1. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად,  15 (თხუთმეტი) წლის ვადით და ძალაშია ნებართვის ვადის გასვლამდე ან მის გაუქმებამდე.

2.   ნებართვა გაიცემა კონკურსის გამარჯვებულზე, ნებართვის გამცემის მიერ საკონკურსო პირობების შესრულების თაობაზე  გამოცემული  აქტის საფუძველზე. ნებართვის მფლობელს მიეცემა სანებართვო მოწმობა (დანართი N3.2).

3.   ნებართვის მფლობელსა და თვითმმართველი ქალაქი - რუსთავის მერიას შორის ფორმდება ხელშეკრულება კონკურსით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე 14 სამუშაო დღის განმავლობაში. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ნებართვის მფლობელს გადაეცემა სანებართვო მოწმობა და იგი უფლებამოსილია განახორციელოს მომსახურება;

4.   ნებართვის მფლობელის ლიკვიდაციის, ნებართვით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტის ან/და ნებართვის გაუქმებისას, ლოტზე ახალი კონკურსით გამოვლენილი გამარჯვებულისთვის ნებართვის მინიჭებამდე ვადაში თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის მერია უფლებამოსილია ნებართვა მიანიჭოს თავის მიერ შერჩეულ გადამზიდველს თავის მიერვე დადგენილი პირობებით.

5.   სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანებისას ნებართვის მფლობელმა წერილობით უნდა მიმართოს ნებართვის გამცემს მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე. იქამდე კი იგი უფლებამოსილია განახორციელოს სანებართვო საქმიანობა შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.

6.   მოწმობის დუბლიკატი უნდა გაიცეს განცხადების მიღებიდან ორი დღის ვადაში, ხოლო უწყებრივ სანებართვო რეესტრში გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი ამის თაობაზე. დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.

7. დუბლიკატის მიმღები პირი ვალდებულია წერილობით განცხადებასთან ერთად ნებართვის გამცემს წარუდგინოს მოწმობის დუბლიკატის ფასის გადახდის ქვითარი.

8. ნებართვის მოწმობის დუბლიკატის გაცემის ფასი შეადგენს 20 ლარ