----ე ტ-–-–--ეს ანიჭებს შემდეგ უფლებამოსილებას: წარმოადგინოს მისი ინტერესი ყველა ორგანიზაციასა და დაწესებულებაში, მერიაში, გამგეობაში, საკრებულოში, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სამსახურებში, ყველა არქივში და სხვა. აწარმოოს მოლაპარაკებები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, შეიტანოს ცვლილება სააქტო ჩანაწერში, დაადგინოს იურიდიული ფაქტი, აიღოს საჭირო ცნობები, მოწმობები, დოკუმენტები, წარადგინოს მოთხოვნის ადგილზე , გააკეთოს, შეიტანოს მისი სახელით განცხადება, გადაიხადოს გადასახადები, მოაწეროს ხელი მის მაგივრად და ასევე შეასრულოს ყველა ის მოქმედება, რაც დაკავშირებულია ამ დავალების შესრულებასთან. ასევე წარმოადგინს მისი ინტერესები ყველა სასამართლო ინსტანციაში, სამოქალაქო, სისხლის და ადმინისტრაციული საქმესთან დკავშირებით, მათ შორის სააღსრულებლო ბიუროში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში, კერძო არბიტრაჟში. გამოითხოვოს დოკუმენტაცია ნებისმიერი საჯარო და კერძო ორგანიზაციიდან, გაანხორციელოს ყოველგვარი მოქმედება, რაც დაკავშირებული იქნება ამ დავალების შესრულებასთან, ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრების უფლებით. . . მინდობილობა გაცემულია ორი წლის ვადით.
მოცემულ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ მოსარჩელე მ-----ა ნ-----–--–---–ის წარმოამდგენელს მ-----ე ტ-–-–აეს ჩაბარდა 2015 წლის 29 დეკემბერს, ასევე სადაოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული საჩივარი დასახელებული დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი იქნა 2016 წლის 18 იანვარს,- საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’ დადგენილი გასაჩივრების 15(თხუთმეტი) დღიანი ვადის დარღვევით (გასაჩივრების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2016 წლის 13 იანვარი). საგულისხმოა ის, რომ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე თავად უთითებს ადმინისტრაციულ საჩივარში მხარე და ამასთან ითხოვს გასაჩივრების ვადის აღდგენას, რადგან გასაჩივრის ვადა გაშვებული იქნა არაბრალეული მიზეზით,- ავადმყოფობის გამო.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში იგი უნდა აღდგეს, თუ ამ ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით.
დასახელებული სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, თუმცა აქვე კანონმდებლობა ადმინისტრაციულ საჩივართან მიმართებაში უშვებს გამონაკლისს და ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებლობას აძლევს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში აღადგინოს იგი, თუკი დადასტურდება ის გარემოება, რომ ამ ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით. თავის მხრივ თუ რა წარმოადგენს საპატიო მიზეზს, განმარტებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215.3 მუხლით, რომლის თანახმადაც, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მოცემულ შემთხვევაში როგორც აღინიშნა საქმეში წარმოდგენილია შპს ს------–-----–------ი ,,მ---------ს’’ მიერ 2016 წლის 28 იანვარს გაცემული ცნობა პაციენტ მ-----ე ტ-–-–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ პაციენტის ექიმთან მიმართვის თარიღია-13/1-2016 წელი, დიაგნოზი-ზემო სასუნთქი გზების ინფექციური გართ. შუა ყურის მწვავე ანთებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე ან განხილვაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუვლები, დასახლებული მუხლის პირველი ნაიწლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ: გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმების საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, მ-----ა ნ-----–--–---–ის წარმომადგენელის მ-----ე ტ-–-–--ის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში სათანადოდ იქნა გამოკვლეული საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, ადმინისტრაციული ორგანო მივიდა დასკვნამდე, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსხურის 2015 წლის 16 დეკემბრის №0----- დადგენილების გასაჩივრება მოხდა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით და ამასთან, სახეზე არ იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180.4 მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების საპატიო მიზეზი, რაც სრულად გაიზიარა სასამართლომ, რამეთუ მართალია შპს ს------–-----–------ი ,,მ---------ს’’ მიერ პაციენტ მ-----ე ტ-–-–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2016 წლის 28 იანვარს გაცემული ცნობით ირკვევა, რომ პაციენტის ექიმთან მიმართვის თარიღია-13/1-2016 წელი, დიაგნოზი-ზემო სასუნთქი გზების ინფექციური გართ. შუა ყურის მწვავე ანთებით. თუმცა აღნიშნულ ცნობაში არ არის მითითებული, რომ მოხდა პაციენტის სტაციონარში დარჩენა და ამავე დროს ჯანმრთელობის მდგომარობის შესახებ ცნობაში პირდაპირ არ არის მითითებული ის ავადმყოფობა, რაც გამოწვეული იყო მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით, რამდენად ხდიდა შეუძლებელს აღნიშნული პირის მიერ საჩივრის წარდგენას. გარდა დასახელებულისა, საგულისხმოა ასევე ის გარემოებაც, რომ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 16 დეკემბრის №0----- დადგენილების ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2016 წლის 13 იანვარი, საჩივრის ავტორმა(წარმომადგენელი მ-----ე ტ-–-–--ე) შპს ს------–-----–------ი ,,მ--------ს’’ მიმართა სწორედ ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრების ვადის ბოლო დღეს- 2016 წლის 13 იანვარს, ხოლო მხარეს კი კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის გასვლამდე გააჩნდა საკმარისი დრო ადმინისტრაციული საჩივრის წარსადგენად, მით უფრო იმ პირობებში, მაშინ როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ ირკვევა 2016 წლის 13 იანვარს, კონკრეტულად დროის რა პერიოდში მიმართა შპს ს------–------–------ი ,,მ--------ს’’ მხარემ და იმავე დღეს, შპს ს------–-----–------ი ,,მ---------’’-სათვის მიმართვამდე, ან/და შემდგომ პერიოდში რატომ ვერ შეძლო მხარემ ადმინისტრაციული საჩივრის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში(ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია) უშუალოდ ან/და თუნდაც ფოსტის მეშვეობით გაგზავნა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიაჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მ-----ა ნ-----–--–---–ის სარჩელი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 25 თებერვლის №3-- ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მ-----ა ნ-----–--–---–ის სარჩელს, რომლითაც იგი ითხოვს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 16 დეკემბრის №0----- დადგენილების ბათილად ცნობას,- სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ერთჯერადად, ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში აღნიშნულ დადგენილებაზე არსებითად არ უმსჯელია, არამედ მ-----ა ნ-----–--–---–ის(წარმომადგენელი მ-----ე ტ-–-–--ე) ადმინისტრაციული საჩივარი დატოვა განუხილველი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო, ამასთან, იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 25 თებერვლის №3-- ბრძანება მ-----ა ნ-----–--–---–ის წარმომადგენლის მ-----ე ტ-–-–--ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და აღნიშნულ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა,- ამ ეტაპზე სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად იმსჯელოს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 16 დეკემბრის №0----- დადგენილება გამოცემული არის თუ არა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის’’ საქართველოს კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ გასულია გასაჩივრების თხუთმეტდღიანი ვადა და მხედველობაში არ მიიღო მ-----ე ტ-–-–--ის მიერ წარმოდგენილი ცნობა, გაცემული შპს ს------–-----–------ი ,,მ---------“ მიერ 2016 წლის 28 იანვარს, რომელშიც აღნიშნულია, რომ პაციენტის ექიმთან მიმართვის თარიღია 13.01.2016 წელი, დიაგნოზი - ზემო სასუნთქი გზების ინფექციური გართულება, შუა ყურის მწვავე ანთებით. სასამართლო მსჯელობს, რომ მ-----ე ტ-–-–--ეს საკმარისი დრო ჰქონდა საჩივრის წარსადგენად, თუმცა არ გაითვალისწინა დასვენების დღეები, წარმომადგენლის ავადმყოფობა.
გარდა ამისა, აპელანტი აღნიშნავს, რომ წარმომადგენელმა საჯარო რეესტრიდან მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მ-----ა ნ-----–--–---–ს მ---–---დის რაიონის გამგეობის 07.05.19-7 წლის #9- გადაწყვეტილებით ნება დაერთო მიშენებაზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ განხორციელებული მიშენება, რასაც თბილისის მუნიციპალიტეტის მერია სადავოდ ხდის, არის კანონიერი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ სწორი შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, რაც ქმნის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მ-----ა ნ-----–--–---–ის მიმართ 2015 წლის 03 სექტემბერს შედგენილი იქნა მითითება №0-----. მითითებაში აღნიშნულია, რომ მ-----ა ნ-----–--–---–ის მიერ ქ.თბილისში, ზ-----–-–---–--ის ქუჩა №--/---–-- ქ--------ის მიმდებარედ განხორციელებული იქნა არსებული საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ამავე მითითებით მხარეს დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა დემონტაჟის განხორციელება ან შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარმოდგენა, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 30(ოცდაათი) კალენდარული დღე.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 16 ოქტომბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №0----- მ-----ა ნ-----–--–---–ის მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ მ-----ა ნ-----–--–---–მა მითითება არ შეასრულა.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2015 წლის 16 დეკემბერს მიიღო დადგენილება №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც მ-----ა ნ-----–--–---–ი ქ.თბილისში, ზ-----–-–---–--ის ქ.№--/---–-- ქ--------ის მიმდებარედ უნებართვოდ განხორციელებული მიშენებისათვის დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით და მასვე დაევალა ქ.თბილისში, ზ-----–-–---–--ის ქ.№--/---–-- ქ--------ის მიმდებარედ უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, 2015 წლის 29 დეკემბერს ჩაბარდა მ-----ა ნ-----–--–---–ის წარმომადგენელს - მ-----ე ტ-–-–--ეს.
მ-----ა ნ-----–--–---–ის წარმომადგენელმა მ-----ე ტ-–-–--ემ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის დეკემბრის №0----- დადგენილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა 2016 წლის 18 იანვარს. ამავე განცხადებით საჩივრის ავტორმა, ავადმყოფობის მოტივით, მოითხოვა გასაჩივრების ვადის აღდგენა.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 25 თებერვლის №3-- ბრძანებით მ-----ა ნ-----–--–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ სადავო დადგენილება მ-----ა ნ-----–--–---–ის წარმომადგენელს მ-----ე ტ-–-–--ეს პირადად ჩაბარდა 2015 წლის 29 დეკემბერს, ხოლო ადმინისტრაციული საჩივარი კი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შეტანილია 2016 წლის 18 იანვარს, რის გამოც გასულია სადავო დადგენილების გასაჩივრების 15 დღიანი ვადა.
სარჩელის საფუძველზე მოთხოვნილია, ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 16 დეკემბრის №0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ და ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 25 თებერვლის №3-- ბრძანება ,,მოქალაქე მ-----ა ნ-----–--–---–ის წარმომადგენლის მ-----ე ტ-–-–--ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე”.
საგულისხმოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა შეეხო მხოლოდ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 25 თებერვლის №3-- ბრძანების კანონიერებას და იმ მოტივით, რომ არ არსებობდა გასაჩივრების ვადის აღდგენის საფუძველი, სასამართლომ მიუთითა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 16 დეკემბრის №0----- დადგენილება შესულია ძალაში და ამ ეტაპზე სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად იმსჯელოს სადავო აქტის კანონიერებაზე.
სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას ვადის აღდგენის საფუძვლების არასებობის თაობაზე და თვლის, რომ სასამართლოს მსჯელობა ემყარება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების არასწორ შეფასებას.
საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელე - მ-----ა ნ-----–--–---–ის (,,მინდობილობის გამცემი’’) მიერ მ-----ე ტ-–-–--ეზე (,,მინდობილობის მიმღები’’) გაცემული მინდობილობა, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ მ-----ა ნ-----–--–---–ი წინამდებარე მინდობილობით მ-----ე ტ-–-–--ეს ანიჭებს შემდეგ უფლებამოსილებას: წარმოადგინოს მისი ინტერესი ყველა ორგანიზაციასა და დაწესებულებაში, მერიაში, გამგეობაში, საკრებულოში, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სამსახურებში, ყველა არქივში და სხვა. აწარმოოს მოლაპარაკებები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, შეიტანოს ცვლილება სააქტო ჩანაწერში, დაადგინოს იურიდიული ფაქტი, აიღოს საჭირო ცნობები, მოწმობები, დოკუმენტები, წარადგინოს მოთხოვნის ადგილზე, გააკეთოს, შეიტანოს მისი სახელით განცხადება, გადაიხადოს გადასახადები, მოაწეროს ხელი მის მაგივრად და ასევე შეასრულოს ყველა ის მოქმედება, რაც დაკავშირებულია ამ დავალების შესრულებასთან. ასევე წარმოადგინს მისი ინტერესები ყველა სასამართლო ინსტანციაში, სამოქალაქო, სისხლის და ადმინისტრაციულ საქმესთან დკავშირებით, მათ შორის სააღსრულებო ბიუროში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში, კერძო არბიტრაჟში. გამოითხოვოს დოკუმენტაცია ნებისმიერი საჯარო და კერძო ორგანიზაციიდან, განახორციელოს ყოველგვარი მოქმედება, რაც დაკავშირებული იქნება ამ დავალების შესრულებასთან, ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრების უფლებით. მინდობილობა გაცემულია 2014 წლის 07 მაისს და მოქმედების ვადა განსაზღვრულია ორი წლით.
ზაკ-ის 86.1 მუხლი ადგენს, ყველას აქვს უფლება აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან წარმომადგენლის მეშვეობით, აგრეთვე ისარგებლოს დამცველის დახმარებით.
იმავე კოდექსის 87-ე მუხლის შესაბამისად, თუ განმცხადებელმა ან სხვა დაინტერესებულმა მხარემ დანიშნა წარმომადგენელი, ადმინისტრაციული ორგანო დაინტერესებული მხარისათვის განკუთვნილ ყველა დოკუმენტს მას უგზავნის; თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული წარმოების ყველა საკითხზე მიმართავს წარმომადგენელს.
დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა ზაკ-ის ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნათა დაცვით, როდესაც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ გაუგზავნა და ჩააბარა მ-----ა ნ-----–--–---–ის წარმომადგენელს - მ-----ე ტ-–-–--ეს.
,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის 22 პუნქტი ადგენს: სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება (ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი) შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში.
სადავო არ არის, რომ №0----- დადგენილება მ-----ა ნ-----–--–---–ის წარმომადგენელს - მ-----ე ტ-–-–--ეს ჩაბარდა 2015 წლის 29 დეკემბერს, ხოლო ადმინისტრაციული საჩივარი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შეტანილია 2016 წლის 18 იანვარს, რითიც დარღვეულია ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25.22 მუხლის მოთხოვნები. არსებულ პირობებში საკითხი შეეხება გასაჩივრების ვადის აღდგენის დაშვების შესაძლებლობას.
აღნიშნული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ზაკ-ის 94-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც ადგენს: გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით.
სააპელაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს მითითებული მუხლის დანაწესს და პრინციპულად მიიჩნევს ნორმაში გაკეთებულ დათქნას ავადმყოფობის პირობებში ვადის აღდგენის აუცილებლობის თაობაზე.
ზაკ-ის 94-ე მუხლის პირველი პუნქტი შეიცავს მითითებას სსსკ-ის 65-ე მუხლის გამოყენების დაშვების თაობაზე, რომელიც ასევე ადგენს საპროცესო ვადის აღდგენის შესაძლებლობას და საპატიოდ მიიჩნევს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებულ გარემოებებს.
სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
საქმეში წარმოდგენილია შპს ს------–------–------ი ,,მ---------ს’’ მიერ 2016 წლის 28 იანვარს გაცემული ცნობა პაციენტ მ-----ე ტ-–-–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ პაციენტის ექიმთან მიმართვის თარიღია 2016 წლის 13 იანვარი, დიაგნოზი - ზემო სასუნთქი გზების ინფექციური გართულება, შუა ყურის მწვავე ანთებით.
სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ, რამდენადაც ექიმისათვის მიმართვა ემთხვევა გასაჩივრების ბოლო დღეს, მხარეს ჰქონდა საკმარისი დრო წარედგინა ადმინისტრაციული საჩივარი და ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერ შეფასდება ხელშემშლელ გარემოებად.
სააპელაციო სასამართლო კვლავაც ყურადღებას მიაქცევს პაციენტ მ-----ე ტ-–-–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემულ ცნობაზე, რომელშიც მითითებულია, რომ პაციენტს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, ზემო სასუნთქი გზების ინფექციური გართულება, შუა ყურის მწვავე ანთებით. ავადმყოფის მიმდინარეობა შეფასებულია - მწვავედ.
ავადმყოფის მდგომარეობის მითითებული კრიტერიუმით შეფასება, ქმნის მაღალი ალბათობით მტკიცების საფუძველს, რომ დაავადება აღნიშნულ სიმწვავეს ვერ მიაღწევდა ერთ დღეში და რაც, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, უფრო პრინციპულია, მხარეს 2016 წლის 13 იანვრის ჩათვლით გააჩნდა საჩივრის წარდგენის ვადა და იმ პირობებში, როდესაც კანონი ახდენს აღნიშნული ვადის აღდგენის დაშვებას, მოტივირება იმაზე, რომ მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა ვადა არ მიეყვანა გასაჩივრების ბოლო დღემდე, არ პასუხობს კანონის მიზნებს და უხეშად ლახავს პირის უფლებებს - სრულად ისარგებლოს კანონით განსაზღვრული გასაჩივრების ვადით.
აქვე სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ მ---–---დის რაიონის გამგეობის 19-7 წლის 7 მაისის N9- გადაწყვეტილებაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაკმაყოფილდა რიწის ქუჩა N1-ში მცხოვრები მოქალაქე მ-----ა ნ-----–--–---–ის თხოვნა და ნება დაერთო საკუთარ სახლში გამოწიოს შემინული აივანი და სამზარეულო წარმოდგენილი ნახაზის შესაბამისად; ამავე გადაწყვეტილებით ტექინვენტარიზაციის ბიუროს ეთხოვა განახორციელოს სათანადო ცვლილებები სახლის ბარათში.
სამართალდარღვევა მოსარჩელისათვის შედავებულია იმ საფუძვლით, რომ შემინულ აივანს და სამზარეულოს გაზრდილი აქვს ფართი, რისი უფლებაც, მოსარჩელის მითითებით, მას მიენიჭა მ---–---დის რაიონის გამგეობის 19-7 წლის 7 მაისის N9- გადაწყვეტილების საფუძველზე.
ყოველივე აღნიშნული სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ ვადის აღდგენაზე უარის თქმის პირობებში ადგილი ექნება მოსარჩელის უფლებების გაუმართლებელ შეზღუდვას, ამასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ცნობა ქმნის იმ გარემოების მტკიცების უტყუარ საფუძველს, რომ ვადის გაშვება მოხდა საპატიო მიზეზით, რაც, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ქმნის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 25 თებერვლის №3-- ბრძანების ბათილობისა და მითითებული ადმინისტრაციული ორგანოსათვის მოქალაქე მ-----ა ნ-----–--–---–ის წარმომადგენლის მ-----ე ტ-–-–--ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალების საფუძველს.
საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მ-----ა ნ-----–--–---–ის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 125 ლარის ანაზღაურება ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ-----ა ნ-----–--–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ-----ა ნ-----–--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 25 თებერვლის #3-- ბრძანება მ-----ა ნ-----–--–---–ის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს მ-----ა ნ-----–--–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა. დანარჩენ ნაწილში მ-----ა ნ-----–--–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 125 ლარის ოდენობით;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძ---- ზ-----–-–---–--ის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: ნინო ქადაგიძე